x
image
beko777
გოგონა "კემოსიდან" - ქეთი მოსიძე
imageქეთი მოსიძე - გოგონა "კემოსიდან"


დაიბადა - თბილისში, 21 ივლისს 1995


მუშაობს - კომპანია კემოსს-ში დიზაინერად


უყვარს - ადამიანებთან ურთიერთობა, ხატვა, მოგზაურობა და კითხვა.



სძულს - პირფერი ადამიანები, ზარმაცები მოღალატეები და ჭორიკნები.


სურს - ჯამრთელობა, ჰქონდეს ბევრი ფული, დაეხმაროს ადამიანებს და ჰქონდეს დიდი წარმატება პროფესიაში.


ქალი და სამსახური - ქალმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს რა უყვარს და აუცილებლად უნდა იმუშაოს იქ სადაც დააფასებენ მის შრომას.


imageქალი და მამაკაცი - ბევრ ქალს შეუძლია მოხიბლოს მამაკაცის გული, ბევრ ქალს შეუძლია დაიპყროს მამაკაცის გონება, ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცი აიყვანოს ცაში, ასევე, შეუძლია ქალს გაანადგუროს მამაკაცი. ქალი ყველაზე კეთილი და ყველაზე გულქვა არსებაა. ნურცერთი მამაკაცი ნუ შეეცდება ქალის დამონებას.


საყვარელი სუნამო - აგენტ პროვოცატეურ.


საყვარელი ფილმი - ჯეინ იარი.


imageწელიწადის საყვარელი დრო - ზაფხული.


საყვარელი ფერი - ფირუზისფერი.


აზრები ომზე - თუ ჩვენ არ ვიქნებით ომის წინააღმდეგნი, მაშინ ჩვენ ის გაგვანადგურებს. გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომი ბოროტებაა. ბუნებით პაციფისტი ვარ .


აზრები სიყვარულზე - ჯერ არავინ მყვარებია, მაგრამ მგონია, რომ სიყვარული არ უნდა იყოს საჭიროებისთვის, სიყვარული უნდა იყოს მხოლოდ ბედნიერებისთვის.


აზრები ქართველ კაცებზე - ჩემი აზრით ქართველი კაცი არის ღირსეული და ქალის ყველაზე დიდი ქომაგი.


აზრები ქართველ ქალებზე - მიუხედავად მძიმე პირობებისა, ქართველი ქალი უკიდეგანოდ თავდადებული დედაა და თავდადებული მეუღლეა, დღესაც და ისტორიულადაც ქართველმა ქალმა გადაარჩინა თავისი ოჯახი დაღუპვისაგან. ქართველი ქალი ჩემთვის გამძლეობის სიმბოლოა.


imageსჭირდება - ოჯახის და მეგობრობის თანადგომა რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს.


წარმატების ფორმულა - სწორად არჩეული საქმე, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა.

0
289
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0