x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ურჩხული დროში (დასასრული)

imageამის მერე ერთი გოგონა გავიცანი სკაიპში, თავიდანვე ეტყობოდა რომ ცელქი იყო, 18 წლის ვარო მეუბნება და როცა სურათს დავხედე 16ზე მეტს ვერ იტყოდა კაცი. ლაპარაკზე ეტყობოდა ამპარტავნება თავში ქონდა გამჯდარი და ტვინი მომსპარი. ორი წელი ვლაპარაკობდით, როგორც თვითონ იძახდა დიდი მეგობრები ვიყავით სკაიპის მეგობრები, სასაცილოა არა სკაიპის მეგობარი, მაილის მეგობარი, ფეისბუქის მეგობარი და საერთოდ ვირტუალური მეგობრები რომლის შესახებ არაფერი იცი. ნეტავ კიდევ რისი მეგობრები არსებობენ ძალიან მაინტერესებს. ორი წლის შემდეგ მომწერა შევხვდეთო, თავიდან ვიუარე რადგან მართლა არ მქონია მისი დასჯა გადაწყვეტილი, არ მომეშვა ამდენი ხანია გიცნობ, ვმეგობრობთ და ახლა ცუდ დღეში ვაროო. ყოფილი მერიის წინ, პატარა სკვერში შევხვდით ერთმანეთს, მისმა მონაყოლმა მთლად შემაძრწუნა. ამ პატარა ხორცის გროვამ თავის დაქლს, თანაც ისეთს მასთან ერთად, რომ გაიზარდა და პირველი კლასიდან ერთ მერხზე იჯდნენ ცხოვრება დაუნგრია.
– რა მექნა? _მიყვებოდა ის და უცოდველი ბატკანივით იმტვრევდა თითებს. _ ძალიან მომეწონა გიორგი, ისე ძალიან რომ გადავწყვიტე ბათუმელ მკითხავთან ჩავსულიყავი და ჯადო გამეკეთებინა. ამან გაჭრა ორი დღის მერე გიო ლელას ვეღარ ამჩნევდა და სულ მე ვყავდი ყურადღების ცენტრში. არ მეგონა ასე თუ განიცდიდა, მას ხომ უამრავი პაკლონიკი ყავდა, ვერ აიტანა ჩევენი სიახლოვე და ვენები გადაიჭრა იმ ღამეს როცა გიომ უთხრა ნინი მიყვარსო. კიდევ კარგი მამამისი სახლში იყო და გადარჩინა სულელი გოგო, ვითომ დაიქცა ქვეყანა, ბიჭის გულისთვის ასეთ რამეს როგორ გააკეთებს ნორმალური ადამიანი, მაგან ის ვერ აიტანა მე რომ მარჩია. _გესმით!! ეს უნამუსო გარყვნილი და სულიერად გათახსირებული არსება ახლა იმ საბრალო დაქალს ამტყუნებდა. უსმენდი და ვივსებოდი ზიზღით და მრისხანებას ძლივს ვთრგუნავდი. ის კი აუღელვებლად აგრძელებდა
– მერე რაღაც მოხდა, ერთი თვე არ იყო გასული და გონება აერია გიოს, ვეღარავის იტანდა, სულ ყვიროდა, აგრესიული გახდა და ჩემს გარდა ყველას ზიზღის თვალით უყურებდა, ყოველ სიტყვას მონასავით ასრულებდა, რომ მეთქვა ფეხები დამიკოცნეო პირდაპირ ქუჩაში დაიხრებოდა და მკოცნიდა. ამ ერთი კვირის წინ ყველაფერი შეიცვალა, მითხრა გრძნობა გამიქრა შენს მიმართო და შევატყვე ისევ ლელასთან აპირებს დაბრუნებას, მითხარი რა ვქნა? რა მოვახერხო? მასთან რომ დაბრუნდეს თავს მოვიკლავ, არა ეს არ მოხდება ისევ ბათუმში უნდა ჩავიდე და იქნებ გამომყვე მარტო არ მინდა მნახოს, ადრე ბიძაშვილი მახლდა მაგრამ ის ახლა ევროპაშია.
-არაა პრობლემა, ახლა კი გავისეირნოთ ორთაჭალას თვალი გადავავლოთ. უპასუხე და იმაზე დავიწყე ფიქრი მყუდრო ბნელი ადგილი სად მენახა, მინდოდა ხელებით დამეხრჩო და პირი მიწით ამომევსო. ასეთი პატარა და ასეთი ბოროტი, შურიანი და გულღრძო ჯერ არავინ შემხვედრია. ბარათაშვილის ხიდთან ჩავედით, იქ უამრავი მოზასავე წყვილი დაგვხვდა და გადავწყვიტე ზევით ამეყვანა ქართლის დედის ძექლთან.



“გუშინ ბოტანიკურ ბაღთან მკვდარი 16 წლის გოგონა იპოვეს, მკვლელს ჯერ მუცელზე გაეფატრა და შემდეგ თავისივე შიგნეულით ჩამოეკიდა ხეზე. ეს ამაზრზენი ფაქტი, ექსპერტების დასკვნით გუშინწინ საღამოს მოხდა.. ..”
ეწერა თითქმის ყველა გაზეთის ყდაზე და რამოდენიმე ფოტოც თან ერთვოდა ამ საშინელ ფაქტს. ქალაქში ახალი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო დიდს თუ პატარას პირზე ეკერე “იცი გუშინ რა მოხდა” და დაიწყებდნენ მოყოლას ზოგი ისე, ზოგიც ასე. ბავშობისას ასანთით ცეცხლი რომ მომიკიდებია ჭიანჭველების ბუდესთვის, ისე ირეოდა და გროვა გროვა ხვარხვალებდა ადამიანების ფიქრები, მათი ცნობიერება შიშს ყავდა დამონებული და ვერასდიდებით ცილდებდნენ ყოველდღიურობის აუტანელ ყოფას. ახლა კი როცა რაღაც უცხო მოხდა, რაღაც ახალი და თუგინდ საშინელი სხვაგვარად ბრუნავდა სოციალური სული არასოციალური ხალხისა. პოლიტიკამაც სათავისოდ გამიოყენა და შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა, “მეტი წესრიგი გვჭირდება, მეტი თანამშრომელი და მკაცრი კანონები. “ ამბობდნენ ტელევიზორში ისედაც პოლიციური ქვეყნის ბოსები. ჩვენი ქვეყანა აგერ სამი წელია უკვე რაც ტოტალიტარულ რეჟიმად გადაიქცა და ადამიანების უფლებების და თავისუფლებების ხარჯზე წესრიგი განადიდა. მისი სახელით პოლიციას განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭა და პროკურატურას სასამართლოს კონტროლი და მეთაურობა. საიდან გიყვებით ამ ყველაფერს იცით? ორი თვის უკან ძველი მეგობარი შემხვდა და თავის პარტიაში ანუ ნაციონალურ მოძრაობაში მიმიყვანა, მალე არჩევნები იქნება და გვერდში დამიდექიო, მეც მეტი რა საქმე მქონდა წიგნები გადავშალე დემოკრატიაზე და მისი შექმნის შესაძლებლობებზე, რომ სულ იდიოტივით არ ვყოფილიყავი პარტიულ ხალხში. ესეც იმისთვის რომ სულ ისმის მათი ბელადებისგან, დემოკრატია, დემოკრატია ჩვენ დემოკრატიული და ასე შემდეგ. აი მაშინ აღმოვაჩინე, პარტიაში ხომ ნახევარზე მეტმა საერთოდ არ იცოდა რა იყო დემოკრატია და მეორე ნახევარმა მხოლოდ თარგმანით “ხალხის მართველობა” იცოდა, ხოლო უშუალო თუ წარმომადგენლობითი, პლულარისტული თუ მაჟორიტარული, ან საერთოდ რა ღირებულებები და ფასეულობები ქმნის და რა როლი უკავია პიროვნებას, თავისუფლებას დემოკრატაში, ეს მათვის იგივე ჩინური იყო და აბსოლიტურად გაუგებარი. ან მე რა ვიცი სულ ცოტაოდენი გავიგე წიგნებიდან და ნამდვილი მცოდნე აღმოვჩნდი. კიდევ კარგად რომ ჩაუკვირდი მივხვდი კომუნისტურ საზოგადოებრივ ფორმას რომ დავბრუნებულვართ. იქ გავიგე ჩვეულებრივი წევრებისგან, თურმე ყველა საწარმო მთავრობის ხალხის ხელში ყოფილა, ყოველი კომპანიაც, წყლის გაზის თუ ელექტრო ენერგიის. თითქმის ყოველი ოპოზიციური პარტიაც თავად შეუქმნიათ და არასამთავრობოთა უმეტესობაჩ მათ დააფუძნეს. აქვე გავიგე რომ თუ მათი პარტიის აქტივისტი ხარ სამუშაო პრობლემა არ არის “გაგიჩალიჩებენ” საჯარო სამსახურში ადგილს და მერე იფხანე ყვერები და იღე ხელფასი. ზუსტად ასე ხუმრობდა ხოლმე გივი რომელიც იქ გავიცანი. მე როცა დაინტერესებულმა ტოტალიტარიზმის განმარტება ამოვიკითხე ბიბლიოთეკაში ეწერა: ტოტალიტარიზმი არის რწმენა იმისა რომ ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს განუსაძღვრელი ძალაუფლება. ტოტალიტარული ხელისუფლება აკონტროლებს საზოგადოების ყოველ სექტორს; განათლებას, ეკონომიკას, სპორტს, რელიგიას, ხელოვნებას. მაშინ კი მივხვდი სად ვცხოვრობდი, პირველად გავაცნობიერე ისევ სიყალბეში და მოჩვენებითობაში უწევდა ხალხს ყოფნა, გარეგნულმა და არა შინაგანმა ცვლილებებმა კიდევ უფრო დაამახინჯა ქართველი ადამიანის გაცვეთილი ხასიათი და კიდევ უფრო დაამძიმა ერის მდგომარეობა. ეს სრულიად ახალი აღმოჩენა იმდენად ნათლად დადგა ჩემს წინ, როგორც ნინის გადმოკაკლული თვალები. რამოდენიმეჯერ დამიძახეს კრებებზე და რაღაც იაფფასიანი სისულელებიით დააგვმოძღრეს, მერე ფურცლები დაგვირიგეს დასარიგებლად და ამას ისე აკეთებდნენ თითქოს კითხვაც არ უნდოდა, ასე ცხვარივით მოვკიდებდი ხელს და იმ ნაბიჭვარ ახალგაზდებს კაბინეტში დავტოვებდი ყავის სასმელად. როცა ხელში მომაჩეჩეს ჩემ ნაცნობს უთხარი ეს რა ხდებათქო, ყურადღება არ მომაქცია. ვიღაცამ ისისც კი მითხრა აბა დროზე თორემ ვერ მოასწრებ დარიგებასო, თავი გავაქნიე, ძალაუნებურად გამეცინა და იქვე ურნაში გადავუშვი ქაღალდების დასტა. ზურგიდან მესმოდა ჩემ მომყვანს ეძებდნენ და ლანძღავდნენ, ისიც ლეკვივით წკუტუნებდა მაპატიეთო, გპირდებით აღარ გავიმეორებ ასეთ შეცდომასო და როგორც დავინახე მანვე ამოიღო ის ფურცლები უკან. სად უნდა ეძებოს ადამიანები კაცმა რომ თავი კარგად იგრძნო, ვკითხე თავს და საშინელი სევდით ავედი აბტობუსში. საშინლად მომინდა ერთერთი მათგანი დამესაჯა და არჩევანი იმ ჩემი ნაცნობის უფროსზე, დიმიტრიზე შევაჩერე. ვიცოდი ამჟამად სახლში მარტო იყო და საღამოსვე ვესტუმრე პატარა ჩანთით. მოუბოდიშე, ვითომ ძალიან ვნანობდი ჩემს საქციელს და ლეკვივით დაუწყე კუდის ქიცინი, ამან გაჭრა და სახლში შემიპატიჟა, ეს მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომლის სანანებლად დრო აღარც დარჩა. როგორც კი დავჯექით ჩანთა მაგიდაზე დავდე და მშვიდად გავხსენი, ასევე აუღელვებლად ამოვიღე იარაღი და შევაყენე. ჯერ მუხლებზე ვახოხე ღორივით, შემდეგ ფეხები ვაკოცნინე თან გამუდმებით ყვიროდა “აპატიე ჩლუნგს, ლეშს და უტვინოს.” ამ ყველაფრის შემდეგ სამართებელი ამოვიღე და ენა მოვაჭერი, უნდა გენახათ როგორ ძროხასავით დაიწყო ღმუილი, არაა ამას ნამდვილად ნახვა უნდა. ეს ოფისში გადიდგულებული ბიუროკრატი მატლივით დახოხავდა ჩემს ფეხებთან და შეწყალებას მთხოვდა, მერე დაბლა ხრიდა მუდარით აღსავსე სახეს, რომ დაგროვილი სისხლი გადმოექცია და ისევ ძველ პოზიციას უბრუნდებოდა. ეს უფრო მეტად მაღიზიანებდა და ზიზღით მავსებდა, მეტი ვეღარ მოვითმინე, იქვე საწოლზე დავაბი და ვენახის მაგრატლით დავიწყე თითების ჭრა, ვგრძნობდი ძალინ ტკიოდა მაგრამ რას იყვირებდა როცა ენა ჯიბეში ედო. ცოტა ხანი ამოვასუნთქე არ მინდოდა გონება დაეკარგა, მერე ყელი გამოვჭერი და აივნიდან გადმოვკიდე თავქვე. უნდა ყველას ენახა რომ ისინი უბრალო ადამიანებზე უფრო უსუსურნი და მოკვდავნი არიან.
ვიღაცას შეილებ სულ ფანტაზიის ნაყოფი ეგონოს ჩემი ისტორია, მაგრამ გარწმუნებთ რომ მე ცოცხალი და სავსებით თქვენაირი ადამიანი ვარ, რომელიც თქვენთან ერთად ცხოვრობს, იცმევს, სეირნობს, ჭამს და სვავს. ასე რომ როცა თქვენს მახლობლად ნახავთ ნაწამებ გვამს ანდაც გაიგებთ შორს მომხდარს იცოდეთ რომ ეს ჩემი გაკეთებულია. ჩემში მცხოვრები ურჩხული კვლავ უშვებს სისხლისფერ კვამლს ცხვირიდან და აკვესებს შავ თვალებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და რაოდენ ამაზრზენად არ უნდა გეჩვენებოდეთ ჩემი საქციელი, მინდა გითხრათ რომ ამ ქვეყნიერების ჭეშმარიტი არსი ცოდვაა და სადაც ის არ არის იქ არც ადამიანია. ხოლო ცოდვა უფრო არაფერია ამქვეყნიურ ცოდნასთან, რომელმაც ისე დაუბრმავა ხალხს თვალები რომ მოსწყვიტა ისინი თავიანთ არს, სიყვარულს, სითბოს და ადამიანობას. ცოდვის ზღვაში ბანაობს კაცობრიობა და ნუ გაგიკვირდებათ ნაპირზე მდგომი განდეგილის რომელიც შიმშილის მოსაკლავად ხანდახან თითო მტაცებელ თევზს, რომ წამოაგებს ანკესზე. ახლა კი უნდა დაგტოვოთ რადგან ცალკე პარტია და ცალკე პოლიცია თავისი უშიშროებით მეძებენ, თანაც უამრავი საქმე მაქვს რომლის მოგვარებასაც ისევე დიდი ძალისხმევა ჭირდება როგორც ახალი ქვეყნის დაარსებას.

11
79
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
79
  
2014, 30 იანვარი, 13:53
მე თქვენთვის ასეთი უსიამოვნო არაფერი მიკადრებია ბოდიში თუ ვერ მიგიხვდით სათქნელს .მა კი რაც შემეხება ღმერთმა იცის არ არის საჭირო რამე ვამტკიცო.
2014, 28 იანვარი, 2:46
ნეტავ საიდან დაასკვენი რომ ღმერთის არ მწამს? მგონია თქვენ არც სიყვარულის და არც ღმერთის არაფერი იცით, არ გეწყინოთ
2014, 22 იანვარი, 16:07
სიცოცხლე ღმერთმა შექმნა და ჩვენ არ გვაქვს მისი ხელყოფის უფლება .სიბრძნე კი ბოროტიც არსებობს და კეთილიც.სწორედ ამას ეძღვნება ჩემი ლექსი ,,სიბრძნე შუაზე გაკვეთილია'' უმჯობესია შენი ნიჭის სადავეები სიკეთისკენ მომართო სანამ გვიან არ არის .არ იფიქრო რომ შენს განსჯას ვაპირებ არა უბრალოდ ვხვდები რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ და ვისურვებდი რომ იწამო ღმერთი და შეძლო სიყვარულით ცხოვრება.
2014, 12 იანვარი, 16:03
:D თუ სიკვდილს ვინატრებ მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეგეხმიანებით
2014, 12 იანვარი, 16:02
:))) ხოო კარგად მიხვდი, ოგონდ მე მანიაკად არა მარტოსულად ვიქეცი :) წინაპირობაა ახლა ფულს ვაგროვებ და იარაგებს შევიძენ მალე:) და თუ სკაიპი გთხოვეთ არ მომცეთ:)
2014, 12 იანვარი, 15:43
როგორც შენ გაქცია ხო :)
2014, 12 იანვარი, 15:33
ეს მათი გადასაწყვეტია, სიმართლე ისაა რომ გარემომ სჰეიძლება პატიოსანი ადამიანი მანიაკად აქციოს,
2014, 9 იანვარი, 12:55
ისე დამაჯერებლად ლაპარაკობთ ვინმეს სიმართლე ეგონება
2014, 9 იანვარი, 12:54
ამ კითხვას გაცემული აქს პასუხი თვიტონ მოთხრობაში, განაცჰენი მატ თვითონ გამოუტანეს თავიანთ ტავებს და ერთმა ადამიანმა ზიზღი ასე გამოხატა
2014, 7 იანვარი, 18:20
ერთი კარგი სცენარი საშინელებათა ფილმისთვის გამოგივიდათ ამ ისტორიებიდან :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10