x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
ამბავი ,რომელიც ბევრჯერ გვსმენია
მას შემდეგ აგერ 30 წელიწადიც მოჰყოლია დროთა ხეივანს .

შეხვდნენ და იცნეს ერთმანეთი .

ღიმილმა, რომელიც შორიდან უფერული კალმით ნაწერს ჰგავდა, მიახლოებისას მკვეთრი კონტური მოხაზა .

-როგორც მახსოვს მდინარის პირას უნდა დაგლოდებოდი .


-და მე წითელი ვარდი ჩამომეტანა.

-ფერს არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა.

-არც ყვავილს ...

-ჭაღარა შემოგრევია .

-თმები შეგიღებავს .

-იპოვე, ალბათ...

-დავკარგე კიდეც, მახსოვს, მიყვარდა კითხვების შემობრუნება...

-ალბათ ოდესმე შეხვდები ისევ, არც მიპოვნია .

-აქ ცხოვრობ?

-ვაპირებ !

-კარგად ისიამოვნე, ბევრი ლამაზი ადგილია ...

-ხო, მაგრამ მდინარის გარეშე ძალიან ღარიბი, არ ვიცი როგორ მივეჩვევი .


დიდხანს არც გაგრძელებულა ეს საინტერესო დიალოგი . თმაშეღებილი ქალბატონი სილაზე ჩამოჯდა, გასარუჯად . ბატონი, რომელსაც თმაში მართლაც ერია ჭაღარა ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა ...

მათ თქვენობით არ მიუმართავთ .

რა იცით იქნებ მდინარეც გაჩნდეს ამ უშველებელ ქალაქში, გაღატაკებულ ჯიბეში წითელი ვარდის ფულიც აღმოჩნდეს და თმაჭაღარა ბატონმა იმედი არ გაუცრუოს თმაშეღებილ ქალბატონს, რომელიც ალბათ ელოდება!

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა დუნდუა
გიგა დუნდუა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0