x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
როგორ აკონტროლებს ჭკვიანი ქალი "თასმის" სიგრძეს - რეალური ფაქტი
თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ეს თითქმის ნიშნავს, რომ გყავდათ თაყვანისმცემელი და გაინტერესებთ დაკარგეთ თუ არა იგი. სანამ მისი დაბრუნების სურვილსა და მოტივებზე მივალთ, ეს უბრალო კითხვარი დაგეხმარებთ გაარკვიოთ კვლავაც აინტერესებთ თუ არა მამაკაცს.


na povadke
















მეცნიერულად დადგენილია, რომ ინტერესი ადამიანის გონებაში 3-6 თვემდე ბუდობს ტვინის ცენტრალურ "სამოქმედო არხში", ხოლო შემდეგ გარკვეული მიზეზების-და-გამო გადაინაცვლებს კეფის ქვედა ნაწილში არსებულ "მივიწყებული მოგონებების" საცავში, სადაც მხოლოდ ის მოგონებები "ინახება", რომლებიც ტვინს არ უნდა ყოველდღიურად ახსოვდეს. ეს საკმაოდ ძლიერი და თითქმის შეუქცევადი პროცესია. მაშ ასე გავარკვიოთ:



1. ბოლო 3 თვის განმავლობაში იშვიათად მაინც თუ ცდილობს თქვენი თაყვანისმცემელი რაიმე მიზეზის პოვნას, რათა თქვენ გეკონტაქტოთ?

2. თქვენი დაკვირვებით მისი ქცევები რაიმენაირად თუ არის დაკავშირებული თქვენი ყურადღების მოსაზიდად, ან ირიბი გზით თქვენთვის თავის შესახსენებლად?

3. დაუკვირდით, ხომ არ გაჩნდა მის ცხოვრებაში ახალი ინტერესები, მიზნები, მეგობრები?

4. თუ გიცდიათ მისი პროვოცირება, მას ამის საპასუხოდ რაიმე უმოქმედია? (თქვენ მეგობრებთან კონტაქტი, სტატუსები სოციალურ ქსელში, იგივე რაიმე მიზეზის გამონახვა თქვენთან საკონტაქტოდ)


თქვენივე პასუხები შეაჯამეთ, როგორც წესი პირველადი აზრი რაც ჩამოგიყალიბდებათ უტყუარი იქნება. ხოლო რაც შეეხება მის "მოჯადოვებას", დაბრუნებას ან თქვენს ნებისმიერ სხვა სურვილს, რაც ამ პიროვნებას უკავშირდება, შემდეგი კითხვარით გაართმევთ თავს (თუ წინა კითხვარში უარყოფითი შედეგი მიიღეთ, მთავარია ამის გამომწვევი მიზეზის დადგენა):


1. ქალებს გვაქვს კატეგორიული უარის თქმის ნიჭი. შესაძლებელი ხომ არ არის, თქვენი რომელიმე ქცევა ასეთად მიეღო თქვენს რჩეულს?

2. მამაკაცების სუსტი წერტილი არის მათი სიამაყე და "ყოყლოჩინობა". მის ღირსებას დამცინავად ხომ არ შეხებიხართ? (პირდაპირ შეურაცხყოფას როგორც წესი არ იღებენ სერიოზულად)

3. თქვენს სამეგობრო წრეში ხომ არ ჭარბობენ მამაკაცები ან/და ხშირად ხომ არ ჩნდებით საზოგადოებაში მათთან ერთად?

4. სხვა და სხვა საზოგადოებაში, ან სამეგობრო წრეში ხშირად ხომ არ უსვამდით ხაზს იმ ფაქტს, რომ ის თქვენი თაყვანისმცემელია?


თუ ამ კითხვარიდან რამოდენიმე თქვენთვის ნაცნობი სიტუაცია გამოიკვეთა, სამწუხაროდ ვერაფრით განუგეშებთ. ფროიდს თუ დავუჯერებთ "თუ მამაკაცმა თქვენგან წასვლა გადაწყვიტა, მას ვერაფერი შეაჩერებს".


თუმცა არსებობს სხვა ხერხიც - "არსებობს ერთადერთი რამ, რითაც ადამიანს რაიმეს გაკეთებას აიძულებთ - მას თავად უნდა მოუნდეს ამის გაკეთება".


და ბოლოს ის რაც საკუთარ თავზე გამოვცადე - საკმაოდ ამაყი ადამიანი ვარ საიმისოდ, რომ ზედმეტი ყურადღებით გავანებივრო ის, ვისაც ვთვლი რომ ისედაც უნდა იყოს ჩემით დაინტერესებული! ამ კითხვარის შევსების შემდეგ საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზით მოვახერხე ჩემი ინტერესის საგანთან შეხვედრა, და ისე უბრალოდ ვეჭორავე ჩემს მეგობრებზე, მათ მეუღლეებზე და შვილებზე რომლებიც ძალიან მიყვარს... საუბრისას სასხვათაშორისოდ ისიც ვახსენე, რომ ხშირად, როცა ნერვები მოშლილი მაქვს ყველაფერი "კატეგორიულად" ჟღერს ჩემგან (ჩემს უფროსზე მოვუყევი).


გ ა ა მ ა რ თ ლ ა


ამ შეხვედრის მიზეზს ვერც კი მიხვდა, სამაგიეროდ კვლავ მის ყურადღების ცენტრში ვარ!


აი ესეთები ვართ ჭკვიანი ქალები, და სწორად ამიტომ გიჟდებიან ჩვენზე!


P.S. იმედია თქვენც მოახდენთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებას - წარმატებული ქალი ყველაფერში წარმატებულია, ასე რომ წარმატებას გისურვებთ გოგოებო.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:მელისა გუჯაბიძე
მელისა გუჯაბიძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0