x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მტრის ხატი.


გიყვარდეთ თქვენი მტრები,
დალოცეთ თქვენი მაწყევრები,
სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს....
უფალი.







imageშორიდან მოსული შემზარავი სროლის ხმები ჩიტების საამო ჭიკჭიკს შეეცვალა და სწორედ ეს ხმები ერეოდა ოთახში მსხდარ ორ ახლაგაზდა ყმაწვილსა და მოხდენილ წვერიანი კაცის საუბარს, უფრო სწორედ მამაკაცი კითხულობდა, ხოლო აახალგაზდები კითხვებს გამოურევდნენ ხოლმე და სანამ პასუხს არ მიიღებდნენ დაობდნენ, ეძებდნენ. მის მზრუნველ თვალებში და ოდნავ მომღიმარ ტუჩებში იოლად იკითხებოდა რომ მამა იყო მათი.

ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხნოს თავში დაჟდების,
სიტყვა მაუდის მზიანი,
-საფიხნო რა არის? შეაწყვეტინა ისევ უფრო ნორჩმა.
-სათათბიროა!! უპასუხა უფროსმა და მამას გადახედა რას იტყვისო.
-ხოო, სათათბიროა. დაუმოწმა მანაც და ხელი მოუთათუნა თავზე კმაყოფილ ბიჭს.
ამ დროს ოთახში შუახნის, მოხდენილი ქალბატონი შემოვიდა და გამოაცხადა ვახშამი მზადაოო, ბავშვები გაჭიაურდნენ, არც მამას უნდოდა მიეტოვებინა ახლად დაწყებული პოემა, მაგრამ როცა ქალის თვალებში ნაკვერცხლები გაღვივდა, უმალ წიგნი დიდ თაროზე დადო და უკან გაყვა, ისევ რაღაცაზე მოდავე ყმაწვილებს.
-მამა, მართალია ნოხიაურში ჯარისკაცებმა ყუმბარები შეყარეს სახლებში და უიარღო ადაიანები დაიღუპაო?? ქალებიც კი მომკვდარან, ზოგიც დაჭრილა. კითხა უფროსმა ვაჟმა, სანამ დედა წვნინს უსხავდა ღრმა თეშზე.
-კაი ყმა ასე არ მოიქცეოდა. დაიძახა მოულოდნელად პატარა ცოტნემ.
-ვიცი შვილო ვიცი. ახლა კი ჭამეთ, ომში ყველაფერია მოსალოდნელი.
-მე რომ გავიზრდები ყველას მოვერევი. -არ ისვენებდა პატარა, კაცი კი დაღონებული თვალებით მის წინ მდგარ ბუხარს შესცქეროდა. ცეცხლის ალი ახლა უცნაურად ირეკლებოდა მის თაფლისფერ თვალებში, არვინ იცოდა რას ფიქრობდა გიორგი ამ დროს, ნაწილობრივ ხვდებოდა მხოლოდ მისი მეუღლე ციალა, რომ ძალიან განიცდიდა თავისი ხალხის ბედს, ომს, შიმშილს, უშუქობას და ყოველივეს რაც ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ განცდაც არის და განცდაც, მას მერე რაც ომი დაიწყო წვერი არ გაუპარსავს, თავადაც წავიდა საბრძოლველად მაგრამ მალევე მობრუნდა სახლში. ხოლო ცოლს ასეთი რამ უთხრა „ვერ შევძელი ამდენი უსამართლო სისხლის ყურება“ო .
უცებ ერეკლე (უფროსი ბიჭი) შემოვარდა სამზარეულოში, ის დედას გაეგზავნა შეშის შემოსატანად.
-მამა იქ კაცია. მიწაზე აგდია პირქვე.
-სად ბიჭო? რას ამბობ?? -კითხა გაკვირვებით გიორგიმ, ხოლო დედამ ცოტნე გულზე მიკრა და ჩუმად წარმოსთქვა -უფალო გვიშველე.
-აქ ბოსელთან! გაუმეორა ერეკლემ და წინ წავიდა.
ქვით ნაშენები ბოსლის წინ, იქ სადაც საქონელი წყალს სვავს მუდმივად ტალახი იყო და სწორედ ამ ტალახში გულსაკლავად ეგდო ახალგაზდა კაცი, სამხედო ფორმა ეცვა, რომელიც მარცხენა ფეხზე შემორღვეოდა, მარცხენა ხელი განზე გაეგდო, მუჭში ავტომატის საკიდი მოექცია, ხოლო მარჯვენა ხელი მკერდზე მიედო, ალბათ დაეცა და თან დაიყოლა. გიორგიმ ჯერ მსუბუქად შეარხია, შემდეგ უფრო ძლიერად და ალბათ მეზობლებს დაუძახებდა რომ ხრიალი არ გაეგონა.
-ცოცხალია! დაიძახა ცოტნემ.
-მოდი მომეშველე. უთხრა შვილს გიორგიმ და ტალახში ამოგლაგნილი უცნობი ამოატრიალა. ლაფს და სისხლს შუა გაეყო კაცის სახე, თან ისე რომ საგუდაგულოდ გაკეთებული გრიმი გეგონებოდათ, რადგან სახეს ზუსტად შუაზე ყოფთა სისხლი. ერეკლე თვალს ვერ აცილებდა მომაკვდავს, უნდოდა უვტომატს შეხებოდა მაგრამ იცოდა მამა ამის ნებას არ მისცემდა.
-წყალი, სპირტი, იოდი მოიტანე, პელიცილინიც ხომ დაგვრჩა რამოდენიმე ფლაკონი, - ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- ხოდა ისიც მოიტანე.
-იგორ, პა-დენ-კ...-ცოტნეს გულის ჯიბიდან უკვე ამოეღო რუსულ გერბიანი პასპორტი და ცდილობდა ამოეკითხა ვინაობა, გიორგიმ უმალ წართვა ის და ცოლს გადასცა შესანახად.
-რუსია! თქვა ქალმა და ოთახი დატოვა რადგან გიორგის მისი გახდა დაეწყო.
-არა რუსს არ გავს, მგონი ჩეჩენია. დაამატა ერეკლემ და ბათინკს დაეჭიდა მთელი ძალით.
-ამას არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანია და ეს საკმარისია ჯერჯერობით. უთხრა გიორგიმ ცნობისწადილით ავსებულ ყმაწვილებს და სველი ნაჭრით სისხლი ჩამოწმინდა სახეზე. -ჩვენ ჩვენი ვეცადოთ და დანარჩენი უფალმა იცის, მისმინეთ არავისთან არ თქვათ. -გააფრთხილა და ოთახიდან გაუშვა ისინი რადგან ჭრილობა უნდა დაემუშავებინა.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0