x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოლ-ქმარი ერთად სცენაზე
წარმოგიდგენთ შოუ ბიზნესიდან იმ ზოგიერთ მომღერალ-მუსიკოსებს, სადაც ცოლ-ქმარი ერთად გამოდიან ან გამოდიოდნენ სცენაზე.image

1-მაყვალა და არჩილ ჩიხლაძე-60-70-იან წლებში პოპულარული ცოლ-ქმრული დუეტი, ფირმა "მელოდიამ" მათი მრავალი ფირფიტა გამოუშვა, კონცერტებზე თავიდან გამოდიოდა ჯგუფ "რეროსთან" ერთად, დუეტმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "კართან მოდგა შემოდგობა", "სიჭაბუკე", ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი" "თვალჟუჟუნა ქალავ“და სხვა...რამდენიმე წელია წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა ურთიერთობა მაინც აქვთ და ერთადაც მონაწილეობენ სხვადასხვა რადიო თუ ტელე შოუში. image

2-ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი-წყვილი როდესაც დაქორწინდა ოფიციალურად 2000 წელს, ისინი უკვე იმ დროისთვის ცალ-ცალკე პოპულარული მომღერლები იყვნენ, ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო, დუეტს 6-ჯერ გადაეცა "Золотой граммофон"-ის პრემია 1996-იდან 2012 წლამდე.დუეტს პოპულარობა მოუპოვა სიმღერებმა-"Королева", Если ты когда-нибудь меня простишь, "Две дороги, два пути" და სხვა.
image

3-ჯონი კეში და ჯუნი კარტერი-ჯონი კეში ამერიკული ქანთრი მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი შემრულებელი იყო, (გარდაიცვალა 2003 წელს), განსაკუთრებით პოპულარული 50-იან, 60 წლებში იყო, გამუდმებულმა ტურნეებმა და ნარკოტიკებმა მისი ოჯახი დაანგრია.პირველ ცოლს 1966 წელს გაეყარა, ხოლო ჯუნი კარტერთან მან 1968 წელს იქორწინა, მას დიდი ხანია უყვარდა ჯუნი, ისინი დუეტში მანამდეც გამოდიოდნენ.პოპულარობით სარგებლობდა დუეტის ისეთი სიმღერები როგორიცაა:"You Are My Sunshine", "It Ain't Me Babe", "Jackson" და სხვა.2005 წელს გამოდის ავტობიოგრაფიული მხატვრული ფილმი "იარე ზღვარზე"(Walk The Line), ჯონი კეშს ხოაკინ ფენიქსი ანსახიერებს“ხოლო ჯუნის როლს რიზ უიზერსპუნი.


image



4-აიკ და ტინა ტერნერი-18 წლის იყო ანა(ტინას ნამდვილი სახელი), როდესაც სენტ-ლუისში ღამის კლუბში გაიცნო რიტმ-ენდ-ბლუზ გიტარისტი აიკ ტერნერი და შემდეგ მისი ცოლიც გახდა, ჯგუფმა 1960-იდან 1976 წლამდე იარსება, ამ პერიოდში შეიქნა ისეთი ჰიტები, როგორიცაა A Fool in Love», «It’s Gonna Work Out Fine», «I Idolize You» и «River Deep, Mountain High» და სხვა.შემდგომ უკვე წყვილის გზები გაიყარა და ტინა ტერნერმა სოლო კარიერა გააგრძელა. image

















5-ალ ბანო და რომინა პაუერი-წყვილმა ერთმანეთი 1967 წელს გაიცნეს ფოლმის "Nel sole"-ს გადაღების დროს, ცოტა ხანში ისინი დაქორწინდნენ და 1970 წელს გამოუშვეს ერთობლივი სადებიუტო სიმღერა "Storia di due innamorati".თუმცა განსაკუთრებით დიდი პოპულარობა დუეტმა 80-იანი წლების დასაწყისში მიაღწია ისეთი ჰიტებით როგორიცაა:Felicità», Ci Sarà», «Che Angelo Sei», «Magic, oh Magic» და სხვა, წყვილი ოფიციალურად 1999 წელს განქორწინდა.


image

6-ჯგუფი-"ბლეკმორ ნაითსი"-17 წლის ქენდის ნაითმა, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი რადიოს წამყვანი იყო, 1991 წელს ავტოგრაფი სთხოვა "დიფ ფარფლის" გიტარისტს რიჩი ბლეკმორს, ასე გაიცნეს ერთმანეთი წყვილმა.1993 წელს ბლეკმორმა "დიფ ფარფლი" მიატოვა და ხელმეორედ შექმნა ჯგუფი "რეინბოუ", იქ იმღერა პირველად ქენდისმა ბეკ ვოკალი, ხოლო 1997 წლიდან შეიქმნა ფოლკ-როკ ჯგუფი "ბლეკმორ ნაითსი", წყვილი ოფიციალურად მხოლოდ 2008 წელს დაქორწინდა, პოპულარული გახდა ისეთი სიმღერები, როგორიცაა:"Shadow Of The Moon",
"No Second Chance ", Ghost of a Rose და სხვა.

0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0