x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ყველაზე ცნობილი მექალთანეები
ჯენე სიმონსი-ამ კაცზე უკვე ლეგენდები დადის, ამბობენ რომ მას 5 ათას ქალთან ჰქონდა კავშირი.ჯგუფ kiss-ის ბასისტი სხვა რამითაც გამოირჩევა, საყოველთაოდ ცნობილია მისი გრძელი ენა.ვაჟიშვილობა 14 წლისამ დაკარგა.ერთხელ იგი 7 ქალთან ერდროულად ერთობოდა.რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო?როგორც თვითონ აცხადებს- "არასოდეს არ ეწეოდა, ნარკოტიკებს არ იღებდა და ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამთვრალა.ქალებთან გულწრფელი უნდა იყო, გაუზიარო შენი სურვილები და დაელოდო, როდის აინთება მწვანე შუქი"image

ხულიო იგლესიასი.-69 წლის მომღერალს 8 შვილი ყავს, იგი ორჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ მისი საყვარლების რაოდენობას თვლა არა აქვს.მხურვალე რომანი ჰქონდა მსახიობ მარიო ალონსოსთან, ვენესუელელ ვირჯინიასთან.როგორც ესპანური პრესა წერს, მან დონ ჟუანს და კაზანოვასაც კი გადააჭარბა.



თვითონ მომღერალი თავმდაბლად იღიმის და ამბობს:"იმდენად მოუცლელი ვარ, რომ ქალები კი არა, ხანდახან ტუალეტში შესვლასაც ძლივს ვასწრებო."image






























ჩარლი ჩაპლინი.-იგი 28 წლისა იყო პირველად რომ დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე.მას შემდეგ კიდევ 3-ჯერ იქორწინა.მას არაჩვეულებრივად შეეძლო მოპყრობოდა ქალებს, გონებამახვილი, იუმორის გრძნობით ხიბლავდა მათ.იგი არ იყო სექს-სიმბოლო კლასიკური გაგებით, მაგრამ უამრავი საყვარელი ჰყავდა.

image

ჯონი დეპი.-წარმოიდგინეთ ქალი შედის ღამის კლუბში ან ბარში.ათობით გალეშილი მამაკაცის მზერა ერთდროულად არის მისკენ მიპყრობილი.ვიღაცა მსუნაგი, ავხორცი მზერით ათვალიერებს, რომელიღაცა ბლუყუნით სულელურ კომპლიმენტს ესვრის.დაბნეული ქალი ჯდება ბარში, ცოტას ამოისუნთქებს და შემდეგ დარბაზს მოათვალიერებს.ხედავს კუთხეში წყნარად მჯდარ მამაკაცს, რომელიც ყურადღებას არავის აქცევს და მშვიდად მიირთმევს სასმელს. დააკვირდება და მასში ჯონი დეპს ამოიცნობს.როგორც ფსიქოლოგი სიუზან ჰაიკოკსი აცხადებს -''იგი მშვიდად ადევნებს თვალს მოვლენებს, ამჯობინებს იყოს ჩრდილში, რაც ქალის ცნობისმოყვარეობას იწვევს''.ჯონი ყოველთვის მარტო დადის ბარში, სვამს ცოტას, არ ლაქლაქებს ბევრს.

არ არსებობს საღამო, რომ ჯონი ბარიდან მორიგ ქალბატონთან ერთად არ გამოვიდეს.image


უორენ ბიტი-ყველაზე დიდი მექალთანე ჰოლივუდში.50 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მისი საყვარლები იყვნენ ფეი დანაუენი, ჯოან კოლინზი, ელიზაბეტ ტეილორი, ბრიჟიტ ბარდო, ჯეინ ფონდა, ჯული კრისტი, კეტრინ დენევი.ეს მისი თაობის მსახიობები.

შემდეგ მორიგ თაობასაც "არ აწყენინა"და მადონა, გოლდი ჰოუნი, ელ მაკფესონიც ზედ მიაყოლა.რაში მდგომარეობს მისი წარმატება?როგორც მისი ყოფილი საყვარლები აცხადებენ-იგი არა მარტო სექსუალურია, არამედ უაღესად ნაზია, ყურადღებიანი და იდეალური ქცევის ნორმები აქვს.image





























ფიდელ კასტრო-ამბობენ კუბის დიქტატორს 35 000 ქალთან ჰქონდა სქესობრივი კავშირიო.ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით კომუნისტურ ლიდერს დღეში მინიმუმ 2 ქალი შეყავდა საძინებელში 40 წლის განმავლობაში.

შეიძლება ზემოთ მოყვანილი ციფრი ზუსტი არაა და გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ კუბის დიქტატორს, რომ უამრავი ქალები ჰყავდა ეს ფაქტია.როდესაც ანა ლუიზე ბარდახმა თავის სტატიისთვის ჰკითხა კასტროს თუ რამდენი შვილი ჰყავდა, კასტრომ უპასუხა:"ალბათ მთელი დინასტია".

ხელისუფლებაში მოსვლანდე, რევოლუციამდე და 1959 წლის რევოლუციის შემდეგაც ქალებს მასზე გული მისდიოდათ.


image

ჯაკომო კაზანოვა-იტალიელი ავანტურისტი, რომლის სექსუალური თავგადასავლები ლეგენდად იქცა.დაიბადა1725 წელს იტალიაში

სახელისა და სიმდიდრის ძიებაში მოიარა თითქმის მთელი ევროპა, იყო ჯარისკაცი, ბიბლიოთეკარი და მუსიკოსიც.

არაერთხელი იჯდა ციხეში.კაზანოვას ეკუთვნის ისტორიული თხზულებანი:”ისტორია მღელვარებისა პოლონეთში” “ 73 წლის მანძილზე სარეცელი გაიყო122 ქალთან, რომელთა შორის იყვნენ წარჩინებული მანდილოსნები, მსახიობები, მოცეკვავეები, მოსამსახურეები, კურტიზანები, ბერძენი მონები, 5 და და მათი დედა, ტრანსვესტიტი, ნიმფომანიაკები, მონაზვნები და ბებერი კუზიანი ქალი, რომელთანაც იმიტომ დაამყარა კავშირი, რომ ამ უკანასკნელს გახდის არ შერცხვა. ქალები ჭკუას კარგავდნენ მასზე, ცოლიანი კაცები ეჭვიანობდნენ, უცოლოები კი მის ადგილზე ყოფნას ნატრობდნენ.სიბერეში დაწერა მოგონებები "Histoire de Ma Vie".image

7
225
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
2014, 6 ივლისი, 19:17
შემდეგ მორიგ თაობასაც "არ აწყენინა"და მადონა, გოლდი ჰოუნი, ელ მაკფესონიც ზედ მიაყოლა.



ამ წინადადებაზე ბევრი ვიცინე:)))))))
2014, 6 ივლისი, 17:15
შეიძლება მქონდეს ნანახი, ჰოო, იმდენად აქტუალურია, რომ მეც მაქვს მასზე ორი სტატია :) ჯონი დეპიზე კი პირველად მესმის, რომ მექალთანეა :)
2014, 6 ივლისი, 17:07
სხვათა შორის მაგაზე ცალკე მაქვს გამოქვეყნებული სტატია..დი კაპრიო და ქალები"
2014, 6 ივლისი, 17:05
კი რა თქმა უნდა, ლეოზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ დღე არ გავა რომელიმე საიტზე მის თავბრუდამხვევი საყვარლების სიას არ განიხილავდნენ, იმდენად აქტუალურია ლეო 90-ნი წლებიდან, რომ...
2014, 6 ივლისი, 17:01
მასე კიდე ბევრია...ბაირონი,ნიკოლსონი...კალიგულა და რა ვიცი კიდე
2014, 6 ივლისი, 16:55
"Dicaprio" რატომ არაა ამ სიაში?? :D
0 1 7