x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
იყიდება "ადამიანის ქონი"(ადამიანის ცხიმოვანი ქსოვილი) ვის სჭირდება ის?

imageიყიდება 1 კილოგრამი ადამიანის ქონი. უფრო კონკრეტულად კი ადამიანის ცხიმოვანი ქსოვილი. ასეთი განცხადებაა გამოქვეყნებული ერთ-ერთ საიტზე. საინტერესოა ისიც, რომ ამ პროდუქტზე ფასდაკლებაა. ის 25 დოლარიდან ჩამოფასებულია და გამხდარია $ 23, 10. განცხადება შოკისმომგვრელია. როგორც აღმოჩნდა ეს ვიზუალურად მშვენიერი, სამგანზომილებიანი მოდელი შექმნილი არის იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ როგორ გამოიყურება ის რეალურად. დამზადებულია რბილი ვინიპლასტისგან. ის არის რბილი და ფუმფულა, როგორც ნამდვილი ქონის ნაჭერი. დამზადებულია ამერიკაში და გამოიყენება გასაყიდად როგორც კერძო მსურველებისთვის, ისე სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლებისთვის. აქვე არის მითითებული ისიც, რომ ის შეიძლება გამოვიყენოთ შთაგონებისთვის. არავისთვისაა საიდუმლო, რომ როგორც კი დიეტას დავიწყებთ, მეორე დღიდანვე გვეჩვენება თავი ცოტა გამხდარი, რაც მხოლოდ შთაგონების ბრალია და არა დაკლებული წონისა.

საინტერესოა, რომ მისი დანახვა ადამიანებში იწვევს უარყოფით ემოციებს, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში. ის შეიძლება იქნეს გამოყენებული დიეტის ხელშესაწყობადაც. თუ მას დავიდებთ სასადილოში თეფშზე და ვუცქერთ ჭამის წინ, წარმოვიდგენთ ყოველი გადაყლაპული ლუკმა როგორ მასად შეიძლება იქცეს, ჭამის სურვილი სულ თუ არ გაგვიქრა, ცოტათი მაინც შეგვიმცირდება.

ამავე საიტზე შეხვდებით ადამიანის სხვადასხვა ორგანოებს. რა თქმა უნდა ნიმუშებს. მათი ფასები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეალურთანაა მიახლოებული ისინი.

საინტერესოა, ყიდულობენ თუ არა ქონს მსუქანი ადამიანები?

1
416
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
416
  
2014, 10 თებერვალი, 9:20
თქვენთან ქონი რა ღირს? :D
0 1 1