x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ზოგჯერ ბედნიერებისთვის მხოლოდ სამი სიტყვაც საკმარისია!
image

ეს ისტორია ერთ რუსულ საიტზე წავიკითხე და მომეწონა.ახლა კი ჩემს მიერ"გადმოქართულებულს"მოგაწვდით ჩემო ძვირფასო მკითხველებო.ბევრს დაგაფიქრებთ კიდეც და იქნებ საჭირო გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმაროთ.ძალა მოიკრიბეთ და გამბედაობა.ნუ გაუშვებთ ბედნიერების შანსს და მომენტს ხელიდან, რომელიც უკან არასოდეს არ დაბრუნდება...

"მეეცხრე კლასი–ის იდგა მერხებს შორის სევდიანი თვალებით.მე მივედი და ვკითხე, რა მოხდა.აღმოჩნდა რომ მას უჭირდა მათემატიკა.რათქმაუნდა მე შევთავაზე დახმარება!მან გაიღიმა, შუბლზე მაკოცა და მითხრა რომ მე ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ მსოფლიოში.მე კი მეშინია ვუთხრა მას, რომ ის მიყვარს...

მეათე კლასი–მან დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი.ის შეყვარებულს დაშორებოდა და მარტო არ შეეძლო ახლა სახლში ყოფნა.ჩვენ ვიჯექით და ფილმს ვუცქეროდით.გვიან საღამოს როცა ძილი მოერია, წამოსვლისას ისევ შუბლზე მაკოცა და მითხრა ისევ ის სიტყვები–"შენ საუკეთესო მეგობარი ხარ მსოფლიოში".მე ის მიყვარს, მაგრამ ასე რატომ მეშინია ამის გამჟღავნება?!


მეთერთმეტე კლასი–ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა გამოსასვლელ საღამოზე გავყოლოდი, რადგან მისი მისი "მეწყვილე" ავად გამხდარიყო და მარტო არ უნდოდა წასვლა.მეც დავთანხმდი.გახარებულმა მაკოცა შუბლზე და ისევ ის სიტყვები მითხრა.მე კი ისევ ვერ გამოვუტყდი ჩემს უსაზრვრო სიყვარულში...

5აგვისტო...მან ჩემთან მოირბინა, შუბლზე მაკოცა და მახარა– როგორც საუკეთესო მეგობარს, რომ თხოვდება...სისხლი გამეყინა ძარღვებში...ო, როგორი ლამაზია თეთრ საქორწილო კაბაში!იმედია მას მართლა უყვარს, ჩემთვის ხომ მთავარია, რომ ის იყოს ბედნიერი.როგორ მიყვარს, მაგრამ ვერასოდეს გავუმხელ ამ სიყვარულს, რადგან მისი დაკარგვის მეშინია!

გავიდა წლები...

მე თვალცრემლიანი ვდგავარ მის საფლავთან.რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მე ისევ ისე ძლიერად მიყვარს...ვათვალიერებ მის ნივთებს.ვპოულობ პირად დღიურს და ვკითხულობ ერთ წინადადებას:"ის ყველაზე საუკეთესო მეგობარია მსოფლიოში, არავის ჩემი არ ესმის ისე კარგად, როგორც მას!რამდენჯერ დამეხმარა.მანუგეშებდა როდესაც ბიჭები მშორდებოდნენ, გამოსაშვებ საღამოზეც კი გამყვა...როგორ მიყვარს, მაგრამ სიყვარულში ვერ ვუტყდები, რადგან მეშინია მისი დაკარგვის!"

ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, აღიაროთ სიყვარული და ნუ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს!



1
252
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
252
  
0 1 1