x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სამყაროს ფორმირება
სამყაროს წარმოქმნის შესახებ უხსოვარი დროიდან მსჯელობდნენ მეცნიერები. როგორ წარმოიშვა ვარსკვლავები, დედამიწა, მთვარე და ა.შ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი გახდა მე-20 საუკუნის ბოლოს, როდესაც ჩამოყალიბდა დიდი აფეთქების თეორია.

დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, სამყარო წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ.. ამ დროიდან მოყოლებული სამყარო ფართოვდება..

ჩვენ შეგვიზლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სამყარო ფართოვდება, რადგან შორეული გალაქტიკები კიდევ უფრო გვშორდებიან და სამყარო მათ შორის იზრდება..

გაფართოებამ მაშინვე გამოიწვია ნივთიერების გაცივება და რაღაც დროის შემდეგ ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ ჯერ წარმოიშვა ბირთვი, მერე ატომები.. ჯერ წარმოიშვა ყველაზე მსუბუქი ელემენტები წყალბადი და ჰელიუმი.. თანდათანობით სამყარო კიდევ უფრო ცივდებოდა და წარმოიშვებოდა უფრო მზიმე ელემენტები. ახალწარმოქმნილი ელემენტები ერთდებოდნენ მტვრისა და გაზის გიგანტურ ღრუბლებად.


დაახლოებით 5მილიარდი წლის წინ, ამ უზარმაზარმა ღრუბელმა დაიწყო შეკუმშვა, შეკუმშვისას ამ მასამ დაიწყო ბრუნვა. გრავიტაციული მოქმედებით შეკუმშვის გამო ბრუნვა ჩქარდებოდა.. ამავე დროს ბრუნვამ გამოიწვია ნებულარული ღრუბლის შებრტყელება და დისკოსებრ სხეულად გადაიქცა. ამ მბრუნავ დისკოში პატარა ჩანართების სახით დაიწყო პლანეტების ჩასახვა, ბრუნვის გამო მთავარი მასის კონცენტრაცია დისკოს ცენტრში მოხდა. ცენტრსი დიდი მასის კონცენტრაციამ გაცხელება გამოიწვია და ცხელი პროტომზე შეიქმნა. პროტომზის შექმნამ მის გარეთ მბრუნავ დისკოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა გამოიწვია. გაცივებას მოჰყვა დნობის მაღალი ტემპერატურის მქონე ნივთიერებების კრისტალიზაცია. მოხდა პატარა მარცვლების, სავარაუდოდ ქვიშის მარცვლების ტოლი სხეულების კონდენსაცია. პირველად რკინა და ნიკელი გამოიყო მყარი სახით, შემდეგ ის ელემენტები, რომლებმაც შექმნეს ძირითადი ქანების საფუძველი. ეს ნაწილაკები ერთმანეთთან ურთიერთმიიზიდებიდნენ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში. საბოლოოდ კი შეეზარდნენ ერთმანეთს და ჩამოაყალიბეს პროტოპლანეტები.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალიკო მელიქიძე
ლალიკო მელიქიძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0