x
image
beko777
კოტე ყუბანეიშვილი: " - ჩემთვის, გეებიც მიუღებლები არიან და „ბეებიც“
imageუბერებელი, მუდამ ენერგიული და ავანგარდისტი პოეტი, კოტე ყუბანეიშვილი, ყოველთვის გამოირჩევა თავისი არაორდინალური გამოსვლებითა და ქვეყანაში არსებული ამა თუ იმ მოვლენის თამამი შეფასებებით, რომელსაც საკუთარი ლექსის სტრიქონებში აქსოვს
და ამგვარად გამოთქვამს. მისი პოეზია, იშვიათად "კულტურული ლანძღვით", უმეტესწილად კი, გინებითაა გაჯერებული. გინებაც თავისებური აქვს - მაინცდამაინც არც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს,
რომ გულიდან ამოსდიოდეს. უფრო ის ჩანს, რომ ეფექტის მოხდენა
უნდა და ახდენს კიდეც.

„პოეტს სჭირდება გესლი, როგორც ნიადაგს თესლი. ეს არის მთელი ჩემი პოეზიის მამოძრავებელი.“- ამბობს პოეტი და არის კიდევაც მისი ლექსები მისივე ნათქვამის დასტური. იგი წუხს, რომ საქართველოში "ძმაკაცი პოეტები" არ ჰყავს, ან თუნდაც ისეთი სამი-ოთხი ადამიანი, რომელთაც მისგან ბევრად გასხვავებული და უფრო კარგი აზრები ექნებოდათ. მას არ აინტერესებს, თუ რას იტყვიან მასზე და როგორ აღიქვამენ მისი სიტყვის თავისუფლებას, ემოციურად და მთელი არსებით ერთვება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიაში და ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოლიტიკას ეხება საქმე. მისთვის არ არსებობს არცერთი პარტია - ყველას მისამართით ღიად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.

"მე ვარ უბრალოდ პოეტი, რა შუაშია "ნაცები"? არც მარგველაშვილს ვიცავ, არც კახა ბენდუქიძეს. ჩემმა გინებამ მოგჭრათ ყური ხალხო? მე პასუხს ვაგებ მომავალ თაობაზე, იგივე დღეს რომ ვიგინები. რომ არ უნდა ამ ქართულ ენას ეს ძველი ტანსაცმელი გაიხადოს, მინდა გავპარსო და ნორმალურად გამოიყურებოდეს. არ შეგვიშვებენ ასეთებს ევროპაში და რუსები მიგვიღებენ, იმიტომ რომ ჩვენსავით მძღ..ის სუნი ასდით". - აცხადებს იგი.
რაც შეეხება ამ რამოდენიმე დღის წინ, გაზეთ "ალია"-ში გამოქვეყნებულ კოტე ყუბანეიშვილის ინტერვიუს, ბუნებით ეპატაჟურმა პოეტმა ასე ჩამოაყალიბა თავისი შეხედულება:


"ჩემთვის, გეებიც მიუღებლები არიან და "ბეებიც" და მაგათი
დედაც ... ყველასი, ვინც საქართველოში ნორმალურად არ იქცევა და მე საქართველოში ჯერ ნორმალურად მომქცევი ვერ ვნახე."



image


image


image

image



1
179
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
179
  
2014, 20 აპრილი, 11:33
ტეხასვ კოტიკა,ბეზ ნარკოტიკა:)))
0 1 1