x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქრისტე აღსდგა..

"აღარრ არისსსს, გათავდააა, ჩვენ გავიმარჯვეთთ, აღარრ არისსს" განკვეთა მშვენიერი დილის რიჟრაჟი ახალგაზდა ბიჭის წკრიალა ხმამ და ახლადგაღვიძებული ადამიანების გულიდან წამოსული გრძნობა ღიმილად აქცია, თითქოსდა იცოდნენ რას ნიშნავდა ეს დაუმთავრებელი სიტყვები, როგორც ახლადაშლილი ყვავილების, რომელსაც ყოველთვის ფოთლები გამოყვება და მშვენიერების მატერიალურ იერსახეს მიიღებს, ისე ეკიდა დილის ცაზე ბიჭის სიტყვები და მიმოქროდა ერთი კიდიდან მეორემდე, მზის ამოსასვლელიდან მის დასალიერამდე. მხოლოდ მოხუცმა ბებომ შეაჩერა ახალგაზდა და კითხა: რა აღარ არის რას ყვირი, რას გვაცნობო. ბიჭი არც დაფიქრებულა და ხმამაღლა მიახალა.
"სიკვდილიი აღარ არისსს, სიკვდილზეე გავიმარჯვეთთ"
ბებოს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ბიჭმა წითელი კვერცხები, რომელიც მაინც მისთვის გაემზადებინა მოხუცს ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა კიდევ უფრო მეტის ხმით მყვირალი
" ქრისტეე აღსდგააა, ქრისტე აღსდგაა, სიკვდილიი აღარაა სიკვდილი აღარაა"
არავის მიუქცევია ყურადღება, უფრო სწორედ არ დაკვირვებიან როგორ აყოლოდა მის ხმას მდინარე, ტყე და ყოველიი ქმნილი ამაქვეყნისაა.

image

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0