x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ბრედ პიტის პარაფსიქოლოგი მსახიობის პირადი ცხოვრების საიდუმლოებებს ამხელს

imageგარდა იმისა, რომ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს აუარებელი ფული აქვთ, თითოეულ მათგანს ყველაზე ძვირადღირებული პარაფსიქოლოგებიც ჰყავთ. ამჟამად ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავზე - ბრედ პიტზე და მის პარაფსიქოლოგზე რონ ბარდზე მოგითხრობთ. ორიოდე დღის წინ მსახიობის პირადმა ექიმმა და ფსიქოლოგმა ბარდმა ბრიტანულ საიტს "dailymail" ინტერვიუ მისცა, სადაც მან ვარსკვლავის პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც რონ ბარდი ამბობს, ბრედს ანჯელინა არ უყვარს და მხოლოდ ექვსი შვილის გამო ცხოვრობს მასთან.

პარაფსიქოლოგი დარწმუნებით საუბრობს პიტისა და ჯენიფერ ანისტონის დაუვიწყებელ რომანზე, რომელსაც მსახიობი 2005 წელს დაშორდა.image

აი რას ამბობს პარაფსიქოლოგი ინტერვიუში: - " ბრედს ანჯელინა არ უყვარს, მაგრამ საქმე ის კი არაა, უყვარს თუ არა მას ჯოლი, საქმე იმაშია, რომ მან მთელი პასუხისმგებლობა ექვს შვილზე აიღო" .imageimage
როგორც ჩანს, მსახიობს საკმაოდ ახლო და გულრწფელი ურთიერთობა აქვს თავის პარაფსიქოლოგთან, რაზეც მისი შემდეგი განცხადება მეტყველებს: - " გარდა იმისა, რომ ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის არ მიატოვებს, ის ასევე არ დატოვებს წლების მანძილზე შექმნილ უდიდეს კარიერას და საკუთარ იმიჯს, რასაც ათეულობით წლები შეალია და მან ძალიან კარგად იცის, რასაც მოუტანს ჯოლისთან გაყრა, იცის, რა დოზით შეილახება მისი იმიჯიც და მომავალიც" - აცხადებს რონ ბარდი.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს პარაფსიქოლოგის "საიდუმლო" აღიარება, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსახიობი ძალიან არის დამოკიდებული თავის პარაფსიქოლოგზე - წერს წყარო.imageimage

1
268
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
268
  
2014, 27 აგვისტო, 21:26
2 დისლაიქა გყოლია.
0 1 1