x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია 6
image-წავედით თეკლა..

-სად?

-არვიცი სადმე..მოვიფიქროთ..

-და ვიაროთ ასე უაზროდ ...


-რა გჭირს?

-არვიცი..ცუდად ვარ, სისულეელებს ვაკეთებ..ალბათ ოდესმე ამ ყველაფერს ვინანებ..

-ვიცი, ვხვდები რატომაც ამბობ ეგრე...არ ვიცი რა იქნება ხვალ მაგრამ გპირდები რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ ინანო..

-არვიცი...ვერაფერს გეუბმები..

-და მე თუ გეტყვი რომ მიყვარხარ..

-პირველი ეგ არ უნდა მითხრა იმიტომ რომ არ დაგიჯერებ მეორე ალბათ აზრი არ ექნება მე ერთ კვირაში წავალ და შეიძლება ვეღარც ვნახოთ ერთმანეთი..

-ალბათ მართალი ხარ..მაგრამ ეხლა ამ წუტას ყველაზე მეტად რაც მინდა შენთან ერთად ყოფნა, მინდა მაგრად ჩაგიკრა გულში და არასდროს დაგშორდე...

-ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ მე არ ვგრძნობ თავს შენთან კარგად მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს ამ ისტორიას ამიტომ სჯობს აქ გავჩერდეთ ვიდრე ისე მოვიქცეთ რომ მერე ვინანოთ..

შენც მშვენივრად ხვდები რომ უკვე ერთმანეთთან ურთიერთობა გვიჭირს თავს ვერ იკავებ რომ არ შემეხო და არ მაკოცო..მე კი ეს არ მინდა გესმის...

-თეკლა გაჩუმდი გთხოვ ...შენ ეხლა ყველაფერს ართულებ.მე შენ დაგპირდი არასდროს არ გაკოცებ შენ თუ არ გექნება ამის სურვილითქო..

-ვიცი, მაგრამ ვერც ეგ მაიმედებს..უკვე საკუთარ თავსაც ვერ ვენდობი..სჯობს ერთმანეთს მეტად აღარ შევეჩვიოთ..

-რისი თქმა გინდა?

-აღარ შევხვდეთ.

-გთხოვ ეგ არ გააკეთო.იქნებ შევძლოთ და ...

-მე შენს დავიწყებას უფრო იოლად შევძლებ ვიდრე შეყვარებას...

-და მე თუ შემიძლია შენი გაშვება და დავიწყება ასე იოლად არ მეკითხები...

-შეძლებ..

ნიკას ზურგი შევაქციე და ჩქარი ნაბიჯით წავედი მეშინოდა თუ დამიძახებდა ვეღარ შევძლებდი წასვლას...

არ ვიცი რას ფიქრობდა იმ რამეს ნიკა მაგრამ მე სრულიად ვიყავი ჩემს არჩევანში დარწმუნებული..თუმცა გული მაინც მტკიოდა..ტირილში როდის ჩამეძინა ვერ გავიგე..დილით თვალი გავახილე თუ არა ყველაფერმა თვალწინ გამიელვა და ღრიალი მომინადა...ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა ერთი კვირის წინ დარწმუნებული ვიყავი რომ დათო მიყვარდა რას არ ვაკეთებდი რომ შევყვარებოდი.. საწადელს მივაღწიე... მაგრამ იმის მაგივრად რომ ამ სიყვარულით ვტკბებოდე ერთი კვირის გაცნობილი ბიჭისთვის ლოგინში ვაგდივარ და ვტირი...საწოლიდან წამოვდექი მინდოდა წყალი დამელია, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მაგიდაზე ყვაილების უზარმაზარი თაიგული დავინახე."შენ გადაწყვეტილება მიიღე და წადი..ჩემს პასუხს არ დაელოდე.. ხო და იცოდე რომ მე არ შემიძლია გაგიშვა"

ტელეფონი ავიღე და ნიკას დაურეკე.

-დილამშვიდობის ლამაზო.

-დილამშვიდობის ნიკა..ყვავილებისთვის მადლობთ..

-არაფრის..და წერილზე რას მეტყვი..

-წერილზე?იმას რომ გიჟი ხარ..

-ეს იმას ნიშნავს რომ?

-წინ ერთი კვირა გვაქვს...

-თეკლა, იცი როცა გძინავს ანგელოზს გავხარ..

-რა?შენ ოთახში იყავი?მეგონა შენი მეგობარი დაგეხმარა და მან ამოიტანა ეს ყვავილები..

როგორ შემოხვედი..

-სხვა დროს ფანჯარა დაკეტე ასე აჯობებს..

-რატომ არ გამაღვიძე..

-ვერ გაგიმეტე..

-სულელი ხარ...

-მომენატრე..საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ?

-სად?

-როცა მივალთ გაიგებ..

-კარგი საღამომდე..

-ოთზე გამოგივლი..

ტელეფონი გავთიშე და სიხარულისგან ოთახში გიჟივით დავხტოდი...რაც იქნება იქნება..დრო ნელა მაგრამ მაინც გავიდა და ნიკამაც მომაკითხა..

-საღამომშვიდობის..

-წავედით...ხო მართლა ჯერ სადღაც უნდა გავიაროთ..შენი ჩაცმულობა არამგონია იმ ადგილს მოუხდეს სადაც ჩვენ მივდივართ..

-ოღონდ ეგ არა..

-როგორ არა კი...ისე იმედია ერთი საათი გეყოფა საშოპინგოთ..

-მითხარი სად მივდივართ თორემ არ წამოვალ..

-ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე..

-მცხვენია...

-ნინიც იქ იქნება..

-კარგი და შენს მეგობრებს რას ეტყვი ჩემზე?

-რამეს მოვიფიქრებ..

-კარგი..წავიდეთ მაღაზიაში..ისე როგორი გემოვნება გაქვს.გენდო?

-საკმაოდ კარგი..

-კარგი აბა გენდობი..

კაბა ნიკამ შემირჩია სიმართლე უნდა ვაღიარო რომ ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა..დანიშნულ დროს რესტორანში მივედით..ნიკას მეგობრების დაჟინებული მზერა უხერხულობის შეგრძნებას მიჩენდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია...მაგრამ ეგ არ იყო მხოლოდ პრობლემა...რესტორანში ნაცნობი სახე შევნიშნე რომელსაც არც მე დავრჩენივარ შეუმჩნეველი..

მე და გიორგი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს ერთ ანსაბლში ვცეკვავთ ...

და გაინტერესებთ ალბათ რატომ არ მესიამოვნა მისი დანახვა?

დამელოდეთ და აუცილებლად მოგიყვებით




11
89
11-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
89
  
2014, 29 იანვარი, 10:57
გპირდები დღეს დავამთავრებ:D
2014, 29 იანვარი, 1:02
მალე დადე რა გაგრძელება:P
2014, 29 იანვარი, 0:53
არა ცუდ პონში არ მითქვანს ;) გავიხუმრე თორე მე მხოლო + სიყვარულის დროშა ჩემი მოგონილია :D ^–^
2014, 29 იანვარი, 0:47
კარგი ანარქია ვიფიქრებ მაგაზეეე..სხვათაშორის სერიალები უფრო დაბალი დონეა და ეს ისტორია ვისაც ეხება იმათვის მთელი ცხოვრება
2014, 29 იანვარი, 0:45
ხო რაიყო ბევრი აკეთებდა აქ მასე
2014, 29 იანვარი, 0:44
მომინდოდა ინტერვიუ :D
2014, 29 იანვარი, 0:41
ინტერ გოგონა ერთი გოგო მომწონს ინტერმედიელი :D და ინტერვიუ ჩამომართვი და სტატია დაწერე თუ გინდა ^–^
2014, 29 იანვარი, 0:38
ვის და გაგრძელებას ანარქია
2014, 29 იანვარი, 0:37
ვის ელოდები?
2014, 29 იანვარი, 0:37
გელოდები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10