x
ქართული დიასპორები და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის თებერვალში, პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით, აპარატში დასაქმებულია 20 ადამიანი. მისი ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან მუდმივი ურთიერთობა და განუწყვეტელი კავშირი.

დიასპორები ძირითადად იყოფა ორ მიმართულებად:

ისტორიული დიასპორა - ადამიანები, რომლებიც ისტორიული რეალობის მიზეზით გახდნენ იძულებულნი დაეტოვებინათ სამშობლო (ფერეიდნელი, ინგილო ქართველები);

ადამიანები, რომლებმაც 1990-იან წლებში დატოვეს ქვეყანა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში თავის საქმიანობას ახორციელებს ძირითადად ორი მიმართლებით:


1. ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სხვა ქვეყანაში, არ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას ან მათი სამშობლოში დაბრუნება ხანგრძლივ პერსპექტივას წარმოადგენს;


2. ადამიანებს, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება.


პირველ მიმართულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ეს გამოიხატება შემდეგ საკითხებში:

საკვირაო სკოლები - დაახლოებით 60-მდე ქართული საკვირაო სლკოლაა მსოფლიოს მასშტაბით, სკოლები დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა 1 წელია, რაც განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა პროგრამა, ადრე თითოეული სკოლა ასწავლიდა თავისი სურვილის შესაბამისად, თვითონ ირჩევდა სახელმძღვანელოებსა და ავტორებს, ხოლო მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო ჩაერთო პროექტში, შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამა ქართული საკვირაო სკოლებისთვის. აღნიშნული პროგრამის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლეები იმავე პროგრამით სწავლობენ, რომლითაც საქართველოში მყოფი ბავშვები და სკასებშიც შესაბამისობაა.

აღსანიშნავია, რომ 27 მაისს, დიასპორის დღეს, იგეგმება საკვირაო სკოლების პედაგოგთა ჩამოყვანა საქართველოში და 3-დღიანი სემინარის გამართვა, ეს იქნება, როგორც მათი პროფესიული გადამზადება, ასევე არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრა განათლების სამინისტროს დახმარებით.

დიასპორული ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილია აპარატის მიერ დიასპორული ორგანიზაციები, რომლებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობენ, ეხმარებიან მათ ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზებაში.





ავტორი: ნინო შეშაბერიძე

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0