x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ!
image

მამაკაცს სიყვარულის გამოხატვა სულ სხვანაირად შეუძლია, ვიდრე ქალს.ქალის სიყვარული უპირობოა, ემოციური, კეთილი და მზრუნველი.თუ ქალს უყვარს, ის მთლიანად მიუძღვნის თავის თავს საყვარელ მამაკაცს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძება არც იმსახურებდეს მის ყურადღებას.მაგრამ მაინც ერთგულია მისი და ვერც წარმოუდგენია სხვა მამაკაცი მის გვერდით.სწორედ ასეთ სიყვარულს ელიან ქალები მამაკაცისგან.მაგრამ კაცის სიყვარული სულ სხვანაირია.როგორ უნდა გაიგოთ რომ თქვენს მამაკაცს მართლა უყვარხართ?

არსებობს სამი ნიშანი, რის მიხედვითაც შეგვიძლია დავადგინოთ ეს.

თუ მას მართლა აქვს თქვენს მიმართ რაიმე გრძნობა, მას საჯაროთაც კი განაცხადებს და საზოგადოებას წარუდგენს თქვენს თავს როგორც მისი გოგონა ან საყვარელი ქალი ხართ.ეს არის თქვენი ოფიციალური ტიტული, რომელიც სცილდება, "ეს არის ჩემი მეგობარი", ან უბრალოდ სახელით წარმოდგენას.ეს ნიშნავს რომ ის თქვენ გხედავთ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, გთვლით თავისად და ამაყობს იმით რომ თქვენ ერთადა ხართ და აცხადებს ამას იმ ადამიანებთან თამამად, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია.


თუ მან განაცხადა რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ, მართლაც ასეა და ასე დარჩები მუდამ და სხვას არც უნდა ელოდეთ.ასევე თუ თქვენ ხვდებით მამაკაცს ნახევარი წელი და ჯერ კიდევ არ გაგიცვნია მისი მშობლები, ახლობლები ან მეგობრები, ან კიდევ ის გაურკვეველი მიზეზებით თავს არიდებს თქვენი მშობლების გაცნობას, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ დიდხანს არ იქნებით ერთად.

მეორე ნიშანი სიყვარულის ისაა, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველთვის ეცდება თქვენს უზრუნველყოფას. მას არც ჭირდება თქვენი თხოვნა.ის უზრუნველყოფთ ყველაფერი აუცილებელით.უზრუნველყოფა არ ნიშნავს რომ თქვენ ფული მოგცეთ, არამედ ეს ნიშნავს მოგიგვაროთ ესა თუ ის პრობლემა.მაგალითად თქვენ მას მიმართეთ რაღაც საკითხში დასახმარებლად და ის უარს გეუბნებათ.ცხადია ეს თქვენი მამაკაცი არაა.

მესამე ნიშანია–საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გიცავს.ეს არაა მაინცდამაინც ფიზიკური ძალის გამოყენება მათ მიმართ, ვინც თქვენ ზიანი მოგაყენათ, ეს შეიძლება იყოს, რაიმე ღირებული რჩევა ან ცდა დაგეხმაროთ ისე, რაც მას თქვენთვის უსაფრთხოდ მიაჩნია.

ქალებს უნდა გვესმოდეს რომ მამაკაცებს სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ.მათი სიყვარული ხშირად ჯდება ამ სამ კატეგორიაში:განცხადება, დაცვა და უზრუნველყოფა.ბევრი ქალი შეიძლება არ დამეთანხმოს ამაში.თვლიან რომ მამაკაცებს არაფერი შეუძლიათ.მაგრამ იცოდეთ მამაკაცები არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოელით, რადგან არავის უთხოვია ეს.თქვენ ეს უნდა იცოდეთ და ნაცნობობის დასაწყისშივე უნდა დაუდგინოთ თქვენთვის მისაღები წესები, რომ სასურველი მიმართულებით წარმართოთ თქვენი ურთიერთობა.მან უნდა იცოდეს, თუ რას ელით მისგან კონკრეტულად, რას შეურიგდებით და რას ვერა.ეს მოთხოვნა ძალიან მსუბუქად უნდა იყოს ნათქვამი, როგორც ჩვეულებრივი საუბარი და ულტიმატუმს არ უნდა ჰგავდეს.

P.S.არასდროს არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და არ მისცეთ თქვენი გული სხვა ადამიანს, მანამ, ვიდრე კარგად არ დარწმუნდებით მისი მოტივების სიწმინდეში და სიყვარულის სიწრფელეში!




ამ სტატიას ვუძღვნი ჩემს 16 წლის გოგონას და მის თანატოლებს, რომლებიც ვარდისფერი სათვალეებით ხედავენ ცხოვრებას, სიყვარულს და ჯერ კიდევ ღრუბლებში დაფრინავენ.მინდა მიწაზე დაეშვათ, მაგრამ ისე რომ ძალიან არ დაენარცხოთ და ფრთები არ მოიტეხოთ!


26
640
9-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
640
  
2014, 4 იანვარი, 18:07
ვაი რომ ისე მარტივად არ არი ყველაფერი როგორც გგონია :(
2014, 4 იანვარი, 18:06
ნუ ფიქრობ ეგრე საყვარელო.მჯერა შეხვდები ისეთ ადამიანს რომელიც შეგივსებს ამ სიყვარულის დეფიციტს და შენც ისეთივე თბილი და მოსიყვარულე გახდები როგორც სხვებია.მაგრამ ეს შანსი თავად უნდა მისცე შენს თავს.ნუ ჩაიკეტები შენს თავში და ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე:))
2014, 4 იანვარი, 18:01
არა რას ამბობ რუსუდან,საბოდიშო არაფერია,სად გავექცევი ამ თემას და ტკივილს თორე კი :) და მე არ მგონია რო საუკეთესო დედა ვიქნები იმიტორო ძალიან ცივი ვარ :( ყველას მიმართ... ასეთი დავრჩი და არვიცი ღმერთმა ქნას საუკეთესო დედა ვიყო...ერთხელ გითხარი თუ გახსოვს არასოდეს ოჯახის წევრს თუნდაც დედას,მამას,დას მის მერე არ მოვფერებივარ,ჩახუტებაზე და მიყვარხარ-ს თქმაზე ხო ზედმეტია საუბარი,რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს ყველაფერი და სხვებს რომ ვხედავ როგორ ეფერებიან თავიანთ ახლობლებს მიკვირს.მე არ შემიძლია
2014, 4 იანვარი, 17:54
თანაგიგრძნობ კაროლინა.მაპატიე რომ შენტვის მტკივნეულ საკიტთხამდე მივედი.დედა რომ დამეღუპა მეგონა სამყარო დაიქცა,ისე განვიცადე.კარგად მესმის შენი.სამაგიეროდ შენ იქნები საუკეტესო დედა,მე ასე მჯერა.ღმერთმა გაგაძლიეროს:))
2014, 4 იანვარი, 17:39
ყოველთვის მშურდა იმ ბავშვების ვისაც დედა გვერდით ყავდათ. ხანდახან ვფიქრობ რო მაშინ დამთავრდა ჩემი ბედნიერება როცა ის წავიდა იმიტორო მის მერე იშვიათად რო ბწშნიერი ვყოფილიყავი ან ვიყო...
2014, 4 იანვარი, 17:37
დედა ყველასთვის შეუცვლელია მაგრამ ყველას ისე არ ყავს გვერდით როგორს უნდა რომ ყავდეს. მე 13 წლის მანძილზე სულ ორჯერ მყავს ნანახი მაშინ რიდესაც მის გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვარ მანამდე.ასე მოუწია დავეტოვებინე პატარა და მართალი გითხრათ მის მერე ამერია თავგზა.დღემდე ასე არეული დავდივარ და ჩემი ადგილი ვერ მიპოვია. ბევრი სიმწარე და ტკივილი გამომივლია,მიტირია და დღესაც ასე ვარ თუმცა რა?მაინც ვერ არი ჩემთან. ეგ რო მყოლოდა სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა დღეს, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედავდი.
2014, 4 იანვარი, 15:02
იმ პირობებზეცაა დამოკიდებული რა პირობები აქვს მშობელს.დედას 3 შვილი ვყავდით და უამრავს შრომობდა ჩვენთვის.მას დრო არ ქონდა მოგვფერებოდა ხშირად და ბავშვობაში გული მწყდებოდა მაგრამ მერე მივხვდი და უფრო მეტადაც დავაფასე.ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო,როცა მჭირდებოდა
2014, 4 იანვარი, 14:50
გეთანხმებით ქალბატონო რუსუდან, ყველა შვილს ერთნაირად ვერ გავზრდით, აქედანვე მესმის რომ დიდი ძალისხმევა და შრომა ჭირდება შვილის გაზრდას და ასევე საპასუხიმგებლოა. ყველა დედა წეღან ჩემს მიერ თქმულში არ შედის, ასეთი ერთეულები თუ ორეულებიც ხომ არსებობენ. იმაშიც გეთანხმებით, რომ ბუნებაც უნდა ჰქონდეს თვითონ შვილს შესაბამისი, "აკაკი წერეთლის"სიტყვებიც "გამზრდელიდან" კარგათ მახსოვს,- "მარტო აღზრდა რას უშველის, თუ ბუნებამაც არ შობაო". მე პირადათ დედასთან მეგობრული ურთიერთობა არასოდეს მქონია, თუმცა მადლობა ღმერთს კისერიც არ წამიტეხვას მიუხედავად იმისა თუ დედის სითბო მაკლდა, სწავლაში და შრომაში გავლიე ჩემი სიყმაწვილის წლები, 25 წლის ასაკში გავთხოვდი და არ შევმცდარვარ არცერთ ჩემს ნაბიჯში და უზომოდ ბედნიერი ვარ, ეს უკვე ბუნების და ღვთის ნება იყო.
2014, 4 იანვარი, 14:42
ეგრეც ნუ იტყვი მაკუშ.შენ ჯერ პატარა გყავს და ამას ადვილად ამბობ.დედას თუ ერთ შვილთან კარგად გამოდის ურთიერთობა,მეორე სხვაგვარად გაზარდა?ეს შვილის ბუნებაზეცაა დამოკიდებული.ყველა ინდივიდია და ამიტომ ინდივუდუალურად უნდა მიდგომა.მშობელმა ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს რომ ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს მაგრამ მაინც არ გამოდის ასე,ზოგჯერ ზედმეტად ვანებივრებთ და ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ,ამ დროს ცოტა სიმკაცრეც საჭიროა.კარგი დიასახლისივით კარგად უნდა შეაზავო მიდგომა.
2014, 4 იანვარი, 14:35
შვილმა დედის რჩევა დარიგება რომ გაითვალისწინოს, პირველ რიგში უნდა შეაღწიოს შვილთან, იყოს მის გრძნობებთან და ემოციებთან ახლოს, რომ შვილიც შესაბამისად გაიხსნას და დედა მხოლოდ მშობლად არ მიაჩნდეს, ვიცი მე დედების კატეგორია, რომლებიც შვილის სიახლეებს ყვიორილით და ემოციებით და არა მეგობრული საუბარით ხვდებიან, და მერე უკვირთ რატომ იგებენ სხვებისგან შვილი სიახლეს. პირველ რიგში დედა უნდა გახდეს მეგობარი, მაგრამ 18 წლის შვილთან კი არ უნდა ეცადოს, თავიდანვე მის აღზრდაში უნდა გამოიკვეთოს მისი მეგობრული დამოკიდებულება. ზოგჯერ მშობელიც ცდება, არ თქვათ ეხლა ასე არააო, ასეთი შემთხვევებიც ვიცი, რომ პირადი ინტერესების თუ რაღაც აჟინებების ფონზე შვილს უშლიან ვინმესთან ურთიერთობას და როდესაც შვილს თავისი გაუტანია, ბედნიერიც ყოფილა. ყველაფერი ინდივიდუალურია და წინასწარ არავის არაფერი უწყის, თუმცა მაინც დედებმა თავიდანვე უნდა ცამოაყალიბონ შვილებთან მეგობრობის ინსტიტუტი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10