x
image
ინტერ-გოგონა
ვიცი ოდესღაც სინანულით იფიქრებ ჩემზე,მაგრამ წარსულის მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ...
imageგაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით...

სადმე ქუჩაში...

და სიყვარულის გაიხსნება ძველი იარა...

მე გავეხვევი ოცნებათა წარსულ ბურანში..


ვიგრძნობ რომ გვერდით ახალგაზრდობამ ჩამომიარა...

ჩუმად უსიტყვოთ, ჩემთვის მწარედ ავქვითინდები..

გულს კვლავ დასერავს ძველი დარდი ძველი სევდა..

მე ვიცი მაშინ შენ შვილების მამა იქნები...

მე კი ვერასდროს ვერ გავხდები შვილების დედა...

იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს-ეს ვინ არისო?

შენ კი უგულოდ უპასუხო -შინაბერა...

მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი

რომ შენზე დარდმა, შენმა ლოდინმა ჩამომაბერა..

გაივლის წლები და დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე...

წლების სიმძიმით ვეღარ დავკრებთ მთის თაიგულებს..

ვიცი ოდესღაც სინანულით იფიქრებ ჩემზე

მაგრამ წარსულის ლამაზ დღეებს ვერ დაიბრუნებ....

უცნობი ავტორი

2
77
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
77
  
2014, 16 თებერვალი, 0:30
კაი არგინდა ეხლა
2014, 16 თებერვალი, 0:30
დამგრუზა :/
0 1 2