x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
დიალოგი ისტორიკოსთან

ჩემთან მოვიდა ერთი ნაცნობი და მთხოვა:
–ბანკიდან საკმაოდ დიდი კრედიტის აღებას ვაპირებ და როგორც ამ საკითხების პროფესიონალმა (ბანკთან ფინანსური პრობლემების გამო 4 წელია სასამართლოდან არ გამოვსულვარ!), მინდა დამეხმარო ფინანსურ საკითხებში. მე ისტორიკოსი (დოქტორი) ვარ და ამ საკითხებში ვერ ვერკვევი; ანუ, როგორც არისტოტელემ თქვა: მე ყველაფერი არ ვიციო.
– არა ეგ სოკრატემ თქვა ასეთნაირად: მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.
– ჰო სოკრატემ, რომელიც არისტოტელეს მოსწავლე იყო.
– არა, არისტოტელე პლატონის მოსწავლე იყო, ხოლო პლატონი სოკრატესი. არისტოტელე კი მაკედონელის მასწავლებელი იყო.
– ჰო, მაგან უთხრა არა მზეს ნუ მიჩრდილავო?
– არა, ეგ დიოგენემ უთხრა, კასრში რომ ცხოვრობდა და დღისით სანთლით დადიოდა, ადამიანს ვეძებო.
– აჰა დიოგენემ, რომელმაც დაადგინა, რომ სინათლე მოძრაობდა.
–არა ეგ ემპედოკლემ დაადგინა, რომელიც სოკრატეზე ადრე ცხოვრობდა.
– ჰო, ცისარტყელა საიდან ჩნდებოდა ეგ რომ გამოიკვლია და დაიჭირეს?
– არა ეგ როჯერ ბეკონი იყო და XIII საუკუნეში მოღვაწეობდა.
– მგონი ჯობს ფინანსურ თემაზე გადავიდეთ...

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0