x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
ქალმა საყვარელი მამაკაცი ჩაქუჩით, ბოთლის დამსხვრეული მინებით და თმის უთოთი სასტიკად დაასახიჩრა

image
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 37 წლის ქალბატონი, სახელად ჯემა ჰოლინგსი ცხელ კვალზე დააკავა პრესტონის პოლიციამ.

ქალი, რომელიც ჩაქუჩით, დამსხვრეული ბოთლის მინებით და ბოძზე გაკვრით შეეცადა მეგობარი მამაკაცის თავიდან მოშორებას, ციხეში მხოლოდ და მხოლოდ 8 წლიან სასჯელს მოიხდის.მოსამართლემ და პროკურატურმ ( საქმეს Preston Crown Court სასამართლო იხილავს), სხვა მსჯავრდებულებს მისგან შორს თავის დაჭერა ურჩიეს.პოლიციამ მსხვერპლი აღმოაჩინა ქუჩაში, როდესაც 30 წლის Paul Kirkpatrick - მა საყვარლის სახლიდან ამ მდგომარეობაში გაქცევა სცადა.მას თვალი, კისრის არე და სახის ძვლები ჰქონდა მინით დასახიჩრებული.სასამართლომ ყველაზე სასტიკ დამნაშავედ ცნო ქალი.წყაროს ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე უხეში თავდასხმა ქალისგან და ოჯახური ძალადობის ერთ - ერთი ყველაზე შემზარავი მკვლელობის მცდელობა, რაც კი აქამდე უნახავს გამოძიებას.imageimage

ოჯახური ძალადობის სპეციალისტი და ცნობილი ადვოკატი Rachel Horman -ისგანცხადებით, მსოფლიო მასშტაბით ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის 2, 7 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 700 000 ადამიანმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო, ზოგ შემთვევაში კი ადგილი აქვს გარდაცვალების ფაქტებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად

აებნენ კანონპროექტის მომზადებაში, რომელიც გააძლიერებს პოლიციის მხრიდან კონტროლს ოჯახურ ძალადობებზე, რამდენადაც მამაკაცების უმრვლესობა ისევ და ისევ " მამაკაცური ღირსებების" დასაცავად ქალისგან ძალადობას ჩქმალავს და არ ახმოვანებს, არა და არაოფიციალური მონაცემებით ქალების მხრიდან ოჯახური ძალადობის პროცენტული რაოდენობა კატასტროფულია - აცხადებს ადვოკატი.


0
173
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0