x
image
beko777
დატოვა, თუ არა ლელა წურწუმიამ პროექტი "ორი ვარსკვლავი"

imageიქიდან გამომდინარე, რომ ტელე-იმედის პროექტი „ორი ვარსკვლავი“, ეთერში გასვლისთანავე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მალევე გახდა პოპულარული და სულ უფრო და უფრო მეტი მაყურებელი შეიძინა. ამიტომ, რათქმა უნდა, საზოგადოებას არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა ის ფაქტი, რომ მეოთხე საკონკურსო ტური დუტამ ლელა წურწუმიას გარეშე წაიყვანა. მაყურებელი დაინტერესდა, თუ სად იყო ლელა და საერთოდ ხომ არ დატოვა მან პროექტი. ამასთან, 6 აპრილს კახა მამულაშვილმა „ფეისბუქზე“ თელ ავივში, Abratel Suites Hotel-ში მონიშნა ლელა და კახა ცისკარიძე.

image



მომღერლის მეუღლემ, კახა მამულაშვილმა, ამის შესახებ განაცხადა: "ქალაქ ხაიფაში ჰქონდა ლელას პრივატული კონცერტი. კახა ცისკარიძე უბრალოდ წამოგვყვა, მან თავის პროექტ „ხანუმებთან“ დაკავშირებით აწარმოა მოლაპარაკება ებრაელ პროდიუსერებთან. ხუთშაბათს ჩამოვალთ."

ასე, რომ ლელა მომდევნო ტურებზე, კვლავ კონკურსანტების გვერდით იდგება და დუტასთან ერთად გაუძღვება შოუს.

0
886
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:beko777
beko777
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0