x
image
worldsport.ge
ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა

imageამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 140-ე ნომერი ანა ტატიშვილი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბრიტანელი იოჰანა კონტა 6:4, 7:5 დაამარცხა, მეორე მატჩში უზბეკ ამანმურადოვას 7:6, 6:3 მოუგო. დღეს დილით კი ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში მსოფლიო რეიტინგის 175-ე ნომერი პოლონელი კატარჟინა პიტერი 6:2, 6:0 გაანადგურა, მატჩი სულ 53 წუთს გარძელდა. აღსანიშნავია, რომ ტატიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი სეტწაუგებლად დასძლია. ანას მეტოქე 1/64-ფინალში, მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერი, 44 წლის იაპონელი კიმიკო დატე-კრუმი ინქება. იაპონელი თავის ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. კიმიკომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი ირინა-კამელია ბეგუ სამ სეტში დაამარცხა. ანა და იაპონელი აქამდე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, სამივეჯერ “ჰარდის” საფარზე. ურთიერთშეხვედრებში კიმიკო 2:1 იგებს. მატჩის გამართვა 19 იანვარს არის დაგეგმილი, თუ წვიმამ არ მაღალმა სიცხემ არ შეიტანა კორექტივები.
ტატიშვილმა ძირითად ბადეში გასვლით უკვე 34 500 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ტურნირის სრული საპრიზო ფონდი 40 მილიონი დოლარია.
ანას საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითადი ბადის მეორე ეტაპია, სადაც მაშინდელ მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან დანიელ კაროლინა ვოზნიაცკისთან 6:1, 7:6 დამარცხდა.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0