x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მარტივი და ყველაზე ეფექტური ხერხი გასახდომად
საქართველოში უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა, რასაც

მეტწილად ქალბატონები განვიცდით. არსებობს უამრავი

დიეტა, კოქტეილი, აბი და ათასი ხერხი ფორმაში ჩასადგომად,

მაგრამ მთავარი მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვების რეჟიმია, რაზედაც ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანი ვთანხმდებით.


პირადად მე უამრავი დიეტა მაქვს ნაცადი და ყველა ცდა იმით დავამთავრე, რომ დიდი წვალების ბოლოს მოშიებული ვიწყებდი "დაკარგული დროის" ანაზღაურებას და შედეგიც მუდამ სავალალო

იყო, უფრო მეტს ვიმატებდი.

ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი

ჯანმრთელი, ტანადი და ლაღი ადამიანი და დავიწყე ფსიქოლოგიურად თავის შემზადება, იმისათვის რომ რალური

შედეგი მიმეღო და არა დრ

image

ოებით, არამედ სამუდამოდ.

დღემდე ასე ვიკვებები და საკმაოდ მალე, (5თვეში) უმტკივნეულოდ დავიკელი ის ზედმეტი 10კგ, რაც მუდამ ჩემი ცხოვრების შავი ლაქა იყო:

არანაირი აკრძალვა, გარდა სწრაფი კვებისა და გაზიანი სასმელებისა, რაც მხოლოდ უსარგებლო კალორიების წყაროა, უშაქროდ ვიღებ ჩაის და ყავას.

სრულფასოვნად ვიკვებები: ფაფები, პურ

ეული, ბოსტნეულის სუპები, ყველანაირი ხილი, ჩირი და ა.შ ვიღებ ყველაფერს, მაგრამ ერთი მაგრამ! ეს ყველაფერი მხოლოდ საღამოს 6 საათამდე. ეს არის ოქროს წესი. სიარული მიყვარს და ბევრს დავდივარ ფეხით, ვცდლილობ მივიღო მხოლოდ ნატურალური და ჯანსაღი საკვები და მინდა ყველას გირჩიოთ, როცა გააცნობიერებთ რომ კვება გჭირდებათ იმისათვის რომ იარსებოთ და არაა პირიქით იარსებოთ
იმისათვის, რომ იკვებოთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!
პ.ს. სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელობას არ დავიზიანებთ, მოვიხდენთ სამოსს რომელიც ყოველთვის მოგვწონდა და ყველაზე ლამაზები ვიქნებით, ყველაზე ბოროტ სარკეებშიც კი...
წარმატებებს გისურვებთ!




8
1869
8-ს მოსწონს
ავტორი:m_zh
m_zh
1869
  
2014, 3 მარტი, 1:15
დიდი მადლობა, ჩემო კარგო. 65 უკვე ვარ და ვნახოთ აწი , რამდენად შედეგიანი იქნება.
2014, 27 თებერვალი, 18:49
მე 6 ის მერე არ ჭამას გირჩევ, მარტო ის რად ღირს რომ ნერვები გაქვს სრულ წესრიგში )))
2014, 24 თებერვალი, 13:28
მართალია, ვეთანხმები!!! 15 დღეა არ მიჭამია შაქარის და თეთრი ფქვილის შემცველი პროდუქტი, მაგრამ 1 კგ-იც კი ვერ დავიკელი, სამსახურიდან დაბრუნებული ვჭამდი. ეხლა მკაცრად უნდა გავითვალისწინო ოქროს წესი- -შეჭამე , ოღონდ 6 საათამდე! სულ რაღაც 10 კგ ის დაკლება მინდა . ან ლატერნატივაა კალორიების დათვლა და როცა გინდა ჭამე, მაგრამ გადამღლელია . გისურვებთ წარმეტებებს!
2014, 12 იანვარი, 12:24
მე აბა პირიქით ღამე მშIვდება მგელივით და გემრიელადაც მივირთმევ მაგრამ არ მაწუხებს ჭარბი წონა და იმიტომ.ისე კი ვვარჯიშობ ყოველ დილით და თქვენც ანალოგიურს გირჩევთ.არამარტო ჯართელობა,სილამაზეცაა ნავარჯიშები სხეული
2014, 11 იანვარი, 19:29
თუ ცოცხლები ხართ ივარჯიშეთ ხალხო :D :D :D
2014, 11 იანვარი, 14:05
და შემდეგ "მოლას ვირივით"დაგემართება.გაფშეკ ფეხებს.საგამოს არ უნდა ჭამო და ტკბილეული და ცომეული შეზღუდო.ესაა ყველაზე ეფექტური
2014, 11 იანვარი, 14:02
ყველაზე მარტივი და ყველაზე ეფექტური ხერხი გასახდომად იქნება თუ არ შეჭამთ :)
2014, 11 იანვარი, 13:54
ძალიან სასარგებლო რჩევებია,რომელიც ყველამ ვიცით მაგრამ რატომღაც გათავისება გვიჭირს,ალბათ ნებისყოფა გვღალატობს.მომეწონა:))
0 1 8