x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"ჩემი" ლომისობა
ბებო: ;"ნატა წავედით დღეს ლომისობაა"

მთაზე... უამარავი ქალი, კაცი, ბავშვი, მღვდლები, სანთლები, ხატები, ეკლესია და ცხოველები... ძირითადად ცხვრები ან უკიდურეს შემთხვევაში ძროხები( შესაწირად ხომ ზუსტად ეს ცხოველები დაუწესებია ღმერთს?)

ხალხი მიწაზე ემხობა, ლოცულობს, ხოხავს, ათას დაპირებას იძლევა, თუმცა ამაოს და ფუჭს.. გულით არავინ არაფერს აკეთეთებს... მხოლოდ იციან რომ ესე უნდა...რატომ უნდა?? ვინ თქვა რომ უნდა?/ არ იციან და არც აინტერესებთ, უბრალოდ არც კი ადარდებთ...

ხალხი ლოცულობს .. გვერდით ოდნავ მოშორებით საკლავს კლავენ .. სისხლის ზღვა... ცხოველების ტავგანწირული კივილი... და სასტიკი..სასტიკი ხალხი.. ძველ ცოდვებს ინანიებს, ინანიებს ახალი ცოდვების ჩადენით...


ამხელა სიყალბე... ამხელა ცრუმორწმუნეობა მე ჯერ არსად მინახავს... და იმედია არც ვნახავ.., ლოცვა მთავდება და ეკლესიის გვერდით სისხლის ზღვა მოედინება... უამრავი მოკლული ცხოვლი და ბედნიერი ხალხი... სახლში მიათრებს დაკლულ გვამს და კმაყოფილი ამბობს: "ღმერთმა შეიწირა" .. საბრალო არც კი იცის რას ამბობს... რათ უნდა ღმერთს მისი საკლავი... ან როგორ შეიწირა ღმერთმა როცა ყველაზე ბევრი ერთ საათში მისი კუჭი დაიწყებს მოახრშული ან შემწვარი გვამის გადამუშავებას..

ბრბო.. დაუნახავი...უმადური..გაუნათლებელი.. ცხოველური ბრბო, რომლებიც ინტელექტით იმ ცხოველებზე ბევრად დაბლა დგანან რომელიც შესაწირად მოყავთ .. რისი სწამთ თვითონაც არ იციან... და არც უნდათ რომ იცოდნენ...

"მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა" ისმის საიდანღაც ვიღაცის ბუტბუტი... ჭეშმარიტი??? სასაცილოა... რატომ უნდა გვასწავლიდეს ჭეშმარიტი რელიგია ესეთ სისასტიკეს?? ან რაში უნდა ჭირდებოდეს ღმერთს ჩვენი დაკლული ცხვარი ან ძროხა?? ან სად წერია რომ საკლავის დაკვლით ცოდვებს მოვინანიებთ??

გულისამრევი ბრბო.. გულისამრევი აზრებით...

სასტიკი და დაუნდობელი ხალხი...

ცრუ მორწმუნეები... ბრმა მორწმუნეები...

ბებო:"ნატა წავედით ლომისობაა დღეს"

ფუუუუუუფფფ ნეტა საერთოდ არ გავსულიყავი იმ დღეს სახლიდან...



პ.ს. ფორუმზე ფოტო ვნახე, რომელიც ლომისობას იყო გააგებული და გამახსენდა ჩემი პირველი და უკანასკნელი ლომისობა .. აი ფოტოც... image

8
618
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატაშა
ნატაშა
618
  
2014, 24 აპრილი, 23:32
შეიძლება ცოდვას ჩავდივარ მაგრან : ლომისობაა ქრისტიანული და ჰელუინი სატანისტური?
2013, 26 აგვისტო, 15:03
mxolod ertxel vikavi lomisobis dgesastaulze da ukanasknelad !!! amdeni sisxli da amdeni daxotsili tsxoveli ertad arasdros minaxavs. es sashineli da shemzaravi traditsiaaa, miuxedavad imisa rom patriarkis motsodeba iko shetskvetiliko tsxovelebis aseti xotsva maints grdzeldeba dgemde. Me piradad mag dgis shemdeg xorts agar vekarebi, vegetarianeli gavxdi
2012, 28 დეკემბერი, 3:44
"თქვენი რეალობა" - თქვენს არაქრისტეანულ გამრუდებულ წარმოსახვებზეა დაფუძნებული მხოლოდ !!!
2012, 5 ნოემბერი, 19:20
არაფერი არ მგონია.. მე ის მოვყევი რაც დავინახე ... რასაც ყოველ დღესასწაულზე ვხედავდი ჩემი თვალით.. იქნებ ისიც თქვა რომ არც საკლავის დაკვაა კავშირში მართლმადიდებლობასთან... მე რელობა დავწერე.. ის რაც რეალობაა ჩემტვის... მრევლი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები....
2012, 4 ნოემბერი, 19:46
რაც აქ არის აღწერილი არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ბევრჯერ ვიყავით ლომისაზე ფეხით მოძღვრებთან ერთად წირვაც კი დაგვიყენებია, ეტყობა სტატიის დამწერი მრევლი არ არის და ლომისობა მხოლოდ ცხვრის დაკვლა გონია !
2012, 18 ივლისი, 0:02
შენ ეგ ყველაფერი თვალის გახელა გგონია? შენ იცი აბა..
2012, 17 ივლისი, 13:20
რატო უნდ ამოვერგო ეკლესიას ?? ეს ერთი და მეოერე მე ის დავწერე რაც იმ დღესს იქ ვნახე... არაფერი არ დამიმატებია ერთი სიტყვაც კი.. ჯობია ყველამ გავახილოთ თვალიდა დამღლელი საზოგადოებაც აღარ შეფაწუხებს..
2012, 15 ივლისი, 2:44
თუ არ იცი რატომ იკლება საკლავი, ეკლესიას მიმართე..ყველას მხოლოდ თქვენი თავი ნუ გგონიათ მართალი..დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სახლში თიითქმის არავის მიაქვს..მას გაჭირვებულებს აძლევენ..აჭმევენ, აპურებენ და ესეც ერთ-ერთი ღვთიური საქმეა..თუ არ ეთანხმები კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმეს შეურაწყოფა უნდა მიაყენო..იქნებ ვცადოთ, ჩვენ მოვერგოთ ეკლესიას და არა ეკლესია მოირგოთ თქვენს თავებსა და ინტერესებზე...რა დამღლელი საზოგადოებაა, ღმერთო ჩემო...
0 1 8