x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508659
ბუნებრივი წყვილი (ნაწილი მეორე)

მისი ამქვეყნიური მოვლენა სუფთა შემთხვევის წყალობით მოხდა, დედამის დაავიწყდა დაორსულების საწინაამდეგო აბის მიღება, ორსულობაც გვიან გაიგო და თქვა “ჯანდავას მაგის თავი მე-40 აბორტი რომ გავიკეთო შეიძლება ვერც გადავრჩეო. Dდა რომ ის მთელი ცხოვრება უსიამო შემთხვევის მეგობარი გახლავთ ამაში დარწმუნდებით მალევე.
მერე იყო და სულ ახალგაზდა ყმაწვილს შემთხვევით მეზობელმა კარებში ხელი მოაყოლა და ორი თითი დააკარვგინა, ის მთელი ძალით ეძახდა ხელი გასწიოე მაგრამ ალბერტს ეგონა შალვა ბიძია მის მეორე ხელზე უთითებდა რომელიც ღილაკზე ეჭირა. მერე იყო და მეუღლემ დაიჩემა (მაშინ ის პარიკმახერის ოსტატობას ეუფლებოდა და შესაბამის კურს გადიოდა რომელიღაც უცნობ სალონში) თმები უნდა შეგაჭრაო, მანაც იფიქრა შემჭრას იქნებ ამით ცოდნა აიმაღლოსო, იქაც შემთხვევით დედამისი რომელიღაც სერიალს უყურებდა სადაც ისეთი დაძაბული მომენტი შეიქმნა, რომ მთელი ძალით შეკივლა ტელევიზორში ფეხებამდე შემძვრალმა ქალმა, კივილზე ალბერტმა ინსტიქტურად და რაღა თქმა უნდა მოულოდნელად თავი შეატრიალა და წამსვე ნახევარი ყური მის მუხლებში აღმოჩნდა. Eესეც არაფერი იმასთან რაც ცოტა ხნის მერე მოხდა, მოგეხსენებათ ათეული წლის უკან ზამთარი უსაზიზღრესი დრო გახლდათ უმეტესი მოქალაქისთვის, წყალი გრაფიკით, ბუნებრივი აირი ჯერ არც გაეყვანათ ვარკეთილში, ხოლო დენზე დამონტაჟებულმა წყლის გამათმბობელმა მის პადიეზდშივე მოკლა ადამიანი, შვილიშვილმა დაუყენა და ონკანის მოშვებისას წყლის მაგივრად დენი გადმოვიდა. არა ასეთი საშიში რამის დამონტაჟებას მართლა ვერ გაბედავდა ისედაც უიღბლო ალბერტი, ამიტომ როცა ჭუჭყმა ძალზედ შეაწუხა, არა მარტო თვითონ არამედ ცოლიც, რომელიც ვეღარ არჩევდა შავი ნასკები გაიხადა თუ მითი იწვა ლოგინში. მართალია ფული ენანებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში მთელმა ოჯახმა ერთსულოვნად გადაწყვიტა მისი აბანოში გაშვება.
პირველი პირი სახეხით გაიცალა და ის იყო საპონის წასმა დააპირა, სულ შემთხვევით მოპირდაპირე კედელში პატარა ხვრელი გამოჩნდა, შეიხედა და რას ხედავს ორი ანგელოზივით ქათქათა თეთრი ქალი არ ბანაობს მეორე მხარეს. ნუთუ მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელიც იფიქრებს, რომ საპონი გაახსენდებოდა და ხვრელს თვალს მოაშორებდა?? არა მგონია. მაშინ მიხვდა პირველად ცხოვრებაში ჩვენი ალბერტი მის ცოლსა და ნამდვილ ქალს შორის რამოდენა სხვაობა ყოფილა. მაგრამ ამ ფანტასტიური სანახობის დროს სულ შემთხვევით, ერთმა ცივი წყალი გადაკეტა და თითქმის მდუღარე პირდაპირ მის ხვრელისკაენ შეასხა კედელს, ისე მოულოდნელად რომ საწყალმა თვალის დახუჭვა ვერ მოასწრო, საშინელი ღრიალი აღმოხდა, მეტლახზე დაგდებულ საპონზე ფეხი აუცურდა და პირდაპირ კარებს მიეხეთქა მთელი ძალით, რომელიც ჩამოვარდა და მასთან ერთად გაიშხლართა ოთახების რიგში მდგომი ხალხის ფერხთით. ქალებმა ბავშვებს თვალებზე ხელი ააფარეს, ხოლო ალბერტი მის შემდეგ ამ თვალით დღემდე ძალიან ცუდად ხედავს.
საწყალს აბანოს ჭრილობებიც არ ქონდა მოშუშებული, რომ კალიასკაში მოუწია ჩაჯდომა და როგორც ცოლი ამბობს სულ imageშემთხვევით გაუშვა ხელი მის კალიასკას ვაგზლის გადასასვლელი ხიდის კიბეებზე, ამის შემდეგ ორი წელი ლოგინად იწვა, მერე იყო და შვილი სულ მის მეზობელ ლოვას დაემგვანა, განა მარტო ფიზიკურად, ხმა და ხასიათიც მისი ქონდა, თევზაობაც კი უყვარდა პატარობიდანვე როგორც მეზობლის კაცს. სიდედრმა, ქალბატონმა და მეტად პატივცემულმა ანჟელამ ასე ახსნა ეს საჩოთირო შემთხვევა. “როცა ქალი ორსულადაა და ვინმეს შეხედავს, ისეთს ვიც ზიზღს იწვევს მასში, უსათუოდ ბავშვი მას დაემგვანება”. Aაი მაშინ კი დარწმუნდა რომ ნამდვილად ასე არ იყო საქმე თორემ ბავშვი პირველ რიგში მას დაემგვანებოდა.
ვინ იცის კიდევ რამდენი წვრილმანი რამ გადახდენია, რომელსაც დღეს უკან მოვიტოვებთ და იმ ადგილიდან განვაგრძობთ როდესაც გაფითრებული ვანო ალბერტის წინ დაჯდა და ორი ორ ლარიანი დააგდო ნახევრად გათეთრებულ მაგიდაზე.

0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0