x
image
ინტერ-გოგონა
ერთხელ ყველას უყვარდება 7
imageგეგამ მანქანა სკვერთან გააჩერა და მეც გადმოვედი ნელი ნაბიჯით გაუყევი გზას ფეხები მეკვეთებოდა წარსულთან შესახვედრად მივდიოდი და აწყმოს ვტოვებდი ბურუსში..იქნებ ვკარგავ მომავალს?

წვიმა იმატებდა და იმატებდა...ვეღარ ვხვდებოდი ცა რას განიცდიდა...

ნაბიჯს აუჩქარე და აი ისიც გამოჩნდა იდგა წვიმაში სრულიად დაუცველი და მე მელოდა...

-ლევან...


-ლენა...

ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და არცერთი არ ვინძრეოდით...

-ლენიკო არ ჩამეხუტები?

-აღარ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა...

ადგილიდან მოვწყდი და ლევანს ჩავეხუტე..კარგახანს ვიდექი ასე ჩახუტებულები...

მერე ფიქრებიდან გამოვერკვიე ცივად მოვშორდი...სკამზე ჩამოვჯექი ..

-მომენატრე ლენ...

-მეც...

-შენ ისევ ისეთი ხარ არ შეცვლილხარ...

-არა შევიცვალე, შენც შეიცვალე...ყველაფერი შეიცვალა...ძველებურად აღარაფერი იქნება...

-შენ თუ მოინდომებ იქნება ლენა...მე ისევ ის ბიჭი ვარ რომელიც ყოველ დილით პადიეზთან გელოდა სკოლაში რომ წაეყვანე...

-ლეო გაჩუმდი ექვსი წელი გავიდა..შენ შენი ცხოვრება გქონდა მე ჩემი...

-შენ იცი რომ მე შენს გარდა არავინ მყვარებია...არც მაშინ და არც ეხლა...

-მეც მიყვარდი გელოდი, მეგონა დამიბრუნდებოდი მაგრამ შევცდი...შენ მე მიმატოვე და არ გაქვს უფლება ეხლა დაბრუნდე ისე თითქოს არაფერი მომხდარა...

-ლენ დაწყნარდი გთხოვ...მე არც მქონია იმედი რომ მე დავბრუნდებოდი ისე თითქოს არაფერი და შენ კისერზე ჩამომეკიდებოდი...მე დავაშავე და საკმაოდაც დავისაჯე მაგრამ არ ვაპირებ დავნებდე...

შენს გამო ტანჯვაც მიღირს...მე ჯერ იმედი კიდევ მაქვს რომ დაგიბრუნებ...

-არც ვიცი ვერაფერს გეტყვი...

-ნურაფერს მეტყვი ყველაფერს დრო გვიჩვენებს...უბრალოდ გთხოვ ხელს ნუ მკრავ...

მერე ორივე გავჩუმდით...ვიჯექი სკამზე გაუნძრევლად წვიმამ სულ დამასველა...არ ვიცი ნერვებმა ამიტანა თუ სიცივემ...

-ლენ გცივა?

-არა

-წამოდი სახლში წაგიყვან...

-არ მინდა მარტო წავალ...

ფეხზე წამოვდექი მინდოდა წავსულიყავი მაგრამ ლევანმა შემაჩერა...გულში მაგრად ჩამიკრა...

ვიგრძენი რომ მართლაც დიდი დრო გასულიყო და ძველებურად არაფერი იქნებოდა...თავი ვერარ შევიკავე და ტირილი დავიწყე

"გთხოვ ნუ ტირი"ცრემლები მომწმინდა, მერე ორივე თვალები დამიკოცნა...

"არ მინადა შენს თვალებს ცრემლიანს ვხედავდე..."

მერე დაიხარა და ის იყო უნდა ეკოცნა რომ სახე ავარიდე...

-ვინ იცის რამდენი ცრემლი დაუღვრია ამ თვალებს შენს გამო...იმ ცრემლს ვინ მომწმინდავს და შემიმშრალებს?

-ლენ, ათასჯერ გეტყვი არ დავიღლები..დავაშავე შენთან და მაპატიე...

-წავედი...

-გაგაცილებ...

-არა გთხოვ ნუ გამომყვები მარტო ყოფნა მინდა....

ქუჩას გაუყევი ცრემლებს გზა მივეცი და ეხლა მე და წვიმა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით...მიუყვებოდი ქუჩას წვიმაში შეშლილივით და ვერაფერს ვგრძნობდი გარდა სიცარიელისა...

კარგი შევაღე და სახლში შევედი...მეგონა გეგას ეძინებოდა და იქვე იატაკზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე...

–ლენა კარგად ხარ..

-შენ რა არ გძინავს...

-ეხლა ვაპირებდი...ფილმს ვუყურებდი...ადექი სულ სველი ხარ...

ეხლავე იბანავე...

უხმოდ შევასრულე გეგას ბრძანება....წყალმა ცოტა მომაფხიზლა და გამათბო...

ერთი საათი მაინც ვიყავი წყალში არ მინდოდა გეგას ჩემი სახე ენახა...არ მინდოდა რომ ეგრძნო თუ როგორ მტკიოდა...

მისაღებში გეგა აღარ დამხვედრია...მაგიდაზე დადებული საფერფლის და სიგარეტის სუნის მიხედვით მივხვდი რომ არც გეგა იყო კარგად...

მეორე დღეც გათენდა როგორც იქნა...მე და გეგა მთელი დღე ზიზისთან ვიყავით...ზიზი ასეთი აღელვებული მე ჯერ არ მახსოვს...

-ესეც ასე ჩემო ლამაზო გოგოებო...კაბებს წავიღებთ ცხრისთვის და ყველაფერი მოგვარებული გვექნება...

-მიყვარხარ გეგა...

-დღეს ხომ შემიწირეთ შენი ქმარი ალბათ სახლში ნებივრობს ეხლა....

-გეგა ნუ წუწუნებ, სიძემ არ უნდა ნახოს კაბა ხვალამდე..

-რა სისულელეა მე თავად მივადგები კაბით და იმ დღესვე დავიწერ ჯვარს...

-რაო, რაღაც მომესმა?შენ ჯვარს დაიწერ?შეიცხადა ზიზიმ..

-შეიძლება მოხდეს სასწაული....

-მე დაველოდები მაგ სასწაულს...

-ვეჭვობ რომ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი გამოვეპასუხე ზიზის...

-ლენა მე კიდე მგონია რომ ეს დღე არც ისე შორია...

-გულით მეცოდება...

ამ საუბარში სალონთანაც მივედით..

გეგა მანქანაში დავტოვეთ და ჩვენ გადავედით...

-ჯერ დრო გვაქვს..მომიყევი გუშინ რა მოხდა..

დღეს ლევანმა დამირეკა ძალიან ცუდ ხასსიათზე იყო..

-ხო გუშინ ვნახე, მეთქი ძველებურადა არაფერი იქნებათქო, გასულ წლებს ვერ დავაბრუნებთქო..ვიცი დავაშავე და დავისაჯე კიდეცო...არც ეხლა დავყრი ფარხმალსო...

-შენ რას ფიქრობ...

-ძალიან დიდ სიცარიელეს ვგრძნობ“ყველა ტკივილმა ერთად იფეთქა..

ყველაფერს ერთად ვგრძნობ მაგრამ რაც ყველაზე მთავარია სიყვარულს ვეღარ ვგრძნობ...

-დღეს აღარ დაურეკია?

-არა, არც მინდა რომ ვნახო...

-კარგად იქნები?

-გაუძლებ...მიტოვებას გაუძელი და დაბრუნებასაც ავიტან...შენ არაფერზე არ იდარდო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი უნდა იყო ხვალ...

-მინდა რომ ხვალ ჩემს გვერდით შენ ბრწყინავდე..

-აუცილებლად..

-ქალბატონებო თქვენი კაბები უკვე მზაად არის შეგიძლიათ უკვე წაღება...

კაბები ავიღეთ და სალონიდან გამოვედით..

ზიზი დღეს ჩვენთან დარჩა გვიან გოგოებს დავხვდით... ყველა ერთად შევიკრიბეთ გეგამ ვეღარ გაგვიძლო და ზურასთან გაიქცა...

-ლენ ბარემ ლევანი ჩამოვიდა ჩვენც აქ ვართ ხომ არაფერს იფიქრებდით...

-გაჩუმდი სოფო ნუ ჩერჩეტობ...

-ლენა წამო რა აფთიაქში გავიდეთ მივხვდი რომ თათას ჩემთან საუბარი უნდოდა

-რას ფიქრობ ლევანის ჩამოსვლაზე..

-არ ვიცი თათ სიცარიელეს ვგრძნობ ყველაფერი მტკივა...როცა ჩამეხუტა ვერაფერი ვიგრძენი ძველებურად აღარაფერი იქნება..

-გეგა..

-გეგა პატივს ჩემს ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში მიდგას.არ მაყვედურობს პირიქით მამხნევებს გვერდით მიდგას...

-გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღო...ორივე ერთად არ დაკარგო გეგაც დაიღლება ლოდინით...

-ვიცი.მაგრამ არც ის მინდა რომ ვიჩქარო და მცდარი გადაწყვეტილება მიივიღო...

-დრო ყველაფერს გვიჩვენებს..შვებულება ავიღე..ორი კვირა ვრჩები აქეთ..

-მართლა?

-ჩემს საუკეთესო დაქალს ასე არეულს მარტო დავტოვებდი?

-მიყვარხარ...

-მეც ..წამო ეხლა რამე ვიყიდოთ თორემ მიგვიხვდებიან რომ საჭორაოდ წამოვედით...



ზიზიმ რვა საათზე ყველა ფეხზე წამოგვყარა......ერთმანეთს ვასწრებდით აბაზანაში..

ცხრაზე სტილისტების მოვიდნენ და ჩვენც ცოტა დავწყნარდით...

-ზიზ მეჯვარეს იცნობ?

-არა გუშინ ჩამოფრინდა კიევიდან სურათებით ვიცი კარგი ტიპია...

-ძალიანაც კარგი.თათა მეჯვარეს შენ გითმობ..

-ვნახოთ შევამოწმოთ...

გეგაც დაუბრუნდა სახლს და ყველა ოთახებში გავედით ჩასაცმელად.....მალე ზიზი აყვირდა დამეხმარეთო...

სარკეს გაუღიმე და ოთახიდან გამოვედი ზიზის დასახმარებლად...

ამ დროს გეგაც გამოვიდა ოთახიდან... ორივენი გავჩერდით და ერთმანეთს ვუყურებდით..

-ესე რატომ მიყურებ..

-ლამაზი ხარ და ვტკბები...

-რატო იცინი?

-ბედნიერი ვარ და ვიცინი...

-ნუ მიყურებ..

-ვინ დამიშლის...

-მე გიშლი...

-კარგი აღარ შემოგხედავ...

-გაუმართლა..

-ვის?

საუბარი კარების ხმამ შეგვაწყვეტია ოთახში ანი და ზურა შემოვიდნენ...

-გეგა რა სიმპატიური ხარ ჩემო ბიჭო...ჩაეხუტა ანი...ლენ შენ რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის...ულამაზესი ხარ..

-მადლობთ ანი ძვირფასო შენც უსაყვარლესი ხარ...

გავიქეცი ზიზის დავეხმარო სანამ სანამ კიდევ აკივლდა.....

ყველანი მზად ვიყავით და სიძეს ველოდით...დათოც დათქმულ დროს მოვიდა..მეჯვარეც სიმპატიური ბიჭიც აღმოჩნდა..

ეკლესიაში როგორც კი შევედით პირველი ვინც დავინახე ლევანი იყო..

თავდახრილი იდგა ხელში სანთელი ეჭირა ...ჩვენი შესვლა თითქოს არ გაუგიაო არც მოუხედავს უკან..

ჯვრისწერა დამთავრდა და ყველანი ეზოში გამოვედით ლევანი მხოლოდ მაშინ მოვიდა ჩვენთან...

ჯერ ზიზის გადაეხვია მერე კი დათოს მიულოცა...მაკოცა და მიჩურჩულა ჩემი ლამაზი ხარო...

ყველა დაიშალა სურათებს იღებდნენ მე და ლევანი კი ისევ მარტო დავრჩით...თათამ რომელიც ჩემგან მოშორებით გეგასთან ერთად იდგა თითქოს ჩემი გასაჭირი იგრძნო..ლენ ერთი წუთი მოდი შორიდან მომაძახა.ლევანს მოუბოდიშე და თათასკენ და გეგასკენ წავედი...

-რა თათა?

-მოდი სურათი გადავიღოთ...აპარატი გეგას მიაჩეჩა...მე ხომ დამინახავ?

-ვეცდები...

მოდი ეხლა თქვენ გადაგიღებთ სურათს..

-კარგი დაეთანხმა გეგა..მე მოვიდე თუ შენ მოხვალ?

-ოჰ, გეწვიო კიდეც...

ნუ ჩხუბობთ თათამ ორივეს ხელი მოგვკიდა და ერთმანეთს ჩაგვახუტა...

-ესეც დღის ფოტო რა..მაგარი ფოტოგრაფი ვარ..


-ესეც ჩვენი პირველი ფოტო...

-დიდი ვერაფერი..დავიწუნე მე...

-ვითომ? მოვა დრო და ეს ფოტო ყველაზე მეტად გეყვარება...

-მე ჯობია დაგტოვოთ...და ჩუმად გავიპარო.თათა გოგოებს შეუერთდა..

-მეც წავედი ჩემს ადგილს დაუბრუნდები...

დღემ ზღაპრულად ჩაიარა...

გეგას ლევანის არსებობა აღიზიანებდა..ლევანს გეგასი...მე კი ვერცერთს ვერ ვთმობდი...

მიყვარდა ჩემი წარსული და იმედი მქონდა ჩემი მომავლის..
თავში ცნობილმა ფრაზამ გამიელვა"არ ღირს ტირილი იმიტომ რომ დამთავრდა..გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო"

უკვე ყველაფერი აირია ყველა სვადა ცეკვავდა და როგორც უნდოდათ ერთობოდნენ..

-რათ დადარდიანდი?გვერდით მომიჯდა გეგა...

-დავიღალე..

- ადექი წამოდი

-სად ..

-სადღაც უნდა წაგიყვანო..ნუ გეშინია არ მოგიტაცებ ეგ ჩემი სტილი არაა...

-ზიზი მომკლავს...

-ზიზი და დათო ათ წუთში გავლენ უკვე...მაგათი რეისი დილით 8 საათზეა..

-თათა რჩება.. სასტუმროში მარტო ხომ არ წავა...

-ზურა მიხედავს...

ამ დროს ლევანი და თათაც შემოგვიერთდა....

ლევანი და გეგა ერთმანეთს გააცნო...

-ლენ მე წავედი დასამშვიდობებლად მოვედი...

დღეს ულამაზესი იყავი...

-გაგაცილებ...

-არა იყავი თათამ მითხრა ვრჩებიო, ხვალ დაისვენეთ და ზეგ სადმე გავიაროთ..

-კარგი...მეტი არაფერი უთქვამს შემობრუნდა და წავიდა...

-აბა ლენა მივდივართ?

-თათაა..

-მე გიშვებ ...დამასწო თათამ..

-თათა ზურა სახლში მიგიყვანს ჩემთან და ჩვენც მალე მოვალთ..სასტუმრო და სისულელები დაივიწყე...

-რას ამბობ..

-გაჩუმდი ბევრს ნუ ლაპარაკობ ეხლა...

-კარგი...ძალიან გამახარე ლენასთან ახლოს ვიქნები..შენი მერიდებოდა...


ახალდაქორწინებულები გავაცილეთ...

-

აბა სად მივდივართ გეგა?

-რომ მივალთ გაიგებ...მეც გავჩუმდი

- სად მოვედით?ეკლესიაში?

-ხო..

-რატომ?

-მინდოდა სწორედ აქ მეთქვა სათქმელი..

-ავიდეთ?

-ამ ფეხსაცმელებით? შანსი არ მაქვს...

-მაშინ მე აგიყვან.ხელში ამიტაცა გეგამ

-კარგი...შეგვიშვებენ?

-არა..მაგრამ ეგ არაფერია...

ტაძრის კარებთან გეგამ ძირს დამსვა...

-გეგა გისმენ...

-ლენ არ მინდოდა ჯერ ამის თქმა მაგრამ მეტი აღარ შემიძლია..ცხოვრებაში პირველად მინდა ვთქვა ეს სიტყვები..

-ნუ სულელობ რახდება..

-ლენ შემიყვარდი..

მართლა შემიყვარდი...სწორედ აქ ღმერთის წინაშე მინდა გითხრა რომ არ მაინტერესებს შენი წარსული მე შენ შემიყვარდი ვივიწყებ შენს ურთიერთობას ლევანთან..მიყვარხარ ისეთი როგორიც ეხლა ხარ და მინდა რომ შენც იგივე გრძნობით მიპასუხო...

-გაჩუმდი გთხოვ...

-ნუ მაჩუმებ ვგრძნობ არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ...არ მითხრა არაფერს ვგრძნობო...

-გაგივლის..

-დამცინი?

-მაპატიე..

გეგას ყელზე მაგრად მოვეხვიე და ასე ჩახუტებული ვიყავით კარგახანს...ვიგრძენი რომ ძველ ცხოვრებას წერტილი დაუსვი...აღარც ახალი ცხოვრება მაშინებდა...

-ყველაფერი კარგად იქნება...

-ვიცი..წავიდეთ გეგა ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშველა წამოვედი...

-გეგა ..

-ხო ლენ...

-ესე იგი ივიწყებ ჩემს ურთიერთობას ლევანთან და გინდა ერთად ვიყოთ?

-ვივიწყებ...

-მერე შენს პრინციპებს რომ ღალატობ...შენ რომ არ ხარ ჩემთვის პირველი ...

-შენთვის დათმობა ღირს ვეცდები უკანასკნელი ვიყო..

-შენ რა მართლა დაიჯერე რომ მე და ლევანი ერთად ვიწექით?

-ამ თემაზე ნუ ვისაუბრებთ...

-სულელი მოგატყუე...შენი რეაქცია მაინტერესებდა....

-ხოდა მაგისთვის დაისჯები..

-როგორ? ...

-როგორ და მოვიფიქრებ გეგამ თავისკენ მიმიზიდა..

-კოცნა არ გაბედო..

-კარგი არ გაკოცებ...ჩაგეხუტები

-ჩამეხუტე თუ დამეწევი...

ზურა და ანი ისევ ჩვენთან იყვნენ...თათა მარტო არ დაეტოვებინათ

-რა ბედნიერად გამოიყურებით?რახდება?

-ცნობისმოყვარეობა არა კაი თათა...

-რავქნა გეგა ასეთად გავჩნდი...

-არ შეიცვალო ასეტი ძალიან მიყვარხარ ჩავეხუტე თათას...

ახლა კი წადი და ყავა დამალევინე..

-აფირისტი ხარ...

-მეც თათა...

-მალადეც გეგა ესა თქვენი მასპინძლობა?


გაგრძელება იქნება...



















1
184
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
184
  
2014, 3 ოქტომბერი, 10:56
იმედია სჰეგვისრულებ დანაპირებს...:)
0 1 1