სამეცნიერო " ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის" ელექტრონული ვერსიის გამოყენება უკვე შესაძლებელია 2018, 10 იანვარი, 12:41 ენათმეცნიერმა და მთარგმნელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა რუსუდან ზექალაშვილმა სოციალურ ქსელში "ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის" ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნა. იგი იუწყება, რომ ამ საიტით სარგებლობა ისევ შესაძლებელია: ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან. ამჯერად ინტერნეტში განთავსებულია პირველი ნაწილი. მასში წარმოდგენილია ის ტიპობრივი შეცდომები, რომლებიც ხშირად მოსდით ქართულ ენაზე წერისა და მეტყველების დროს. როგორც აღწერაშია მითითებული, საანალიზო მასალაში დადასტურებული შეცდომებიდან ექსპერტთა მიერ შერჩეულია გარკვეული ნაწილი, დანარჩენი მონაცემები კი ლექსიკონის მეორე ნაწილში იქნება წარმოდგენილი. რადგან მასალა ამ ეტაპისათვის შემოსაზღვრულია, ბუნებრივია, შეცდომები ისე სრულად ვერ აისახა ელექტრონულ ლექსიკონში, როგორც წარმოდგენილია ისინი მართლწერის ბეჭდურ გამოცემებში: "ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონსა" და "ჟურნალისტის სტილისტიკურ ცნობარში". 219 4-ს მოსწონს
|