x
დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემები და საქალაქო მუნიციპალიტეტები სომხეთში
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სომხეთში 11 ოლქია (მარზი). ათი მარზი და დედაქალაქი - ერევანი, რომელსაც აქვს ასევე მარზის სტატუსი. აღნიშნული ოლქებია: ერევანი, არაგაცოტნი, არარატი, არმავირი, გეღარკუნინი, ვაიოც-ძორი, კოტაიკი, ლორი, სინიკი, თავუში, შირაკი. თითოეულს აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი.

მარზები თავის მხრივ იყოფა სოფლისა და ქალაქის თვითმმართველ საზოგადოებებად. ამჯამად სომხეთის იურისდიქციაში რეგიონულ დონეზე 930 თვითმმართველი თემია, რომელთაგან 871 არის სოფლის, ხოლო 59 ქალაქის.

რეგიონულ ხელისუფლებას არ აქვს თვითმმართველი გადაწყვეტილებების უფლება, იგი ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას. რეგიონული საბჭოები შედგება მერებისა და თემების ლიდერებისაგან, რომლებიც ემორჩილებიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნულ გუბერნატორებს რეგიონში.

მართვის სტრუქტურა, როგორც აღვნიშნე მოიცავს თემების საბჭოს და თემის ლიდერებს, რომლებსაც ირჩევს ადგილობრივი მოსახლეობა სამი წლის ვადით, ხოლო გუბერნატორებს, სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ნიშნავს და ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტის კომპეტენციაშია აგრეთვე მათი თანამდებობიდან მოხსნის საკითხიც.


სომხეთის კანონმდებლობით მიღებული დადგენილებით გუბერნატორები ახორციელებენ მთავრობის დავალებებს რეგიონში, კანონით გათვალიწინებული რეგიონული პოლიტიკის საზღვრებში, რაც გულისხმობს გუბერნატორის უფლებამოსილებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, ურბანული დაგეგმარება, საბინაო-კომუნალური, სატრანსპორტო და გზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და მიწის გამოყენება, განათლება, ჯანდაცვა, სოც. უზრუნველყოფა, კულტურა და სპორტი, ბუნება და გარემო, ვაჭრობა და კვება. ამ ყველაფერს გუბერნატორები რეგიონული ადმინისტრაციების და საქალაქო მუნიციპალიტეტების დახმარებით ახორციელებენ.

ერთი შეხედვით, სომხეთის ცენტრალური ხელისუფლების აღნიშნულ მონაცემებს თუ დავეყრდნობით შეიდზლება ვთქვათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს საკმაოდ დიდი მოვალეობები აკისრიათ, მაგრამ მეორეს მხრივ სხვა მონაცემებს გვაწვდის გაეროს განვითარების პროგრამა.

გაეროს განვითარების პროგრამაში აღნიშნულია, რომ დეცენტრალიზაციის პრობლება სომხეთში მწვავედ დგას. მაღალი ცენტრალიზებული სტრუქტურა სომხეთს მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა კავშირისგან. არსებობს ორი ძირითადი დაბრკოლება, რაც ანელებს დეცენტრალიზაციის პროცესს სომხეთში. პირველი - თემების დაქუცმაცებულობა. სულ 196 თემია, თითოეულში მოსახლეობა 300 კაცზე ნაკლები არ არის. აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობების გადიდება და თემების რაოდენობის შემცირება მათი გაერთიანების საფუძველზე. მეორე მთავერი დაბრკოლება ადგილობრივი თვითმმართველობების არასაკმარისი სიძლიერე და მართვის არაეფექტურობაა. ამჯამად ადგილობრივ თვითმმართველობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ მცირე მომსახურებაზე და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა განათლება ან ჯანდაცვა კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, თუმცა ყველა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებებს ენიჭებათ უფლება მიიღონ იურიდიული პირის სტატუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ოფიციალური დოკუმენტი დეცენტრალიზაციის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების სექტორში აშკარაა მისკენ სწრაფვა. პრიორიტეტი ცენტრალური მთავრობის გავლენის შემცირებაა ფრაგმეტაციის დონეზე თვითმმართველობის მეშვეობით.



ნინო შეშაბერიძე

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0