x
image
worldsport.ge
ნადალი საპატიო მადრიდელია

imageმსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი რაფა ნადალი ამჟამად ესპანეთის დედაქალაქშია, სადაც “მასტერზ1000”-ის საჩემპიონო ტიტულის დაცვას შეუდგება. დღეს კი სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ტრიუმფატორი მალიორკელი მადრიდის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.
რაფა ნადალი მადრიდის საპატიო მოქალაქედ “განსაკუთრებულად წარმატებული კარიერისთვის, სპორტის მეშვეობით ქალაქთან ხანგრძლივი ურთიერთობისა და სპორტული იდეალების პოპულარიზაციისთვის” აირჩიეს.
შეგახსენებთ, მადრიდის “მასტერზ1000”-ის შარშანდელ ფინალში ნადალმა სტანისლას ვავრინკას მოუგო და მესამედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. მადრიდში სამჯერ შვეიცარიელ როჯერ ფედერერსაც უმარჯვია.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0