x
image
beko777
ისეთი დრო დადგა, ბოროტებას კი არა, სიკეთეს ებრძვიან
მამა ვახტანგ ასათიანი: - ისეთი დრო დადგა, ბოროტებას კი არა, სიკეთეს ებრძვიან


imageმართლმადიდებლობა ჩვენი ეროვნულობის განუყოფელი ნაწილია. მართალია, ბევრი რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი არცთუ ისე შორეული წარსულის - საბჭოთა წყობილების იდეოლოგიიდან ეკლესიისკენ შემოტრიალდა, თუმცა მაშინდელ თაობას დღესაც აქვს ეს გავლენა შემორჩენილი, რაც რათქმაუნდა ყველაზე არ ვრცელდება.
რა მდგომარეობაა დღეს სინამდვილეში მრევლში, რა შეიცვალა? რატომ არის სამღვდელოება სუროგაციის წინააღმდეგი? რამდენად არის ეკლესია საერო ცხოვრებაში ჩართული? ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა ნაძალადევის რაიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი - მამა ვახტანგ ასათიანი.


მამა ვახტანგი მრავალშვილიან ოჯახში აღიზარსა. ღვთის სიყვარული ბებიამ შთაუნერგა, რომელიც ძალიან მორწმუნე ქალბატონი იყო. ყოველთვის უყვარდა ბებიასთან დაძინება, რადგან ძილის წინ მისთვის საინტერესო და საყვარელ ამბებს უყვებოდა ბიბლიიდან, იესოს ცხოვრებაზე, რომელთა მოსმენა საოცრად მშვიდ ძილს ჰგვრიდა. ძალიან პატარა იყო, როდესაც ბებიას რუსულ ეკლესიაში დაჰყავდა, წირვა-ლოცვა არა, მაგრამ თეთრ თავსაფრიანი რუსი ქალები და მაშინდელი სეფისკვერის საოცარი გემო დღესაც ახსოვს. მამა ვახტანგი იხსენებს: ” ისეთი დრო იყო, მაშინ პირჯვირის წერის მეტი არაფერი ვიცოდით, გაგონილი გვქონდა რაღაცეები, ჩამოყალიბებული არ ვიყავი, თუმცა შინაგანი რწმენა, რომელიც ადამიანს თელეოლოგიურად და ღვთიურად აქვს მინიჭებული ყოველთვის მქონდა. სკოლას ისე ვამთავრებდით ბავშვებს სახარება არ გვქონდა წაკითხული. ბავშვობაში (არ ვტრაბახობ, მომიტევოს უფალმა) ყოველთვის სამართლიანობა და დაჩაგრულის გვერდით დგომა მიყვარდა. ვერ ვიტანდი ჩაგვრას, უსამართლობას.”


image



უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. შინაგანი მოთხოვნილება ყოველთვის ჰქონდა. ლოცვებს ახლობლის რვეულიდან კითხულობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა არის მწუხრი, ცისკარი, რა ხდება და როგორ? ნელ-ნელა დაინტერესდა, დაიწყო ეკლესიაში სიარული. სიონიც კი არ იცოდა სად იყო და მისი ხილვით გამოწვეული საოცარი ემოცია დღესაც ახსოვს.


პატრიარქის პირველად ხილვამ მასზე საოცარი, ხოლო მის ცხოვრებაზე გარდამტეხი შთაბეჭდილება მოახდინა. მამა ვახტანგი იხსენებს: ”1976 წელია. ამ დროს 24 წლის ვარ. ჩამოვიდა სამღვდელოება საბერძნეთიდან, დაახლოებით ოც კაცამდე. სიონში აუარება ხალხია. წირვა მთავრდება, გამოსულია არიან უკვე ამბიონზე, ლოცავენ ხალხს და მიდიან. მათ შორის ერთმა ულამაზესმა, ყველასგან გამორჩეულმა სამღვდელო პირმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და ჩემს ნათლიდედას ვეკითხები - ვინ არის მეთქი ეს ლამაზი პიროვნება. ნანას გაუკვიდა - ეს შენ არ იცი? ქართველია, ჩვენია, სოხუმის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. ნანახი არ მყავდა, ჯერ არ ბრძანდებოდა პატრიარქი. ისე გამიხარდა და ისე მომნუსხა ამ პიროვნების ხილვამ, ჩემდა უნებურად მივატოვე ყველა და უკან ავედევნე. ფეხით მიდიოდა ერთ კაცთან ერთად, მაშინ არ ვიცოდი ის კაცი ვინ იყო, ახლა კი ვიცი - მისი ძმა. ცხვარივით მივდევდი, ბოლოს მოედანზე გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ისეთი მონუსხული ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მას შემდეგ ვარ სიონში. მაშინ სტიქროსნებიც კი არ იყვნენ, არც მგალობლები, ნეველის ეკლესიიდან მოდიოდნენ სიონში პატრიარქის შესამოსად, მერე ნელ- ნელა შევემატეთ.”


image

მღვდლად ოცდაათი წლისა ასაკში ეკურთხა. პატრიარქმა მალე შესთავაზა გაკურთხებო. დასთანხმდა, ხოლო კურთხევის წინა დღეს უარი უთხრა.”რაღაცნაირად შევშინდი. ჯერ არ ვარ ვითომ მზად მეთქი, მე მზად როდის ვიქნებოდი (იცინის), ან როდის იქნება ადამიანი ღვთისმსახურებისთვის მზად. დავრჩი ასე დიაკვნად. ეს იყო 1978 წელს. მერე მე ვეხვეწებოდი პატრიარქს -მაკურთხე რა-მეთქი და 1981 წელს მაკურთხა ხაშურში”. მერე იყო ნიკორწმინდაში, ღვთისმეტყველის ეკლესიაში, ახალციხეში. მერე თბილისში სასულიერო აკადემია გაიხსნა. მანამდე ხომ სასულიერო აკადემია არ არსებობდა. მამა ვახტანგი ამ აკადემიის პირველი კურსდამთავრებულია. ეკონომიურ ფაკულტეტზე ბოლო სახელმწიფო გამოცდა ჰქონდა დარჩენილი, არ ჩააბარა, მიატოვა. მისი ოჯახი საშინლად შეხვდა მის მღდლობას, ფიქრობდნენ - დაიკარგა კაცი, მის მეგობრებს ეძახდნენ, იქნებ როგორმე მოაბრუნოთო.


- მამა ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, მრევლში რა შეიცვალა?
- მრევლში რწმენის ხარისხი საკმაოდ შეიცვალა. როგორც ლოცულობ, ისე ცხოვრობ, არა? განათლების დონე გაიზარდა. ჟურნალები, გაზეთები, ბროშურები გამოდის. სამრევლო სკოლები გაიხსნა.
- როგორია იყო მოძღვარი? რამდენად რთული საქმეა მრევლთან ურთიერთობა, როგორც მოძღვარს რა გწყინთ, რა გიხარიათ, რა არ მოგწონთ?
- თუ მოწოდება არ აქვს ამისი, თუ მოძღვარი ხელდასხმული, გამორჩეული არ არის, მრევლთან კავშირი იკარგება. კონტაქტი უმთავრესია. ერთ-ერთი ფაქტორი არის ”შეწირო თავი თვისი”. მრევლი ყველაფერს კარგად გრძნობს. მრევლი არის უშუალო კამერტონივით თითოეული ადამიანი ჩემთვის არის ლაკმუსი. უშუალო ურთიერთობიდან დაინახავ, რა არის მათთვის აქტუალური, რაზე არიან ორიენტირებულნი. თითოეული ადამიანი არის ინდივიდი, მიკროკოსმოსი, თავის თავში სამყაროს იტევს. ადამიანში - პირველ ადამში სამყაროს დაცემა მოხდა, ხოლო მეორე ადამში - იესო ქრისტეში- სამყარო აღსდა. ანუ ყველაფერი, ყველა ადამიანი რესტავრირებადია, ყველაფრის აღდგენა შეიძლება. როგორც მოიქცევა ისე იქნება.
- რამდენად მნიშვნელოვანია, რაიმე საქმის დაწყების წინ მოძღვრისგან კურთხევის მიღება?
- კურთხევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შვილო. კურთხევა ყველაფერს მადლმოსილებაში მოიყვანს. ყველა საქმეს თავისი პრობლემა, სიმძიმე დაჰყვება. როცა უფლისკენ გადადგამ ფეხს, ის შენსკენ გადმოდგამს. შენ უფლის საქმეს აკეთებ, უფალი შენსას. შენ რომ უფალს შეიყვარებ, ის შენ შეგიყვარებს და რომ შეგიყვარებს ”გამოგიცხადებს თავსა თვისსა”. საერთოდ ადამიანის ყოფიერების კვინტენსაცია არის უფალთან ერთობა და უფალთან მყოფობა. ღმერთი თავს გთავაზობს, მაგრამ არჩევანი შენზეა დამიკოდებული და აი, ამ არჩევანის მიხედვით ხდება მერე შენი შედეგი. აქედან გამომდინარე, შენ რომ უფალს მიმართავ, უფალი - მამა მოსიყვარულე, მამა მზრუნველი ყოველთვის გეხმარება. მამას ვეძახით, იმიტომ რომ მამას შვილისთვის, მემკვიდრისთვის ყველაფერი აქვს. ჭეშმარიტი მამა ყველაფერს უტოვებს შვილს. ასეთი მარადიული სიყვარული სამების ერთობის საფუძველია. მასშია ყველაფერი და თუ რა არის შენთვის სასარგებლო, მან უკეთ იცის. უფალი ამ ყველაფერს მარადიულ აწმყოში ხედავს. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება, როგორ იქნება, ჩვენთვის რა სჯობია, ამიტომ უფალი ამ საუკეთესო არჩევანს ხშირად გვიგვიანებს. ჩვენ ახლავე გვინდა, მაგრამ ახლა რომ მივიღოთ, ვერც ვიგრძნობთ, რომ ის საუკეთესოა. მამამ რომ ბავშვს ყველაფერი შეუსრულოს, ის მამა კი არა, მტერი იქნება, იმიტომ რომ ბავშმა ისეთი რამ შეიძლება მოითხოვოს, რომ მისცე შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ უფალი გვირჩევს ამას, ხან გვიგვიანებს, გვიხსნის, როგორ, რა მადლით მიიღება და რათქმაუნდა ლოცვა მაინც გადამწყვეტი და აუცილებელია.
- დღეს ხშირია მოძღვრის გამოცვლა. რამდენად და რა შემთხვევაშია დასაშვები სხვა მოძღვართან წასვლა?
- მოძღვარს არ იცვლიან შვილო. მამის გამოცვლა არ შეიძლება. დიდება უფალს, ის ერთადერთია. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი სხვა ქალაქში გადადის, ან მოძღვარი მიბრძანდება სხვაგან. სხვაგან გადასვლის დიალექტიკაც უნდა არსებობდეს. ასე სპონტანურად რომ წახვიდე შენ გაკლდება ის სულიერი კრისტალები, ამას შენ თვითონ არღვევ, იმიტომ რომ ერთმანეთს შეხვდა ორი ადამიანი, იქ შენ ჩადევი შენი ელემენტი ხვაშიადის განდობით, ამის უცებ მოშლა და გადანერგვა არ შეიძლება. ”ფეხთა ძვრა საძაგელ არს წინაშე ღვთისაო”, ” აგორებული ქვა ხავსს ვერ მოიკიდებსო, ”შენს ეზოში დარგული პანტა გერჩიოს, სხვის ეზოში დარგულ თურაშაულსო.” ”შენი ჭის წყალი დალიე, ვიდრე სხვისიო”, ამასთანაც შეიძლება ასოცირება მოახდინო. ის ხელდასხმულია შვილო.მასზე მადლია გადმოსული, რომელიც შენ სულიერ ცხოვრებაში გშობს და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, თუ სერიოზული მიზეზი არ გაქვს.
image
- მამო, დღეს გახშირდა ჯვრის აყრაც... რამდენად შეიძლება და ეს ხომ არ აკნინებს ჯვრისწერის მნიშვნელობას და მადლს?

- ეს საშინელი მოვლენაა, შვილო. აქ მხოლოდ ცოლ-ქმრობა კი არ არის. ადამიანთა ურთიერთობის, ნათესაობის, მტერ-მოყვრობის მთელი სისტემა ყალიბდება. ეს ნათესაობა თაობებზე გრძელდება. ამის ასე მოშლა, მერე სხვაგან გათხოვება - გამოთხოვება ძალიან მწვავე საკითხია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნათესაობის შემდეგი ყოფიერებანი არსებობს - ეს არის ნათლი-მირონობაა, სისხლით ნათესაობა, ძუძუმტით ნათესაობა, და მძახლით ნათესაობა. ნათქვამია - ”ნათლიის გავლილზე, ნათლული არ გადაივლისო”.
- მამაო, დღევანდელ გაჭირვებულ ქვეყანაში, რა არის სიცოცხლის არსი?
- გაჭირვება იქნება თ დალხენა, მითუმეტეს გაჭირვებაში, მთავარია კაცმა ”სული თვისი იზღვიოს.” ” რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისა თვისისა”. ადამიანში ყოველთვის იყო და არის ეს აქტუალური და და ფასეული. ”ყოველივე კეთილ ზეგარდმო არს შთამომავალსა მამისაგან ნათლისა”. ჩვენ ვართ ამ ”ნამუშაკევსა და გამზადებულსა ზედა” და გავარჩიოთ ბნელი ნათლისაგან, მწარე ტკბილისაგან, ცრუ ფლიდისაგან - სიმართლისა და მშვიდობისათვის.
- მშვიდობაც უდიდესი ნიჭია. ”მშფოთვარემ არა ქნას საქმენი ღვთისანი”. ღმერთის სიყვარული მაინც უმთავრესია. სიყვარული განუსაზღვრელი ცნებაა. სიყვარულს არ აქვს საზღვრები. მტერ-მოყვარესთან შედარებით სიყვარულს არაფერი ეფარდება. აბსოლუტური ცნებაა. მტრის სიყვარულიც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ მას საზღვარი, დასასრული არ აქვს. რა არის ღმერთი? – ’’რომელი არს ყოველი ყოველივეში’’ - ანუ მიზეზიც არის და მიზანიც. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო? - ნამეტნავი სიყვარულისაგან გარდამოიღვარა მთელი სამყარო, ხილული და უხილავი.
- მამა ვახტანგ, რა არის ბედნიერების, წარმატების საიდუმლო?
- მამაზეციერმა ამ სამყაროში ადამიანი გვირგვინად გააჩინა, თავისუფალი ნებით. ”თავის თავისუფლება შეზღუდო შენი თავისუფლებით”, ანუ თავისუფლება ისეთი სათუთი, სათნო და საყვარელია, რომ თავად უფალიც არ ეხება. ამიტომ არ გაიძულებს შენ, თავად უნდა აიძულო ღმერთი ეძებო. ”ეძიებდე და ჰპოვებდეო”. უფალი ბრძანებს: ”მონამ არ იცის თავი თვისი, არა გეტყვით მონად, არამედ გეტყვით მეგობრადო”.. ადამიანში ეს არის ყველაზე დიდი სანუკვარი - თავისუფალი ინდივიდუალური პიროვნება, შენ რომ გახდები, შენი ნებით. ადამიანი არის პერსონა და არა, მეორე რიგის ობიექტი. ამიტომ შენში ეს თავისუფალი ნება, ეს ცნება უნდა წარმართო ღვთისკენ, ჩაერთო მისტერიებში, წირვა-ლოცვაში.
- მამაო, რას იტყვით სუროგაციის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე? რატომ არ არის სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენა მისაღები?
- ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომბუნებრივად ყველაფერი კარგია შვილო. ოჯახის შექმნა, ჯვრის წერა, ის სითბო, სიყვარული, ბუნებრივი გზით ჩასახვა.
- მაგრამ როდესაც ბუნებრივი გზით ჩასახვა შეუძლებელია, რა ქნას წყვილმა?
- ახლა წარმოიდგინე შენ რა არის სუროგაცია. აიღო ვიღაცის კვერცხუჯრედი, ამ სუროგატმა ქალმა თავი შესთავაზა, მის მუცელში მოხდა ამ ემბრიონის ჩამოყალიბება, მერე ამ ემბრიონის მესაკუთრე არის ვიღაც, ვინც დაუკვეთა და რა გამოდის? ერთი უჯრედი სხვისია, მეორე სუროგატია, მესამე დამკვეთი და ოთხი-ხუთი დედ-მამა შეიძლება ჰყავდეს ამ ბავშვს. ეს მისი პიროვნული და საზოგადოებრივი სეკულირების მიზეზი და საფუძველია. მისი ადაპტაცია საზოგადოებაში იქნება, მაგრამ თვითონ ოჯახი ხდება პრობლემური ამ გაგებით, თორემ ბავშვთან რა პრობლემა გვაქვს, თნ ამ ბავშვების საზღვარგარეთ გადინებაც ხდება, ჩვენ ესეც ვიცით, ბევრი ითხვის ნიშანი ჩნდება. ხვდებიან ერთსქესიან ოჯახებში, ძალიან პრობლემატური სიტუაციაა.
- სუროგაცია გახდა ფაბრიკაცია, შემოსავლის წყარო. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სუროგანტები არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც შობადობის უნარი გააჩნიათ, ხოლო ინტელექტი დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული, დედობრივი გრძნობა ძალიან გაუცხოებული აქვს. ამას ინტელიგენტი, მაღალზნეობრივი ქალი არ გააკეთებს. თუნდაც მერე ეს კასტა, ეს გენი მოდის. ესეც პრობლემატური საკითხია. გაუცხოების ერთ-ერთი ტენდენციაა.
- რას ურჩევთ ერს?
- დღეს სოლიდარობის გრძნობა დაქვეითებულია. ისეთი პერიოდი დადგა, ბოროტებას კი არა, სიკეთეს ებრძვიან. მტერს და ავს, მაგრამ როგორც დიდი თეოლოგი, როუზი სერაფიმე ამბობდა: ” რომ შეხედო დღეს სამყაროს, თავდაყირაა ყველაფერი და იმაზე გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონიაო” -
- წარმოიდგინე შენ, აი, ასეთი რამ ხდება. დრეს უკვე იმხელა ვნებაა, ადამიანმა ოღონდ მიზანს მიაღწიოს და არაფრად დაგიდევთ რა გზით, რა ფორმებით, ხერხებით და ფასეულობებით.
- ”თუ არ მოვედით გონს,
- მოიტაცებენ გორს,
- ნაცვლად ნიავის გრილის,
- ცივი დაუვლის თბილისს
- და ერთ მშვენიერ ივლისს
- ქუჩაში ზანგი ივლის.”
- მაპატიეთ, ახლა ეს დისკრიმინაციაში არ ჩამომართვათ. ზანგის და სხვისი ყოფნის პრობლემა კი არ არის, მაგრამ აქ ჩვენზე მეტნი არ უნდა იყვნენ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს საფუძვლებზე, ჩვენს ძირზე მეტი და მეტი ვაკეთოთ, უფრო კრეატიულები, აქტიურები გავხდეთ. ერთმანეთის მიმართ მეტი სიფხიზლე, მეტი მზრუნველობა გვქონდეს, რომ სხვამ არ დაჩაგროს ჩვენი ჯიში და ქვეყანა.


ესაუბრა

ხათუნა კორთხონჯია

0
269
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0