x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სამოთხე-ჯოჯოხეთის მხილველი ნაწილი 1

image


მე მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს დიდი ისტორია, იმედია თქვენი მხრიდან დაინტერესება იქნება, თუმცა თუ ასე არ მოხდა მე გპირდებით იმ მცირე ადამიანებს ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, ისტორია დამთავრდება, თუნდაც 8 სტატიის დაწერა დამჭირდეს, მინდა გითხრათ რომ ეს არის ნამდვილი ამბავი და არის ძალიან, ძალიან დიდი ისტორია და ამავე დროს ძალიან საინტერესო, შეიძლება არ გჯერათ ასეთი ამბების მაგრამ იმედია ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ.


ლუბა:1997 წელს ავად ვიყავი, მაგრამ მანამდეც ვავადმყოფობდი, ცხოვრებაში ბევრი ვიტანჯე, ბევრი ავადმყოფობა გადავიტანე, ოჯახშიც ბევრი ავადმყოფი იყო, რატომღაც მთელი ცხოვრება ღმერთი გვაძლევდა ავადმყოფობას.ჩემ ოჯახურ ცხოვრებაში, ისე გამოვიდა რომ, ბავშვმაც დაიწყო ავადმყოფობა ბავშვობიდან, ასე რომ ძალიან დატანჯული ვარ ამ ავადმყოფობებით.არ მესმოდა, ეს ყოველივე რატომ ხდებოდა, გული კი არასოდეს არ დამიკარგავს.ავადმყოფობენ? მე ეს უნდა გავაკეთო ასე, ღმერთი ძალას მაძლევდა მათთვის რომ მიმეხედა.1997 წელს ძალიან მძიმედ დავავადდი, თირკმელები ამტკივდა, ექიმებმაც ვერ დაადგინეს სწორად, რა მტკიოდა, ძლიერ-ძლიერ ვიტანჯე.როცა გაიგეს რომ, თირკმელები მქონდა დაავადებული, უროლოგემბა დაიწყეს გამოკვლევა, მე გამომიცხადეს რომ თირკმელი უნდა მოშორდეს ოპერაციით, ერთ თირკმელზე გამიკეთეს ოპერაცია, აღმოჩნდა რომ მომკვეთეს, (როგორც შემდგომში განმიცხადეს ექიმებმა)ასევე მითხრეს რომ მეორე თირკმელიც დაავადებული იყო და დაახლოებით ნახევარ წელში შეწყვიტავდა მუშაობას, მაგრამ არა ნახევარ წელში არამედ თირკმელმა მეორე დღესვე შეწყვიტა მუშაობა, მერე ისევ წამიყვანეს რეანიმაციაში და გამიკეთეს ოპერაცია მეორე თირკმელზეც.სულ დაჭრილი ვარ, არამაქვს ადგილი რომ არ იყოს გაჭრილი.ძალიან განიცდიდნენ ექიმები და წვალობდნენ, ყველაფერი ზედიზედ ხდებოდა, ისე გამოვიდა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა(დღესასწაული) "პასექის" წინ.ექიმებმა ოპერაციის დაწყებამდე ნარკოზი გამიკეთეს და ამის შემდეგ რაღაც უჩვეულო მომივიდა, სადღაც ვიკარგები, არაჩვეულებრივი რამ მოხდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა იმიტომ რომ როცა დაიწყეს ოპერაცია დავშორდი სხეულს, ამ დროს მაღლა ვიწევი, ვიცოდი რომ რაღაც ძალა იყო, რაღაც ძალა იმყოფებოდა რომელიც სულ მაწყნარებდა და არ მტოვებდა, ეს ძალა მეუბნება:ნახე(სადაც ექიმები ჩემ სხეულზე მუშაობდნენ).ვხედავ ჩემს სხეულს, გვერდიდან და იმასაც თუ როგორ მუშაობენ ექიმები, ისეთი გრძნობა იყო თითქოს გავვორმაგდი, გაუგებარი იყო ჩემთვის, ეს უკვე ჩემზე არ იყო დამოკიდებული.მოკლედ მე გავფრინდი მაღლა სიჩქარით, მე ვხედავ რომ ჩემს წინ არის თეთრი ბურუსი, თეთრი ღრუბელი, ვფიქრობ ჩემთვის რა მემართება?ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი მივფრინავდი, ერთი მომენტი მარტო დავეშვი მიწაზე და ვხედავ რომ სულ სხვა ადგილია, საინტერესოა სადა ვარ?რა ადგილია, მარტო ვარ, გარშემო არავინაა, რატომ ვარ სრულიად მარტო?უცნობი ადგილია და უცნობი მიწაა, გაუგებარია ჩემთვის და რაღაც ძალა ჩემთანაა ყოველთვის მარჯვენა მხრიდან და ის მეუბნება რომ, წინ უნდა წავიდე, მეც მივდივარ, ძალიან ოღრო-ჩოღრო გზა იყო, მე არ ვიცოდი როგორ მევლო იქ, ვერ დავდიოდი, ვეცემოდი-ვდგებოდი, ისევ მივდიოდი წინ, როცა გავიარე გზა ბოლომდე მივედი ადგილთან სადაც გვირაბში უნდა შევსულიყავი და მეჩვენება რომ ამ გვირაბით უნდა გავიარო, ისე შემეშინდა რომ ვიფიქრე აქ როგორ უნდა გავიარო, როგორ!, რანაირად, სრულიად მარტო, როგორ გავიარო, არავინაა და ეს ძალა მეუბნება:ნუ გეშინია აქ უნდა გაიარო.რა უნდა მექნა წავედი, მივდივარ და მეშინია, შიშის მიუხედავად მაინც ვაგრძელებდი გზას, როცა ბოლომდე მივედი გვირაბის ბოლოს არც სინათლე, არც არაფერი, სიბნელეა.მადლობა ღმერთს გავიარე.როცა მივუახლოვდი გვირაბის დასასრულს, იქ მომეჩვენა მკვეთრი სინათლე, ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე ალბათ ვიღაც იქნება აქ, ალბათ ღამე იყო და უკვე გათენდა, დღეა.როცა გამოვედი იქედან, იქ ისე ანათებდა რომ, თვალები დამიბრმავდა, თვალები მოვხუჭე და ხმა მესმის მარცხენა მხრიდან, ქალის ხმაა, ქალი მეუბნება:ლუბა გამარჯობა, გავიხედე და ჩემს წინ დგას მაღალი, ზრდასრული ქალი, ძალიან გამიხარდა თითქოს ვიღაცამ გამოაგზავანა, მეუბნება:შენთან გამომგზავნეს, ისე მოხდა როგორც მე ვიფიქრე, ის ჩემსკენ მოდის მე მისკენ, ხელი გამიყარა ხელში და წავედით, ვეკითხები სად მივდივართ?მეუბნება:იქით უნდა წავიდე, სადაც უნდა წახვიდე, მე გამოგყვები.მივდივართ ისეთივე ოღრო-ჩოღრო გზაზე, ვეცემი და ის მიმათრევს, რა მომდის, რა მემართება, სად მივდივარ, გაუგებარი იყო ჩემთვის, მოკლედ მას მივყავარ.ერთი წუთით ვხედავ რომ მივდივართ ამ მძიმე გზაზე, ვხედავ მარჯვენა მხრიდან გამოჩნდა ხალხი, მრავალრიცხოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი, გზატკეცილი გზა გამოჩნდა, ძალიან გამიხარდა როდესაც ხალხი დავინახე, ძალა მომეცა, უკვე აღარ მეშინოდა, რისი უნდა შემშინებოდა როდესაც ისინიც მიდიოდნენ გზატკეცილზე(მოასვალტებულ გზაზე).ვეუბნები ჩემს თამაგზავრს:რატომ ვწვალობთ აქ?ოღრო-ჩოღრო და დამტვრეულ გზაზე, ვეცემი, ვწვალობთ, აღარ შემიძლია, ცუდად ვარ.იმდენი ავადმყოფობა მქონდა გადატანილი რომ უკვე აღარ შემეძლო სიარული, მან კი მომქაჩა და მითხრა:იქ არ შეიძლება შენთვის, იმ გზით არ უნდა ვიაროთ, ესენიც იქ მიდიან მაგრამ, უცნობია-გაურკვეველია როდის მივლენ, ამათ დიდიხანი უნდა იარონ, შენ კიდევ ეხლავე!როცა მათ შევხედე, ვიფიქრე რატომ?რატომ მიდიან ისინი განუწყვეტლივ, შემოვბრუნდი და რომ შევხედე, მართლა შენელებული ნაბიჯებით მიდიოდნენ, ძალიან ნელი ნაბიჯებით, ღმერთმა იცის როდის მივიდოდნენ, ჩვენც წავედით ცოტა ხნის მერე.რაც ეს ამბავი მოხდა იმის მერე 2 წელი გავიდა და არაერთი ადამიანი რომელსაც ვიცნობდი უკვე იმ ქვეყნად არის, როგორც ჩანს, როგორც ამიხსნა ჩემმა თანამგზავრმა, ხალხი ყველა იქით მიდის, უკვდავი ცხოვრება არ არის, მაგრამ ყველას თავისი დრო და საათი აქვს, ამას ვერავინ გაექცევა.ამგვარად გავიარეთ, მივდივართ, მივდივართ, ვწვალობთ, მივედით ადგილამდე სადაც უნდა გადავსულიყავით ხიდზე(ხიდზე მითხრა რომ აქ უნდა გადავსულიყავით)როცა შევხედე ხიდს, ძალიან შემეშინდა იმიტომ რომ ვიწრო იყო, დაბლა კი ისეთი სიღრმე და სიბნელე იყო ვფიქრობდი იქ თუ ჩავვარდი ვინმე მიპოვნის?ვერავინ.მითხრა:ნუ გეშნინია.სანამ ესე ვფიქრობდი მან უკვე გადამიყვანა ამ ხიდზე, ჩვენ უკვე მეორე მხარეს ვიყავით, ყველაზე ძლიერ მაშინ გამიკვირდა, ყველა ჩემი ავადმყოფობა, შიშები რაც ადამიანს აქვს, ყველაფერი დარჩა იქეთა მხარეს.იქეთ არაფერი არ გადამიტანია, არავითარი შიში და ავადმყოფობა, მე გავხდი მსუბუქი, ყველაფერი გამშორდა, ისე კარგად ვიყავი რომ უკვე აღარ მახსოვდა, ადრე რაც მჭირდა, ეს მდგომარეობა ძალიან მაკვირვებდა.ეს როგორ?რა დამემართა, რა კარგად ვარ, რა თავისუფლად, როცა შევხედე იმ ადგილს, სადაც ჩვენ გადავედით მაშინ იყო ძალიან საკვირველი რამ, იქ იყო მწვანე ბალახი, ყველაფერი მწვანე იყო, უსასრულო იყო, ბოლო არ ჩანდა, ძალიან ლამაზი ყვავილები იყო და ძალიან კარგი სურნელი ჰქონდა, მაშინ არ მესმოდა.რა არომატი არის?...ისეთი სასიამოვნოა, დედამიწაზე ასეთი სუნი და საერთოდ ასეთი ბალახი არც მინახავს, თვალები გამექცა აქეთ-იქეთ, დავიკარგე, რა მემართებოდა, დავინახე ციცქნა ჩიტები, მესმოდა მათი ჭიკჭიკი, ხტუნავდნენ, ისეთი ბუნებაა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ არ ნახავ ვერ გადმოსცემ.ყველაფერი მინდა ვნახო. ჩემი თანამგზავრი მეუბნება:უნდა წავიდეთ.მივყავარ ვიწრო ბილიკზე, ისეთი ვიწრო იყო როგორიც ხიდი.მეშინოდა რომ ამ ბალახზე თუ დავაბიჯებ ვიღაც მეჩხუბება, თან მენანებოდა ფეხის დაბიჯება, ისეთი სილამაზე იყო.მივდივარ ისევ მასთან ერთად და ვეკითხები:ეს რა ქვეყანაა, რა სილამაზეა, სადაც მე ვცხოვრობ(დედამიწაზე)ამისთანა არ მინახავს არაფერი, ღმეთო ჩემო სადა ვარ?.ის მეუბნება:როცა მიგიყვან სადაც მიმყევხარ, იქ გაიგებ სად ხარ, ეხლა კი უნდა ვიაროთ.



0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0