x
დიდი ქალაქების ზეგავლენა ელექტორალურ ქცევაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში
საქართველოში 2012 წლის საპარლამნტო არჩევნები იყო პირველი პრეცენდენტი ხელისუფლების არჩევნების გზით ფორმირებისა. ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა მმართველი გუნდის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით შეცვლა. აღნიშნული მოვლენა იყო რეზულტატი არსებული რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობისა, როგორც მთლიანი ქვეყნის ასევე მისი ცალკეული რეგიონების მასშტაბით. მოსახეობის ელექტორალური ქცევის გეოგრაფიული ასპექტების შესწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპარლამენტო არჩევნების შედეგების სრულფასოვან ანალიზს და შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბებას.

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ დიდი ქალაქების გავლენის თავისებურებებზე მიმდებარე ტერიტორიებთან მიმართებით ელექტორალური ქცევების თვალსაზრისით.

ქალაქი თბილისი, როგორც აგლომერაცია დიდ გავლენას ახდენს ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი.

შიდა ქართლში კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, ცესკო მონაცემებით, სოფლად გაიმარჯვა კოალიცია - "ქართულმა ოცნებამ". ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ გორის სასოფლო დასახლებებში მოიპოვა უპირატესობა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლებში დამარცხდა აგრეთვე ისეთ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა საგარეჯო - კახეთის რეგიონში, რომელიც საკმაოდ ახლოს არის თბილისთან.

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების სასოფლო დასახლებები საერთო გამოთვლით ასევე წააგო ენმ-მ, ხოლო რაც შეეხება ქვემო ქართლს დმანისი და ბოლნისი სოფლად მოიგო კოალიცია - "ქართულმა ოცნებამ", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ზეგალენას ახლომდებარე ქალაქების მიმართ.

საინტერესოა განვიხილოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში ამომრჩეველთა ქცევის თავისებურებები.

მნიშვნელოვანია ქალაქების: რუსთავის, ბათუმისა და ფოთის ზეგავლენა მიმდებარე ტერიტორიებთან მიმართებით.

რუსთავი თბილისის აგლომერაციათ მოიაზრება და ელექტორატის ოპოზიციური განწყობა აქ მოსალოდნელი იყო. ამას შეიძლება დავამატოთ ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც რუსთავს გააჩნია. აღნიშნულ ქალაქში კოალიცია - "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმების 56.3%, ხოლო ერთიანმა ნაცინალურმა მოძრაობამ მხოლოდ 38.4%.

ბათუმის მიმდებარე ტერიტორიები ასევე ქალაქის გავლენის ქვეშ მოექცა და გაიმარჯვა კოალიცია - "ქარტულმა ოცნებამ". ეს ტერიტორიებია: ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტები ხელვაჩაურთან ერთად.

ფოთი, როგორც ქალაქი უნიკალური ურბანული ტერიტორიაა იმ თვალსაზრისით, რომ ფოთის ელექტორატის ქცევა არ ემთხვევა იმ რეგიონის (სამეგრელო) ამომრჩეველთა ქცევას, რომლის ნაწილიც ის გახლავთ. 2012 წლის არჩევნებში სამეგრელო იყო ის რეგიონი, სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ ქალაქ ფოთში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა კოალიცია - "ქართულმა ოცნებამ".




ავტორი: ნინო შეშაბერიძე



0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0