x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508668
კომპლიმენტები, რომლის მოსმენაც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ
ითვლება, რომ ქალებს "ყურებით" უყვართ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებსაც არა ნაკლებ უყვართ "ყურებით". თუმცა ყველა ქალბატონი ვერ ახერხებს სწორად შეარჩიოს საამებელი სიტყვები.

თუ სუსტი სქესის წარმომადგენლები ნებისმიერ კომპლიმენტს იღებენ, თუნდაც ის ფარისევლობაში გადადიოდეს, მამაკაცებთან მიმართებაში ქათინაურების თემა გაცილებით რთულია.


მნიშვნელოვანია არ დაარღვიოთ დაუწერელი აკრძალვები.

მოერიდეთ:


- საუბარს მამაკაცთან როგორც პატარა ბავშვთან;

-ყველანაირ უხამსობას და ბანალურობას;

-ასევე საკითხებს, რომელშიც არ გაქვთ სათანადო ცოდნა, მაგ. პოლიტიკა და ფეხბურთი. ამ შემთხვევაში ღიმილით და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლეთ.

-ტაბუდადებული თემაა ყოფილის გახსენება, დედამისის კრიტიკა, ასევე შეკითხვის " ხომ გიყვარვარ?"-რეგულარულად გამეორება, მისი საჩუქრების გაკრიტიკება.

-არასდროს გამოთქვათ ნეგატიური კომენტარი, როცა თქვენ მიმართ დადებით გრძნობებს გამოხატავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში როცა შროშანებს მოითხოვთ ვარდების ნაცვლად, ყვავილებს საჩუქრად ვეღარ მიიღებთ.

-ყველაზე გავრცელებული შეცდომაა მამაკაცების კრიტიკა უცხოების თანდასწრებით, მისი მოსმენის სურვილის უქონლობა, ასევე პირველი პაემნიდან ლიდერის როლის აღება საკუთარ თავზე, რაც შემდგომში ნებისმიერ მგზნებარე მოტივებს გადაწონის ურთიერთობაში.

image

მთავარი, რაც ყველა მამაკაცს აერთიანებს, მათი სტატუსის და ჩვევების მიუხედავად-არის საკუთარი განსაკუთრებულობის დადასტურება. მამაკაცის გამხნევება, მისი თვითშეფასების გაზრდა, მხარდაჭერა-არის ყველა გონიერი ქალბატონის ამოცანა. ამასთან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რათა ზედმეტად არ შეაქოთ მამაკაცი და მას განდიდების მანია არ გაუჩინოთ.
მაშასადამე რისი მოსმენა სურს მამაკაცს?

როგორი კომპლიმენტი აიძულებს მას ქვეცნობიერად გამოიწიოს თქვენსკენ და თქვენთან თავი იგრძნოს კომფორტულად და თავდაჯერებულად?

პირველ რიგში, ნებისმიერი მამაკაცი, თუნდა ყველაზე ინფანტილური ყველგან და ყველაფერში ეძებს საკუთარი ძალის დადასტურებას, მისი "მგზნებარე" თვისებების შეფასებას, ამიტომ მარტივი შექება სერიიდან " რა ძლიერი ხარ", როცა ის ქილის სახურავის გახსნაში ან ლურსმნის მიჭედებაში დაგეხმარებათ, მისთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

მისი საქციელის, სიტყვების, საჩუქრის შეფასებას თან უნდა ახლდეს გულწრფელი ღიმილი და ძველი-გამოცდილი " ძვირფასო, ეს საუცხოო იყო".

კომპლიმენტები, რომლებიც მის სექსუალურობას ხაზს გაუსვამს, ასევე საყვარელი თემაა მამაკაცებისთვის.

გაიცინეთ მის ხუმრობებზე-იუმორის გრძნობა სიჭკვიანის მთავარი მაჩვენებელია, ამიტომ ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს თავი მიაჩნდეს ადამიანად, რომელიც გარშემომყოფებს საკუთარი მახვილსიტყვაობით აოცებს.

ხოლო მამაკაცის დარწმუნება კომპლიმენტის ფორმატში უკვე მაღალი პილოტაჟია-სცადეთ მსგავსი გამონათქვამი– "მე ძალას კი არ გატან, უბრალოდ შენ ამას სხვებზე უკეთ გააკეთებ".
»



0
519
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0