x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია 5
imageდილით როცა ტელეფონი ჩავრთე და ნიკას მესიჯი დამხვდა ლამის შევკივლე სიხარულით მაგრამ ეიფორიამ მალე გამიარა..არ უპასუხებ..ცოტა გაწვალდეს არაუშავს...მთელი დღე ვაიგნორებდი მის ზარებს და გზავნილებს..მთელი დღე ჩემებთან გავატარე ვცდილობდი დროს სრულიად გამომეყენებია რათა არ მეფიქრა ნიკაზე..მხოლოდ ეხლა აღმოვაჩინე რომ დათოს და მის ტურფას დაძაბოდათ ურთირთობა ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ...როგორც იქნა დაღამდა მარტო დარჩენილს დიდხანს მებრძოდა საკუთარი მე, მაგრამ მაინც ვაჯობე და ისე გავთიშე ტელეფონი რომ ნიკას მესიჯზე არ მიპასუხია...ხოლო როცა დილით ისევ დამხვდა ნიკას მესიჯი უკვე ამან გაამათამამა და გავაგრძელო მისი დაიგნორება...ქეთიმ შემომიარა და სასაუზმოდ გავედით თან ცოტაც გავისეირნეთ..ნიკა კი დაიკარგა მე კი ნერვიულობა დავიწყე, მოვიწყინე რაც დათოს არ გამოპარვია..ყველაფერი გააკეთა რომ მარტო დავეგულებიე..

-თეკლა იქნებ ჩემთვისაც მოიცალო?

-გისმენ დათო მცალია მაინც ყავის დალევას ვაპირებდი..ისე ისედაც შენს გვერდით არ ვარ..

-ხო, გხედავ რომ ჩემს გვერდით გხედავ და მიკვირს..


-რატომ?

-ნუ იოცებ, ვინ არის?

-ვინ?რა შენი საქმეა?

-შენზე ვნერვიულობ..

-მართლა? ეხლა ნერვიულობ?

და სამი წელი სად იყავი შენს გამო რომ ვიტანჯებოდი?

-მე არასდროს მდომია შენი ტანჯვა..უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი შენს მიმართ..

-რა?

-რა მიშვნელობა აქვს რამის თქმას შენ ხომ უკვე იპოვე ჩემი შემცლელი.მე კი იდიოტს მეგონა რომ ჩემს გამო იტანჯებოდი..

ეს უკვე ზედმეტი იყო.ყავის ჭიქა ლამის ლამის ხელიდან გამივარდა ზედაზე გადავისხი და სწორედ ამან უშველა დათოს...

-იცი რა დათო..ჩემს თავს ვერ ვიტან იმიტომ რომ შენ მიყვარდი...კიბეები ავირბინე სანამ კარებს გავაღებდი დათოც დამეწია..

- თეკლა მე არ დამიმთავრებია საუბარი..

-არ ღირს უფრო მეტ სისულელეს იტყვი..

-თეკლა, მაპატიე ვიეჭვიანე გაბრაზებულმა სისულელეები ვთქვი..

ვიცი სულელი ვარ, ბედნიერებას სხვაგან ვეძებდი, ეხლა როცა ვხვდები რომ გკარგავ მივხვდი რომ იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა..

-ეს სუტყვები ცოტა ხნის წინ რომ გამეგონა ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა..

ეხლა როცა ვიცი რომ შენც გიყვარვარ უკვე აღარ ვიცი მჭირდებოდა კი შენი სიყვარული?უკვე შენი სიყვარული დაგვიანებულია

-თეკლა, ეხლა გაბრაზებული ხარ და სისულელეს ამბობ წყენა რომ გაგივლის მერე ვისაუბროთ..

-არა დათო ვიცი რასაც ვამბობ..არ ვიცი მიყვარდი თუ უბრალოდ მინდოდა მყვარებოდი მაგრამ ის კი ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა...

ეხლა კი შენი ნებართვით შევალ და ზედას გამოვიცვლი..

ოთახში შევედი კარი გადავკეტე და კარებიდანვე დავიწყე ზედის გახდა.

-ხო მართლა გახდა აღარ გააგრძელო მე თვალების დახუჭვას არ ვაპირებ...

ჩემს წინ ნიკა იდგა და ეშმაკურად მიღიმოდა..

ზედა სასწრაფო წესით უკუღმა გადავიცვი და ნიკას შეუბღვირე..

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ..როგორ შემოხვედი?

-როცა სიმპატიური ხარ იოლად კერავ გოგოებს..

-რაებს ბოდავ..

-დაგავიწყდა აქ ვცხოვრობდი შენი სასტუმროს ადმინისტრატორი ჩემი მეგობარია..

-ხო?აბა ეხლა თუ არ გინდა შენმა მეგობარმა სამსახური დაკარგოს ეხლავე აქედან წადი..

- არსადაც არ წავალ, შენ კი დაჯდები და მომისმენ..

-ან ვიყვირებ...

-იყვირებ და სიამოვნებით გაგაჩუმებ კოცნით.ისედაც ძლივს ვიკავებ თავს..ხო მართლა ზედა შეგიძლია გამოიცვალო მე შევბრუნდები..

მივხვდი რომ ნიკა თავისას არ მოიშლიდა კარადიდან ზედა გამოვიღე და და აბაზანაში შევედი გამოსაცვლელად..ვისაც უნდა გიჟი მიწოდოს მაგრამ ეს ბიჭი ყოველ წამს უფრო მეტად მიყვარდება..

დასჯილი ბავშვივით გამოვედი აბანოდან და ლოგინის კუთხეში ჩამოვჯექი..

-თეკო კიდევ მებუტები..

-რომ გითხრა არათქო შემეშვები..წახვალ?

-არა..მარტო მაშინ წავალ თუ შენც წამოხვალ..

-არც იოცნებო..

-კარგი მაშინ აქ ვიჯდები..

ორივე გავჩუმდით ველოდებოდით რომელი გავტყდებოდით პირველი სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია ოღონდ ეგ არა..კარებთან ქეთა იყო..

-ეხლა რა ვქნა?უნდა გავაღო, ჯანდაბა დაიმალე..

ნიკა თვალის დახამხამებაში შევაგდე სააბაზანოში და ქეთის კარი გაუღე..-რა გჭირს ადამიანო რა სახე გაქვს მოჩვენება დაინახე..

- მე და დათომ ვიჩხუბეთ გამაბრაზა..მაგიდასთან მივედი და წყალი დავისხი..

-ჰე, ეხლა დაფქვი როგორია?მაგარი კოცნა იცის?

ქეთას კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო წყალი გადამცდა და ლამის დავიხვრჩვი ხველება ამივარდა...

-რა ბიჭი გაგიჟდი?

-გაგეხუმრე ...შენ კი გამოტყდი..ესეიგი მართალი ვარ..

-ნუ სულელობ ..აუტანელი ხარ..

-ხო ვიცი...უი მართლა ჩვენი თანამშრომელი ხო გახსოვს მაია თბილიში რომ გათხოვდა.დღეს დამირეკა ზეგ ბავშვს ნათლავს ყველა დაგვპატიჟეს..მე და დათო კი ნათლიებად ..ხვალ წავალთ ორი დღით მაგრამ ვეჭვობ რომ შენ არ მოგინდება წამოსვლა...

-არა რატომ არ მომინდება წამოვალ..

-კარგი საყვარელო როგორც გინდა..ეხლა კი მომიყევი ..

-აუ რას სულელობ ქეთ არავინ არ არის..საიდან მოიტანე..

მესიჯი მომივიდა "თუ არ გინდა რომ ეხლავე გამოვიდე დამპირდი რომ თბილიში არ წახვალ.."

მივხვდი რომ ნიკა აუცილებლად გამოვიდოდა და მეც იმ წამს მივწერე.."კარგი დავრჩები"

კარგი წავედი შენ არ გცალია ჩემთვის..მართლა ნუ გეშინია არ ვეტყვი თემოს თუ გინდა დარჩი“რამე ერთად მოვიფიქროთ..

მითხრა ქეთიმ და ოთახიდან გავიდა..

- ეხლა სასწრაფო წესით წადი აქედან..

-საღამოს მნახავ?

-არა ამ საღამოს ავად უნდა გავხდე..

-მადლობა..

-საკუთარი თავის მცხვენია ისეთ რამეებს ვაკეთებ ნიკა..

-სისულეელებს შეეშვი..არასდროს გაკადრებ ზედმეტს..

ხვალამდე..შენი და დათოს საუბარი მოვისმინე..

-ვიცი...მერე?

-ბედნიერი ვარ....

საღამოს ავად გავხდი ქეთის დახმარებით, დათო ხმას არ მცემდა..ჩემმა ძმამაც იოლად დაუჯერა შეყვარებულს და პატარა დას...თუმცა ეხლა მე ვეხვერწებოდი რომ არ მინდოდა მისი დარჩენა და აუცილებლად უნდა წასულიყო დიდი ომის შემდეგ ჩემები წავიდნენ მე კი დავრჩი...

იმ წამსვე ავადმყოფობამ გამიარა ნიკა ისევ ქუჩის კუთხეში ჩვენს ძველ ადგილას მელოდა...

გაგრძელება იქნება

15
103
10-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
103
  
2014, 25 იანვარი, 12:39
აუ გააგრძელე რააა
2014, 23 იანვარი, 20:43
წარმოიდგინე ხოო?::X
2014, 23 იანვარი, 20:09
ვიცი ...
2014, 23 იანვარი, 18:56
გული დამეთუთქა :D
2014, 23 იანვარი, 18:35
არ გინდა არ იჯავრო:D
2014, 23 იანვარი, 18:35
აუჰ აუჰ :X
2014, 23 იანვარი, 18:09
კაი ეხლა ნუ მიბრაზდები:D
2014, 23 იანვარი, 17:42
შენ რომ გვიმეტებ:(
2014, 23 იანვარი, 17:40
აქციიებისთვის არ გამიმეტოთ...♥
2014, 23 იანვარი, 17:40
ხვალისთვის ორი ნამცხვარი მაქვს დასაცხობი ვეცდები რომ დავამთავრო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10