x
image
beko777
„კაზანტიპი 2014“ - ელექტრონულ მუსიკას პლუს სექსი პლიაჟზე და პლუს „რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ“
image


სავარაუდოდ 2015 წლის მაისის ბოლოსთვის ქართველ მამაკაცებს შორის მამის სტატუსით მორბენალი „კვიცი გვარზე ხტისო“-თა რიცხვი მომრავლდება, ან მომრავლდება იმ შემთხვევაში თუ 2014 წლის 20-30 აგვისტოს პერიოდში ქართველი მამაკაცების იმ ნაწილს, რომელსაც სიიიგიჟემდე უყვარს (!) ელექტრონული მუსიკა და ჯიბეში 150-200 ლარამდეც უდევს (დღეში) და „კაზანტიპის ფესტივალზე“ წასასვლელადაც ემზადება ანაკლიაში, ჯიბეში პრეზერვატივის ფულიც არ ექნება (უკეთეს შემთხვევაში პრეზერვატივები (10-20 ცალი მაინც).


imageსულ დაიბენით რეებს ვლაპარაკობ ხო? არაფერი განსაკუთრებული - 20-30 აგვისტოს პერიოდში საქართველოში, კერძოდ კი, სააკაშვილის აყვავებულ და გაბუჩქნარებულ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „კაზანტიპი 2014“ ტარდება, პარალელურად - მას თავისუფლების ზეიმსაც ეძახიან ხოლმე, ან ეძახდნენ აქამდე იქ, სადაც ის ტარდებოდა - ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში, ანუ იქ, სადაც დღეს სისხლის და დენთის სუნი ერთმანეთშია არეული - მოკლედ იქ, სადაც ომია!
ხოდა ამ ომის გამო ზეიმმა (!) საქართველოში გადმოინაცვლა და ელექტრონული მუსიკის (!) ჰანგებზე გაააააგიჟებული ქართველები კბილების კაწკაწით ელოდებიან საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლას სტუმრად ამ ფესტივალზე, ძირითადად უკრაინიდან და რუსეთიდან, სტუმართა შორის კი, ბოლო წლების სტატისტიკებს თუ გადავხედავთ - 75%-ამდე ქალიშვილები არიან (ქალიშვილები ეს, რათქმაუნდა არაპირდაპირი გაგებით, - ანუ ქალბატონები)


imageმოკლედ, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი აფიქსირებს, რომ კაზანტიპზე ანაკლიაში შანსი არაა რამე ისეთი მოხდეს, რაც ჩვენი მენტალიტეტისთვის მიუღებელია და ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულიაო, სხვათაშორის ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა საქართველოს კანონმდებლობაში ვერ აღმოვაჩინეთ მუხლი, რომელიც მაგალითად დასჯის წყვილს, რომელიც სექსითაა დაკავებული პლიაჟზე (ანუ მასობრივი თავშეყრის ადგილზე), თუ რათქმაუნდა საჩივარი არ შეიტანა ვინმემ და თავი არ გაიგიჟა... ისიც, მსუბუქი ადმინისტრაციული სასჯელი იქნება და მეტი არაფერი, მაგრამ სავარაუდოდ ანაკლიაში „კაზანტიპზე“ ცოტა რთული იქნება ისეთი ადამაინის აღმოჩენა, რომელიც სასამართლოში სარჩელს შეიტანს - ანაკლიის პლიაჟზე მოსექსავე (!) წყვილი დავინახე და შევწუდი და დააჯარიმეთო :)))



imageსხვათაშორის, აცუნდრუკებულ და კბილებაკაწკაწებული ქართველი მამაკაცებისა კიდე შეიძლება გაიგო, მაგრამ სოციალურ ქსელში ძააალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ გოგონათა (ქალბატონთა) შორის იმ ფაქტმა, რომ მამრები დიიიიდის მონდომებით ელოდებიან სტუმრებს უკრაინიდან, რუსეთიდან - რათქმაუნდა ელოქტრონული მუსიკის (!) მოსასმენად, რომ ჩამოდიან :))) - ხოდა, წერენ ეს ჩვენი ქართველი გოგონები ცინიკურ მესიჯებს, აფიქსირებვენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ქართველი მამრების მიმართ და უეჭველი ეს ქართული, ტიპიური „გრუზინული“ ქალბატონების ეჭვიანობის და მესაკუთრეობის ბრალია - რომელსაც ყოველთვის მხოოოოოლოდ თავისთვის უნდა ქართველი მამრი :)))


imageამ რია-რიაში რატომ არავინ ითვალისწინებს იმას, რომ ე, დალოცვილი „კაზანტიპი“ უფასო არაა და ანაკლიაში იმ ტერიტორიაზე შესვლა ფული ღირს მამრებისთვის, თანაც ისეთი ფული, რომ უბანში ადვილად საშოვნელიც არაა და სავარაუდოდ ანაკლიას უფრო მეტად ელიტ-ბიჭუნების დიდი (!) არმია დააცხრება, ან ნასესხები ფულით და აღებული თავანით გაბედნიერებული ელექსტრონული მუსკის (!) მოყვარული ქართველი ვაჟკაცები :)


მოკლედ - ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზე, რომ არაა ფაქტია და კარგი იქნებოდა თუ ტელეკოპანია 1-ლი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტის რჩევებს გაითვალისწინებდნენ ქართველი მამაკაცები, რომლებიც 20-30 რიცხვებში ანაკლიაში „კაზანტიპზე“ ელექრონული მუსიკის (!) მოსასმენად მიდიან - გედოთ რა პრეზერვატივების აკიდო „რუგზაგებში“, გამოგადგებათ, რადგან სტუმარი ქალბატონები უამრავ დაავადებას ჩამოგიტანენო“ - და მერე, ჩვენ ვართ ცოდონი თქვენს ხელშიო :)) - გაითვალისწინეთ!


imageხოდა, უკვე დაიწყოთ ფულის შეგროვება, ჩალიჩი, უბანში „სხადნიაკზე“ გასვლა რომ ძველი თავანები ჩაიბაროთ, ან მამებს, ბაბუებს გამოვართვათ, ან ერთი კვირა აღარ ვჭამოთ და ხელფასებიდან გადავდოთ - ვინ იცის კიდევ როდის იქნება ანაკლიაში მსგავსი საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის (!) ფესტოივალი :))


პ.ს. ჰო მართლა, ვინძლო ადგილზე ელექტრო მუსიკის (!) ჰანგების მოსმენისას და ტკბობისას, შემთხვევით თავს მართმადიდებელ მშობელთა კავშირის და ჩვენი რწმენის მახვილიანი დამცველები დაგადგნენ, ამისთვისაც მზად იყავით...


image


image


image


image


image


1
654
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
654
  
2014, 19 ივლისი, 22:45
თემა და სტატიას არა მაგრამ ავტორი ამ იუმორისტული დამოკიდებულებისათვის იმსახურებს მოწონებას
0 1 1