x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ლეგენდარულ როკ-ჰიტებზე
image

Queen «The Show Must Go On»- სიმღერის ჩაწერის დროს ფრედი უკვე ძალიან ავად იყო, იგი ფაქტიურად ვეღარ მოძრაობდა. ბრაიან მეიმ ნიმუშისთვის იმღერა ეს სიმღერა, მაგრამ ბრაიანისთვის ძალიან მაღალ ტონალობაში იყო, ამიტომ ფალცეტი გამოუვიდა."ფრედი შეძლებ?"-შეეკითხა მეი.მან უპასუხა:"შევძლებ.... მე მგონი ძვირფასო"(I’ll f…king do it, darling).გადაკრა ერთი ჭიქა არაყი და ერთ დუბლში ჩაწერა.

image

The Doors «Light My Fire»-როდესაც "დორსი" მიწვეული იყო ედ სალივანის სატელევიზიო შოუში, ორგანიზატორებმა ჯგუფს სთხოვეს შეეცვალათ ტექსტიდან ერთი სტროფი, "«Girl, we couldn’t get much higher », რომელიც არაეთიკურად მიიჩნიეს, მორისონმა პირობა მისცა, რომ შეცვლიდა ტექსტს, მაგრამ მაინც იმღერა. ამის შემდეგ ჯგუფი ამ შოუში აღარ მიუწვევიათ.


image

Led Zeppelin «Stairway to Heaven»-1991 წლის 23 იანვარს რადიოსადგურმა KLSK FM ალბუკერში(ნიუ-მეხიკო) ფორმატი შეიცვალა, რადიო კლასიკურ როკზე გადაერთო. წამყვანმა გადაწყვიტა ეს ფაქტი ასე აღენიშნა: 24 საათის განმავლობაში სიმღერა «Stairway to Heaven» 200-ჯერ გაეშვა ეთერში, რის გამოც რადიოში ასობით განრისხებული ზარი შემოდიოდა. ორჯერ პოლიცია იქნა გამოძახებული, ეგონათ რომ დიჯეის ინფარქტმა დაარტყა, ან რადიოსადგური ტერორისტებმა დაიკავეს და სადამ ჰუსეინი, რომელიც "ლედ ზეპელინის" ფანია, ამ ხერხით მესიჯს აგზავნიდა.

image


























Iron Maiden«Two Minutes To Midnight»-"ორი წუთი შუაღამემდე-ეს არის ჟურნალი-ბიულეტენი "მეცნიერ-ატომოლოგების" გზავნილი, რომელიც გვაფრთხილებს "განჩინების დროის დადგომას" ანუ რა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ატომური ბომბის გამოყენებას.


როგორც წესი, ჟურნალის გარეკანზე გამოხატული საათზე რამდენიმე წუთი უკლია ხოლმე თორმეტს, რაც უფრო ნაკლებია საათზე გამოხატული წუთები, მით მეტია ბირთვული ომის საშიშროება.(ამ დარგის ექსპერტების აზრით, რომელთა შორის 18 ნობელის პრემიის ლაურეატია.)"ორი წუთი შუაღამემდე" იყო მხოლოდ ერთხელ, როდესაც საბჭოთა კავშირი და ა.შ.შ სერიოზული დაპირისპირების წინაშე დადგნენ და კაცობრიობას ბირთვული ომი ელოდა.(1953წ) სწორედ ამაზეა სიმღერა.

image

Rolling Stones «Satisfaction»-კიტ რიჩარდსმა ღამე სასტუმროში გადასატან მაგნიტოფონზე ჩაწერა გიტარის რიფი და სიმღერის ტექსტი.როდესაც სტუდიაში მიიტანეს სიმღერა ჩასაწერად, ფირზე რიჩარდსის ხვრინვის ხმაც ისმოდა.

image

Pink Floyd «Another Brick In The Wall»-სიმღერის ჩაწერისთვის საბავშო გუნდი უახლოესი სკოლიდან მოიყვანეს, სულ 23 ბავშვი იყო 13-15 წლის, შემდეგ სიმღერის ფონოგრამა 12-ჯერ დაადეს ზემოდან ორიგინალს, ვითომდა დიდი ბავშვთა გუნდი მღეროდა.ალბომის გამოსვლის შემდეგ ამ სიმღერას სკანდალი მოჰყვა.

1- ბავშვებს ფული არ გადაუხადეს;2-სიმღერის თემატიკა მიუღებელი იყო სკოლისთვის და მშობლებისთვის.

image


Deep Purple «Smoke on The Water»-სიმღერაში აღწერილი ამბავი თავიდან ბოლომდე რეალურია.ალბომი იწერებოდა შვეიცარიაში, ქალაქ მონტრეს კაზინოში ჟენევის ტბის პირას.


ფრენკ ზაპას კონცერტის დროს, რომელსაც "დიფ ფარფლის" წევრებიც ესწრებოდნენ ვიღაცამ სასიგნალო რაკეტა ისროლა დარბაზში, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.იწვოდა კაზინო, უზარმაზარი კვამლი ჟენევის ტბაზე გავრცელდა. სასტუმროში დაბრუნებული ჯგუფის წევრები ფანჯრიდან უყურებდნენ ტბაზე გავრცელებულ კვამლს, ბასისტმა როჯერ გლოვერმა წამოიძახა:"კვამლი

წყალზე".შემდგომ ეს გახდა მისამღერი და სიმღერის სახელწოდებაც.

image



























The ShockingBlue «Venus»-სიმღერის ჩაწერისას ჯგუფის სოლისტმა საერთოდ არ იცოდა ინგლისური (შეგახსენებთ, ჯგუფი ჰოლანდიიდან იყო.)მარიშკა ვერესი შეცდომით ამბობს "შიზგარას"(she’s got it) და მეორე სიტყვაა godness, goddess(ქალღმერთი)-ის ნაცვლად.მარიშკას შეცდომით ნამღერი სიტყვა ამის შემდეგ ინგლისში ჟარგონად დამკვიდრდა, როგორც მშვენიერი, უნაკლო გოგოს სინონიმი.

imageJohn Lennon » Imagine»-2006 წლიდან მოყოლებული ძველ წელს ნიუ-იორკში თაიმს-სკვერზე ამ სიმღერით აცილებენ.

2
287
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
287
  
2014, 24 აგვისტო, 18:46
მადლობა გაიხარე....
2014, 24 აგვისტო, 18:40
ძალიან საინტერესო სტატიაა,მომეწონა :)
0 1 2