x
image
beko777
დებს შორის სიძემ შავ კატად გაირბინა

image- პატარაობაში ხშირად ვეკამათებოდი ჩემს უფროს დას. ხშირად საქმე მუშტებამდეც მიდიოდა. მაგრამ როცა მოვიზარდეთ, საოცრად დავმეგობრდით. თანდათან მის წრესაც დავუახლოვდი. მომწონდა უფროსებთან მითუმეტეს ბიჭებთან ურთიერთობა. მაგრამ თანდათან შევნიშნე, რომ რომელ ბიჭებსაც ჩემი დაიკო უარყოფდა, ჩემსკენ მოიწევდნენ. მოკლედ, ირმას „ნარჩენებით იკვებებოდნენ”, სანამ ზურა გამოჩნდებოდა. იგი სულერთავად დასდევდა ჩემს დას, საბოლოოდ მისი გულიც მოიგო და საქმროს სახელი დაერქვა. ბინის მოწყობაზე წინასწარ ზრუნავდნენ, ქალაქის მეორე ბოლოში იყვნენ. ხოლმე და ზოგჯერ მეც შევუვლიდი ხოლმე. შევნიშნე, რომ ზურა როცა მიყურებდა რაღაც ნერვიულად სუნთქავდა. ერთხელ კი დათვრა, თქვა რა კარგი და ჰყავს ჩემს ირმასო, მერე გულში ჩამიკრა, მაკოცა, კიდევ, მაგრამ ზედმეტობების უფლება არ მიმიცია, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც მომწონდა როგორც მამაკაცი.


imageქორწილის დღეც დაინიშნა. ძალიან მიხაროდა დის ბედნიერება. მაგრამ ქორწილის მეორე დღეს ხელმეორედ გამომთვრალი ზურა ჩემს ოთახში შემოვიდა. ჯერ მისი და ირმას გაცნობა გაიხსენა, მერე კი სასხვათაშორისოდ მითხრა: „შენ რომ იმ დღეს იქ ყოფილიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ვკითხე, რა ჰქონდა მედველობაში. „იცი, როცა ირმამ თქვენთან თავის შეყვარებულად ამომიყვანა, დაგინახე და გავშტერდი. აქამდე სად იყავი? შენ გეკუთვნის ჩემი გული! ირმას კი ვერ მივატოვებ. მშობლები ვერ გამიგებენ, რომ უმცროსი მიყვარს და რატომღაც უფროსის ცოლად მოყვანა მოვინდომე. მაპატიე, ჩემო ძვირფასო, ვერ შევძლებ ამდენი ადამიანის ცხოვრების დანგრევას...” ზურას თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მეც ავტირდი, მაგრამ დისთვის არაფერი მითქვამს, ვერ ჩავაშხამებდი ყველაფერს. დაე ბედნიერი იყოს, იგი ამას იმსახურებს.

ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა. ახლა ისინი შვილს ელოდებიან, მითხრეს, რომ შეიძლება მე მოვნათლო. კიდევ იტყვიან, რომ ნაბოლარებს ერგებათ ცხოვრების ნაღებიო. სულ ტყუილია ყველაფერი, ახლა ეს ზუსტად ვიცი. - რ.ნ. 17 წლის


imageრედაქციისაგან: - ფსიქოლოგიაში ცნობილია, ე.წ. უმცროსი დის კომპლექსი, როცა მას უფროსის ზეგავლენით უყალიბდება გემოვნება და მისივე შეხედულებით აღიქვამს გარშემო სამყაროს. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ეს ყველაფერი გეჩვენებათ, სიძის ცრემლები კი ნიანგისას გვაგონებს, რადგან შესაძლოა მას უბრალო ავხორცობა ამოძრავებს და სენტიმენტალურობით ცდილობს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას. მითუმეტეს, რომ მან იცის: ახლა ისეთ ასაკში იმყოფებით, როცა ადვილად სწამთ ადამიანების და სიყვარულის გრძნობით მოწყურებულნი ადვილად ექცევიან მათი ზეგავლენის ქვეშ.
imageგულწრფელიც რომ იყოს თქვენი სიძე, გირჩევთ მაინც თავიდან ამოიგდოთ მსგავსი აზრები და ჩვეულებრივ ნათესაურ კალაპოტში გადაიყვანოთ, რადგან თქვენი მხრიდან უმცირესი წაკეკლუცება შეიძლება მისთვის სამოქმედო სიგნალად იქცეს: ზურა ახლა მიიჩნევს, რომ რაკი გული გადაგიხსნათ, თავი დაიზღვია და თქვენგან არის საჭირო თუნდაც უმცირესი ნაბიჯის გადადგმა. ეს ცდუნებაა! ფრიად საშიში და მრავალი უსიამოვნების მომტანი ავანტიურაა! კარგად აწონ-დაწონეთ, რა უფრო ძვირფასია თქვენთვის: ოჯახის წევრების მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, თუ წუთიერი სიამოვნება.

0
357
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0