x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია... (დასასრული)
imageსაღამო არც თუ ისე კარგი გამოვიდა..ნიკას გოგოები არ ასვენებდნენ ჩემს ირგვლივ კი გიორგი ტრიალებდა..ასე რომ მე ნიკაზე ვეჭვიანობდი ხოლო ნიკა ჩემზე..რაც ნიკამ ვეღარ აიტანა და სასწრაფო წესით დავტოვეთ რესტორანი..არც მე ვიყავი წინააღმდეგი ნიკასთან ერთად მერჩივნა ყოფნა ოღონდ მარტო...

ისე მივედით სასტუმროსთან ხმა არცერთს არ ამოგვიღია..

-წავედი ...

-არა არ წახვიდე თეკლა, არ მინდა ეს დღე ასე უაზროდ დამთავრდეს..


-აბა მანქანაში ვიჯდეთ დილამდე?

-არა მე უკეთესი აზრი მაქვს...

მერე ნინის დაურეკა მე და თეკლა დაჩაზე მივდივართ და შენ და ლექსო ამოდით საღამოსო..

-არა ნიკა უთხარი არ ამოვიდენ, მე არ მოვდივარ..

-მოდიხარ..დღეს მაინც არავინ დაგიწყებს ძებნას..

-არა ... თუმცა ჩემს არას უკვე აღარანაირი აზრი არ ქონდა ნიკამ მანქანა მოაბრუნა და ჩვენც წავედით..ნიკა არაფერს არ ამბობდა მაგრამ მის გამოხედვაში ჩანდა დიდი სიხარული..ტყუილი იქნება რომ ვთქვა მე მწყინდათქო მაგრამ ამავდროულად მასთან მარტო ყოფნის მეშინოდა..ვცდილობდი ჩემი გრძნობები დამემალა...მანქანიდან გადმოსულს ისე შემცივდა კანკალი დავიწყე ნიკამ თავის ქურთუკი გაიხადა და მომახვია..მერე თვითონაც მომხვია ხელები და სახლში შევედით მდივანზე დამსვა პლედი მომახვია და თვითონ შეშის მოსატანად წავიდა...გარეთ თოვამ დაიწყო..ნიკამ ბუხარი აანთო და ოთახშიც დათბა ფანჯარასთან მივედი და თოვას ვუცქერდი ვფიქრობდი ყველაფერზე და ამავდროულად ვერაფერზე...

ნიკა მომიახლოვდა..ჩემთან იმდენად ახლოს იდგა მისი სუნთქვა მესმოდა, შემაჟრჟოლა..მისმა სიახლოვემ შემაშინა..

-თეკო კიდევ გცივა?

-არა, ხო ბუხართან წავალ ..სწრაფად გავეცალე ნიკას...

-თეკო ყავა დავლიოთ..

-კარგი მე მოვადუღებ..

-არა შენ მანდ იჯექი მე მოგიტან..

ნიკამ რადიო ჩართო დაბალ ხმაზე, ისმოდა წყნარი მუსიკა გარეთ ისევ თოვდა ოთახში ბუხარი ენთო და მასთან ერთად ვიყავი ვისთანაც მინდოდა..ძირს დავჯექი ბუხრის წინ სახე ხელებში ჩავმალე და ფიქრებში წავედი...ნიკაზე იმდენი რამ მომაგონდა რომ მეგონა თითქოს საუკუნეა ვიცნობ..ნიკამ ყავის ფინჯანი მომაწოდა და თვითონაც გვერდით მომიჯდა ინსტიქტურად პლედის ნახევარი ნიკას გაუწოდე ნიკამაც გამომართვა და უკვე ჩახუტებულები ვიჯექით ბუხრის წინ მე და ნიკა..

-ნიკა აქ ყოფნა ბედნიერება....

-კი, მაგრამ ეგ დღეს ვიგრძენი მხოლოდ...

-დღეს?

-ჰო, დღეს შენთან ერთად ვარ აქ...ისევ გავჩუმდით ორივე..ანდა რა მქონდა სათქმელი..სიჩუმე ისევ ნიკამ დაარღვია..

-ისე რესტორანში ვინ იყო?

-შენ რა ეჭვიანობ?

-სულაც არა საიდან მოიტანე?უბრალოდ მაინტერესებს..

-ჩემი მეწყვილეა ერთად ვცეკვავთ..

-მეტი არაფერი?

-ერთ დროს მომწონდა..

-მერე?

-გრძელი ისტორია..

-წინ მთელი ღამე გვაქვს..

სკოლას ვამთავრებდით როცა გიო მშობლებმა წელიწადნახევრით იტალიაში წაიყვანეს როცა ერთმანეთს დავშორდით ორივემ აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთის მიმართ იმაზე მეტს ვგრძნობდით ვიდრე მეგობრობა იყო..სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული..არავის არაფერს არ ვეუბნებოდით ჩვენს შესახებ გადავწყვიტეთ რომ როცა დაბრუნდებოდა ყველას ერთად ვეტყოდით მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც ჩვენ გვინდოდა..

-რა მოხდა?

-ის მოხდა რომ მისმა საუკეთესო ძმაკაცმა სიყვარული ამიხსნა..ჯერ ისტერიკული სიცილი ამიტყდა ხოლო შემდეგ ტირილში გადამეზარდა.ჩვენს შორის აღარაფერი მომხდარა შევხვდით ერთმანეთს ისე როგორც დავშორდით..ასე რომ ბიჭებში არ მიმართლებს მერე ავიჩემე დათო, მეგონა მიყვარდა, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ უბრალოდ ეგ მიზეზი იყო ყურადღება გადამეტანა გიორგიდან..

-ეხლა რას გრძნობ?

-ვისზე გიორგიზე? არაფერს ...ეხლა აღარ ვაპირებ არც ვინმეს მოწონებას და არც ვინმეს შეყვარებას..მაინც ვიცი რომ ცუდად დამთავრდება..

-შენს ადგილას ეგრე არ ვიტყოდი..

-შენ გყვარებია ვინმე?

-ორი დღით ადრე რომ ეკითხა ვინმეს დარწმუნებით ვეტყოდი არათქო ეხლა კი არვიცი..არ გინდა მეცეკვო?ჩემი საყვარელი სიმღერაა..

-ვიცეკვოთ..ალბათ ბევრს უყვარდი?

-ალბათ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გართობით შემოიფარგლებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც რომლებიც არ მიყვარდა მაგრამ პატივს ვცემდი და თავისთვის ზედმეტის უფლება არ მიმიცია..

-ხო, და მე რომელ კატეგორიას მივეკუთნები?

-შენ? შენ ვერავის შეგადარებ..

-და ეგ კარგია თუ ცუდი?

-ძალიან კარგი..

თავი ნიკას მხარზე დავდე და გავჩუმდი...

-თეკო..

-რა ნიკა?

-მიყვარხარ..

თავი ავწიე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა.

-არ გინდა გთხოვ გაჩერდი..

-თეკო ნუ მაჩერებ..ეხლა იმას ვამბობ რასაც ვგრძნობ..

ხელი გაუშვი და ბუხართან მივედი..თვალებიდან ბედნიერების ცრემლი წამომივიდა..მეც მიყვარდა ნიკა და სწორედ ამ სიტყვების გაგონებაზე ვოცნებობდი მაგრამ მეშინოდა, ვერ ვიჯერებდი რომ შესაძლებელი იყო ასე ცოტა ხანში ადამიანის შეყვარება..არ მინდოდაგული მეტკენოდა..

ნიკამ ხელები წელზე მომხვია და მისკენ შემომაბრუნა..

-ტირი?

ვცადე სახე ამერიდებია მისთვის მაგრამ მან ამის საშვალება არ მომცა თვალები დამიკოცნა და შემდეგ ტუჩებისკენ დაიხარა ის იყო უნდა ეკოცნა მანქანის ხმამ შეაჩერა..

-ნინი და ლექსო მოვიდნენ, გარეთ გავალ თან შენს პარკს ამოვიღებეს კაბა გაიძვრე თორემ მაგიჟებს...

-დამპალო, აუტანელო...შენი ნაყიდია ხომ არ დაგავიწყდა..

ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა, აბაზანაში გავედი პირი დავიბანე თმები გავისწორე..სარკეში ის ბედნიერი გოგო დავინახე რომელიც ლამის დამავიწყდა..

ნინი და ლექსო კარგად იყვნენ ცოტახანს ვისაუბრეთ და დასაძინებლად წავიდნენ მე და ნიკას კი ცალცალკე სავარძლებში ჩაგვეძინა..დილით ნინიმ გაგვაღვიძა ყავის ფინჯნებით გვედგა თავზე..პირის დასაბანად გავედი ნიკას და ნინის ჩემი შემოსვლა არც გაუგიათ.."რა მაგარია ჩემი ძმა შეყვარებულია"ვერ მაალვდა ნინი სიხარულს ჩემს დანახვაზე კი ორივე გაჩუმდნენ...

საღამომდე იქ დავრჩით მშვენივრად ვერთობოდით ოთხივე მაგრამ უნდა დავბუნებულიყავით თუმცა ეს არცერთს არ გვინდოდა..

ფრთები არ მქონდა მაგრამ შეგრძნება კი მართლა მქონდა რომ დავფრინავდი..ნიკასთან მესიჯობაში არც კი ვიცი როდის ჩამეძინა...

დღეებს ბედნიერად ვატარებდით და ისინიც მიქროდენ..ხვალ უკვე ამ დროს სახლში ვიქნები სასტუმროდან გასვლა ვერ მოვახერხე ნიკაც გამიბრაზდა და ტელეფონი გამომირთო..თერთმეტ საათზე უკვე ვიწექი.ნიკას კიდევ გამორთული ქონდა ტელეფონი..ნინის დაურეკე

-ნინი, როგორ ხარ?

-კარგად შენ?გავიგე ხვალ მიდიხარ...

-ხო მივდივარ..ნინი ნიკა სად არის?..

-არ ვიცი დაჩაზე წავიდა არც მე მელაპარაკა, ლექსოდან გავიგე..

-ლექსოც იქაა?

-არა მარტოა.კარგი წავედი ნინ საქმე მაქვს..

არა უნდა ვნახო ისე ვერ წავალ..თუნდაც ბოლოჯერ ვნახულობდე..მაგრამ როგორ გავიდე? ჩემები ჯერ კიდევ ბარში არიან.რატომაც არა? სასწრაფო წესით ჩავიცვი ოთახის კარები გადავკეტე და ფანჯრიდან გადავხტი..ქუჩაში გავედი პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და ნიკასთან წავედი..ნიკას მანქანა ეზოში იდგა ესე იგი აქ არის..

-დაგელოდოთ?მკითხა ტაქსის მძღოლმა

როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი

-დამელოდეთ..

კარებზე ჯერ გაუბედავად შემდეგ კი გაბედულად დავაკაკუნე კარი გაიღო და მე ნიკას წინ ვიდექი დასჯილი ბავშვივით ...ვერ წავიდოდი რომ არ მენახე ჩუმად ძლივს გასაგონად ჩავიბურტუნე.

-ჩემის სულელი გოგო...ნიკამ გულში ჩამიკრა

-დაგემშვიდობები და წავალ..ტაქსი მელოდება..

-გაუშვი მე წაგიყვან..

-არა არ მინდა გაიგონ ჩემი გამოსვლა...

-ესეიგი მიდიხარ?ვერ გთმობ..არ მეგონა ასეთი ძლიერი სიყვარული თუ შემეძლო

-ხო მივდივარ..მაგრამ ჩემს სიყვარულს გიტოვებ.

-თეკო..

-გაჩუმდი გთხოვ ..ნურაფერს მეტყვი ვაღიარებ მეც შემიყვარდი..ეს წასვლა ჩვენთვის ორივესთვის კარგი იქნება..მხოლოდ მაშინ მომძებნე თუ მართლა იგრძნობ რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია..

-მე ეხლაც ვგრძნობ რომ უშენოდ აღარ შემიძლია..

მიუახლოვდი ტუჩებში ვაკოცე პირველი იყავი ვინც მაკოცა და პირველი მინდა იყო ვისაც მე ვაკოცე..

-მე კი მინდა რომ უკანასკნელი ბიჭი ვიყო ვინც გაკოცებს......

მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.....სასტუმროში ამჯერად ადმინისტრატორის დახმარებით შევიპარე..

მეორე საღამოს უკვე ჩემს საწოლში ჩემს სახლში მეძინა.ნიკა არ ჩანდა არც მე ვახსენები თავს..მონატრება კი უფრო ძლიერდებოდა და ისეტი სახით დავდიოდი ვინც შემხედავდა ყველა იფიქრებდა რომ საწამებლად ვიყავი და არა დასასვენებლად..როცა დაქალებს მოუყევი ყველაფერი კარგადაც მიმალანძრეს..

დღეს პირველად წავედი ლექციებზე...ვიჯექი ლექციაზე მაგრამ ფიქრებით ისევ ნიკასთან ვიყავი..ლექციაზე დაცვის ბიჭი შემოვიდა ლექტორს ბოდიში მოუხადა.

-ბოდიშით სამდივნოდან დარეკეს ბიწაძე გამოცხადდესო..

- წავიდეს.მაინც ცაში დაფრინავს..

დარცხვენილმა გამოვედ აუდიტრიიდან ალბათ უწყისებიშთვის მიბარებენ..მდივანი კიბეებზე შემხვდა.

-ქალბატონო ლალი მე თქვენთან მოვდიოდი..

-ვიცი თეკლა ეხლავე ამოვალ შენ კაბინეტში დამელოდე

-კარგით..

კაბინეტსი შევედი და სიხარულისგან შევყვირე..ფანჯარასთან ნიკა იდგა მისკენ გავიქეცი და ყელზე მოვეხვიე..

-შენ მე მომძებნე..

-და გიპოვე კიდეც...

-და როგორ? ლალი დეიდაჩემია..

-და შენ რომ არ გითქვამს?

-არ გიკითხავს....

-გამიხარდა შენი სახვა..

-მიყვარხარ...

-მეც მიყვარხარ...

და მერე როგორ გაგრძელდა?

მერე იყო ჩხუბები, შერიგებები, სიშორე, მომანატრებები და დიდი სიყვარულები..ეს ყველაფერი ერთი წელი გაგრძელდა..

მერე რა მოხდა?არ მითხა დავშორდითო?

არა, სწორედ იმ დღეს როცა ერთი წლის წინ ნიკას ვაკოცე და დავემშვიდობე მეორედ ვეღარ შევძელი იგივე და დავრჩი მასთან სამუდამოდ...

დასასრული

ინტერ-გოგონა



13
119
9-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
119
  
2016, 14 ივნისი, 23:56
მადლობა ♥ ჩემო კარგო..
2016, 14 ივნისი, 23:22
მადლობა ჩემო კარგო კეთილი სურვილებისთვის..
გისურვებ განგეცადოს ზღაპრული გრძნობა რომელსაც სიყვარული ქვია
2016, 14 ივნისი, 23:12
ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულითა და სულით, ასევე ყველაფერ საკუთესოს.. ღმერთმა ერთმანეთს ტკბილად შეგაბეროთ.. ♥ძალიან მინდა მეც იგივე განვიცადო და გამოვიარო რაც შენ.. ♥ ნამდვილ სიყვარულზე ტკბილი ამ ქვეყნად არაფერი არ არის...
2014, 3 თებერვალი, 13:26
:*
2014, 3 თებერვალი, 13:25
მადლობა ჩემო საყვარეეელოოოო
2014, 3 თებერვალი, 13:24
მმმმმ.............შოკა უზომოდ მომეწონა
2014, 29 იანვარი, 14:18
კარგი ისტორიაა კარგია როცა სიყვარულში გიმართლებს...
2014, 29 იანვარი, 14:15
ჰო,და რომ დაშორებულიყვნენ ერთს მე მოვკლავდი ნამდვილად...
2014, 29 იანვარი, 14:13
ცუდ დასასრულს არც ველოდი ,უკვე ნერვებს მიშლიდა მაგათი დაშორება:@
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10