x
image
ინტერ-გოგონა
ერთხელ ყველას უყვარდება 2
imageდილით ზარმა გამაღვიძა...

–ზიზი როგორ ხარ? სად ხარ რამდენი გვანერვიულე..

-კარგად ვარ დათოსთან ვარ..

-სად? შენ რა გაგიჟდი...


-გაჩუმდი და მომისმინე ადამიანო...გავთხოვდი...

არ უნდა მომილოცო?

-რა? გაგიჟდი ხო სულ?ეხლა მაგის დრო იყო? სამსახური?რატო არაფერზე არ იფიქრე?

-ნუ მსაყვედურობ გეხვერწები...ზუსტად ამის დრო იყო..უკვე აღარ შეგვეძლო უერთმანეთოდ...

-არ ვიცი რა გითხრა..ბედნიერებას გისურვებთ ხომ იცით როგორ მიყვარხათ...გეგა გეჩემება მოგკლავო...

-უთხარი საპატიო თანამდებობას განიჭებ ბიძაშენს შენ უთხარითქო...

-სად ხართ?

-ორშაბათს ჩამოვალთ...მიყვარხართ...

ტელეფონი გავთიშე და გეგას დანაბარები გადავეცი ცოტახანს ჩუმად იყო მერე "სულელები არიანო" ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა...

დასაწოლად აღარ ავსულვარ, ვფიქრობდი ზიზიზე მისი ბედნიერება მახარებდა და ჩემი მარტოობა მწყინდა..ფიქრებში დრო მალე გავიდა..გეგაც დაბრუნდა..

-აბა როგორ ხარ..ხომ არ მოიწყინე სახლში...

-ცოტა კი და ფილმი ავარჩიე...

-გთხოვ ყავა დამალევიე და მერე მეც შემოგიერთდება ..ფილმს ერთად ვუყუროთ...

-კარგი...გეგა, მართლა არავინ გყავს ისეთი ვინც ბინის ნახვაში დამეხმარება?

-რად გინდა ბინა?

-ჩემთვის, ზიზის გარეშე აქ ცხოვრება მეუხერხულება...

-არც იფიქრო მაგაზე...

-თუ არ დამეხმარები მე მივხედავ ჩემს თავს...

წამოვდექი და ყავის გასამზადებლად გავედი..გეგაც მომიახლოვდა შემოვბრუნდი და ერთმანეთის პირისპირ ავღმოჩნდით...

-რატომ გინდა წახვიდე?გუშინ რაც მოხდა იმიტომ?

-გუშინ არაფერი მომხდარა..ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია...

-ვიცი..მაგრამ შენ ჩემი გეშინია მაინც რატომღაც და გაქცევას აპირებ...

-შენი არ მეშინია...

-ვითომ?ეხლა რომ გაკოცო არ გეშინია?

-რატომ უნდა მაკოცო?

-არ ვიცი..მიზეზი მაინც გექნება რომ ჩემი გეშინოდეს...

მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ მისმა ტუჩებმა არ მომცეს საშვალება..

-რა ჯანდაბას აკეთებ...რატომ მაკოცე...ხელი ვკარი გაბრაზებულმა...

-ალბათ მომწონხარ..მიზეზი მოგეცი წასასვლელად..თუ ამ მიზეზს გაუმხელ ვინმეს..

-მოგწონვარ...შენ ხო იცი რომ შენს ერთდღიან გოგოებს არ ვგავარ....იდიოტი ხარ...

-ვიცი..არც ვაპირებ შეგადარო...

შენთან ლაპარაკი აღარ მინდა წავედი კინოს ვუყურე..

ის იყო ფილმი ჩავრთეთ რომ ზიზიმ დარეკა..

-რა არ გასვენებს ქალბატონო შენ?

-თქვენ არ მასვენებთ...გუშინ კარგად გაერთეთ..

-კი..რა იყო?

-განსაკუთრებით წვიმაში ცეკვა იყო კარგი ხო?

-ეგ საიდან გაიგე...

-ინტერნეტიდან...პირველ გვერდზე ხართ..სახელწოდებით"უცნობი წყვილის ვნებიანი ცეკვა წვიმაში"

-ლინკი მომწერე..

-ლენ ხო იცი კარგად დაფიქრდით..შენ გეგას იცნობ მშვენივრად...არ მინდა გული გეტკინოს...

-ნუ სულელობ...ეგ ხუმრობითაც აღარასოდეს თქვა..ლინკი მოწერე

ტელეფონი გავთიშე და ლეპტოპი გამოვიტანე....

–რა ხდება? ოთახში გეგა შემოვიდა..

-ჯანდაბა ..ეს ნახე ვიღაცას ჩვენი ვიდეო აუტვირთავს ..

-კარგი ნუ ნერვიულობ გავარკვევ ვინ ატვირთა და წავაშლევინებ...

ეხლა კი ფილმს ვუყუროთ...

ფილმი ძალიან სევდიანი აღმოჩნდა...გამაღიზიანა კიდეც, ვუყურებდი და ისეთი შეგრძნება მქონდა ჩემს ცხოვრებაზე გადაეღოთ ფილმი...

-რა გჭირს...

-არაფერი.მგონია საკუთარ ცხოვრებას ვუყურებ

-შენ რა შეყვარებული იყავი როდესმე.?.

-როდესმე?

-რატო დაშორდით?

-არც დავშორებულვართ უბრალოდ არ მაპატია რომ 16 წლის ასაკში არ დავთმე თავისუფლება და ცოლად არ გავყევი...

-მან ჩათვალა რომ საკმარისად არ გიყვარდა?

-არ ქონდა უფლება რომ ასე ჩაეთვალა...მე მისი ვიყავი და იცოდა რომ საუკუნოდ დაველოდებოდი..

-მისი იყავი...

მიუხედავად გეგას მექალთანეობის ვიცოდი გეგას აზრი სიყვარულის შესახებ..ვიცოდი რომ მას თუ ვინე ოდესმე შეუყვარდებოდა მისთვის ის უნდა ყოფილიყო პირველიც და უკანასკნელიც..გადავწყვიტე რომ მომეტყუებია გეგას რეაქციით მიხედვით მივხვდებოდი თუ რა გრძნობა შეიძლება ქონოდა მას ჩემს მიმართ...

-ხო...სწორედ რომ მისი ვიყავი...

-ეხლა?

-რა ეხლა?

-ისევ გიყვარს?

-არ ვიცი მაგრამ ძნელია დაივიწყო პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, პირველი ჩახუტება, პირველი ....

-კარგი.გაჩუმდი ამ თემაზე საუბარი არ მინდა...სიგარეტი აიღო და აივანზე გავიდა...

ვხედავდი როგორ ეწეოდა სიგარეტს სიგარეტზე და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ჩემი საქციელით კმაყოფილი ვიყავი...

კარგახანს ვიყავით ასე მე ოთახში ის კი აივანზე...

ზარის ხმამ შემაფხიზლა კართან ზურა იდგა...

-ლენკა საღამომშვიდობის...სად არის ვაჟკაცი რა დალევა აუტყდა ამ დროს...

-არ ვიცი...თავად კითხე...მე დაგტოვეთ ხელს არ შეგიშლით...

-არა რას ამბობ ხელს ნამდვილად არ შეგვიშლი..ასე არ არის გეგა მიუბრუნდა ოთახში შემოსულ გეგას...

მას ხმა არ ამოუღია უბრალოდ გამომხედა..მისმა თვალებმა კი წამიერად მანანა ჩემი საქციელი..კმაყოფილს კარგახანს არ ჩამეძინა...

დრო ნელა გადიოდა გეგა თავს მარიდებდა მაგრამ მაინც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა..დილით სამსახურში მივყავდი ხოლო დღის ბოლოს ყოველთვის მაკითხავდა...

ჩემს საქმეებს ზიზის საქმეებიც დაემატა... უკვე ფეხად მეძინა და ისე დავდიოდი...

-ეს კვირაც ჩავამთავრეთ..ხვალ სადმე წავიდეთ თორემ ისე ვცხოვრობთ უკვე ცოლი მგონიხარ ჩემი...

-შენი არ ვიცი მაგრამ შენი ცოლი ხვალ პაემანზე მიდის...

-ოჰ, რა უპატივცემულობა..და ვინ არის ის უბედური...

-ერთი ძალიან კარგი ბიჭია...

-მაშინ უნდა წახვიდე...

-რა თქმა უნდა წავალ..

-ხოდა წადი...

-წავალ...

-ვინ გაკავებს?


კიბეები ხმაურით ავიარეთ.

-აბა დასერიოზულდი დედამთილი გყავს სტუმრად...

-დედა აბა სად ხარ...

- გახსოვს დედა რომ გყავს გამოეხმაურა სამზარეულოდან ლია დეიდა...

-გამარჯობა ლია დეიდა როგორ ხართ?

-კარგად შვილო თქვენ როგორ ხართ..ეს ვაჟბატონი ხო არ გაბრაზებს?

-ხანდახან...ყავას ხომ მიირთმევთ...

-რათქმაუნდა..რაღაცეები მოგიტანეთ..ცოტა გაკვირვებული ვარ სახლში რომ წვნიანი დამხვდა ...მაგიდას გავაწყობ და ივახშმეთ...

მაგიდა გავაწყვეთ და სამივე მიუჯექით, ცოტახანში მოვიბოდიშე

-მე დაგტოვებთ თქვენ ისაუბრეთ...

-კარგი შვილო...

ცნობისმოყვარეობამ მძლია და კარები უკან მივიმალეეე.

-გეგა როგორ ხარ...

-დედა ვიცი რისიც გეშინია, მაგრამ ნუ ნერვიულობ...

–შვილო ხომ იცი მის ოჯახს რა დიდ პატივს ვცემ..

-არ მინდა მაგაზე საერთოდ ლაპარაკი შენ ხო მიცნობ მე...

-რომ გიცნობ და შენი გოგოების სია რომ ვიცი რამდენად დიდია მაგიტომ გაფრთხილებ...რავიცი ლამაზი გოგოა...

-დედა გპირდები..მოვრჩეთ...

-კარგი..ისე მე მომწონს ეს გოგო რომ იცოდე...

-მოგწონს?რამდენად? რძლად?...

-ჩემი გიჟი ხარ შენ..წავედი ეხლა მე და გახსოვდეს რომ მამა და ორი და გყავს ჩემს გარდა...

-კარგი დედა შემოგივლით კვირას ზიზიც ჩამოვა და ერთად მოვალთ..

-კარგი შვილო..ხო მართლა ზიზის დაურეკე მებუტებაო...და დათოს არაფერი უთხრა რომ მოვლენ...

მეორე დღეს მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარებოდა მაინც წავედი პაემანზე რაც ძალიან მალე ვინანე...

ცხოვრებაში პირველად ვერ გავჩერდი თეატრში...

რომ არა გეგას ესემესი ალბათ ჩამომეძიინებოდა...

"აბა რომეო რას შვება?"

მიუხედავად ჩემი იგნორისა ის მაინც არ ისვენებდა...

"დღეს პიკნიკზე გეპატიჟებით მე და ჩემი მეგობრები"

"უჩემოდ წადით"

"ბევრს ნუ ლაპარაკობ...ექვსზე აქ იყავი"

როგორც იქნა სპექტაკი დასრულდა ზრდილობიანად დავემშვიდობე ჩემს ახალ თაყვანისმცემელს და სახლისკენ გავიქეცი..

-აბა უჩემოდ წადიო?

-ვინ თქვა რომ მოვდივარ?

-მე გეუბნები..მალე მოემზადე მანქანაში დაგელოდები...ხო მართლა თბილად ჩაიცვი...

პიკნიკისთვის მართლაც კარგი ადგილი შეურჩევიათ..ყველანი კოცონის ირგლივ ვიყავით შეკრებილები და ცოტ-ცოტას ვსვავდით...იყო მუსიჯა, ლექსები ანეგდოტები...უნდა ვაღიარო რომ გეგას კარგი მეგობრები ყავს..ბოლოს მხოლოდ მე გეგა ზურა და ნათია შემოვრჩით ცეცხლთან..ყველანი კარევებში შეძვრენ...

-გცივა?

-ძალიან...

-წავალ პლედს მოგიტან მანქანიდან..

-გეგა დამელოდე საქმე მაქვს შენთან...

გეგა და ნათიას ცოტახანში საუბარი ჩხუბში გადაეზარდათ მათი ხმა არ მესმოდა მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მათი ჩხუბის მიზეზი მე ვიყავი....და მართლა გულით ვწუხდი.ალბათ როგორ ვძულვარ ეხლა ნათიას...

ზურამ შემატყო რომ ავფორიაქდი და მათკენ წავიდა...

გეგა წემსკენ წამოვიდა ნათიამ კი ზურას მხარზე დაადო თავი..ვიგრძენი რომ ტიროდა და თავი კიდევ უფრო ცუდად ვიგრძენი...

გეგამ პლედი მომახვია და თვითონ ძირს დაჯდა..

-გეგა?

-რა...

-ჩემს გამო იჩხუბეთ ხო?

-არა საიდან მოიტანე...

-უყვარხარ...ეჭვიანობს..

-ბავშვია ჯერ...გაუვლის...

-ცოდვა..თქვენს შორის რამე არის?..

-არც ეგეთი ნაძირალა ვარ შენ რომ გგონივარ...

-ცუდად გაიგე..მას რამე შანსი აქვს?

-მე მეგობრობა შემიძლია შევთავაზო მარტო...

-გეგა...

-წამიყვანე აქედან გთხოვ..

-კარგი...

სახლში ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია...

დღევანდელი დღით დაღლილს მალე ჩამეძინა...

გაგრძელება იქნება............................

3
110
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
110
  
2014, 25 სექტემბერი, 1:39
მესამე ნაწილი უვე ნახო შეგიძლია
2014, 24 სექტემბერი, 20:15
აუცილებლად...თუ დაგაინტერესებთ სიამოვნებიტ...
2014, 24 სექტემბერი, 15:01
დადეეთ რაა გაგრძელებაა :(
0 1 3