ჩოგბურთი ჰიუიტის მიღწევები 2014, 14 ივლისი, 20:16 ავსტრალიელი ვეტერანი ჩოგბურთელი ლეიტონ ჰიუიტი 2014 წელს პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ტურნირი ერთბაშად ერთეულთა და წყვილთა თანრიგში მოიგო. აშშ-ის ნიუპორტის შეჯიბრების ერთეულთა ფინალში ჰიუიტმა ხორვატ ივო კარლოვიჩს 6:3, 6:7, 7:6 სძლია, ხოლო ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ლეიტონმა თანამემამულე კრის გუჩიონესთან ტანდემში ამერიკელ რაჯივ რამისა და ებრაელი იონათან ერლიხის დუეტს მოუგო. გოჩა კაჭარავა 6 შეფასება არ არის
|