x
image
beko777
ქართული ეტიკეტი
image


ყველა ქვეყანას ახასიათებს თავისი ეტიკეტი და ქცევის ნორმა სხვადასხვა სიტუაციაში.როგორც ჩანს ქართველები ამ ნორმებით შედარებით ნაკლებად ვართ შეზღუდულები. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ეთიკის წესების ორ ტიპს: საერთო ქცევის წესებს და წესებს, დამახასიათებელს ქართველებისათვის.ქცევის ეტიკეტი ძალიან მომაბეზრებელი დაუწერელი კანონია, რომლის შესრულებაც მართლაც დიდ ნებისყოფასა და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ რა იცით სად აღმოვჩნდებით და სად დაგვჭირდება
ეტიკეტი არის ქცევის კოდექსი, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ. ეტიკეტი ფრანგული სიტყვაა, რაც ნიშნავს რაიმეზე დაშვების ბილეთს. ეს სიტყვა საერთაშორისო ენაში პირველად 1750 წელს გამოჩნდა.

ქართული ეტიკეტი


imageშეხვედრა და მისალმება


* როდესაც ქართველები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ეუბნებიან “გამარჯობას”, თუკი მათი ურთიერთობა უფრო დამთბარია ვიდრე უბრალოდ ნაცნობობა ხელის ჩამორთმევა გადაკოცნით იცვლება.
* საქართველოში ახლო ადამიანებისადმი მიმართვა მხოლოდ სახელებით შემოიფარგლება, ყოველგვარი “ქალბატონო” “ბატონო” ან მსგავსი მიმართვების გარეშე.
* ოფიციალური მიმართვისას კი საქართველოში ძირითადად ზემოთხსენებული “ბატონო” და “ქალბატონო” იხმარება.
* იშვიათად ქართველები ერთმანეთს მიმართავენ “ტიტულით” და გვარით ერთად. მაგალითად, ფოსტალიონო კაკაბაძე :ლოლ2: .
საჩუქრის მიცემის ეტიკეტი
* ისევე როგორც ევროპაში, საქართველოშიც საჩუქრებს ძირითადად დაბადების დღეებზე და ახალ წელს ჩუქნიან (ეს ცუდია).
image* საქართველოში ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით საჩუქარს ადრესატის მფარველი ანგელოზის ხსენების დღესაც ჩუქნიან. მაგალითად, გიორგობას გიორგის და ა.შ.
* საქართველოში საჩუქარს არა აფასის არამედ მნიშვნელობის მიხედვით აფასებენ. გულით ნაჩუქარი ჯობია უგულოდ ნაჩუქარ ბენტლის. რიავიცი რიავიცი…
* ქართულ ოჯახში მისვლისას თან უნდა წაიყოლოთ ტკბილეული ან ყვავილები.
* საქართველოში დაკრძალვაზე კენტი რაოდენობის ყვავილები მიაქვთ.
* საქართველოში ნაჩუქარი საჩუქრის გულმოდგინედ შეფუთვა საჭირო არაა.
* სტუმრობისას რაიმე პატარა საჩუქრის მიტანა ბავშვისთვის ძალიან ფასდება.
* საჩუქრის მიღებისას გახსნა საჭირო არაა, ეს სასურველია სტუმრების ბოლომდე წასვლისას მოხდეს.



image


0
1523
5-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0