x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ლეგენდა სიყვარულზე
image

იყო ერთი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახის შექმნას თავს არიდებდა.90 წელს მიღწეული, როდესაც სიკვდილის პირას იყო, ერთმა ახლობელმა მას ჰკითხა:

–შენ ყოველთვის არიდებდი თავს დაოჯახებას და არც ერთხელ არ გითქვამს ამის მიზეზი.ახლა როდესაც სიკვდილის პირასა ხარ, იქნებ ახლა მაინც დააკმაყოფილო ჩვენი ცნობისმოყვარეობა?!თუ არის რაიმე საიდუმლო, იქნებ ახლა მაინც აღიარო, როდესაც ამ სამყაროს ტოვებ.თუნდაც შენი საიდუმლო გამჟღავნდეს, აწინ მაინც ვერ მოგაყენებს შენ ეს ზიანს.

მოხუცმა დაფიქრებულმა უპასუხა:


–დიახ მე ვინახავ ერთ საიდუმლოს.იმიტომ კი არა, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი დაქორწილების, არამედ მე ყოველთვის ვეძებდი იდეალურ ქალს.მე მთელი დრო ამის ძებნას მოვანდომე და ასე გაფრინდა ცხოვრებაც.

–ნუთუ ამხენა პლანეტაზე სადაც მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს და ამათგან ნახევარი ქალია, შენ ვერ შეძელი გეპოვნა ის შენი ერთადერთი– იდეალური ქალი?

ცრემლებით აევსო თვალები მომაკვდავ მოხუცს, ჩამოეღვენთა დამჭკნარ ლოყებზე და ასე უპასუხა:

–არა, ერთი მაინც ვიპოვნე...

გაოცებული უყურებდა მოხუცს მკითხველი.–მაშინ რაღა მოხდა.რატომ არ დაქორწინდით? და მოხუცმა უპასუხა:–ის ქალიც ეძებდა იდეალურ მამაკაცს...image

5
641
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
641
  
2014, 3 იანვარი, 11:39
:D ვინც ეძებს ყოველთვის პოულობს....
2014, 3 იანვარი, 0:09
მეც მაგას ვამბობ მაკუშ და ყველგან მაგაზე მაქ ჩხუბი რო სხვისკენ თითს ნუ იშვერთ და მის ცხოვრებას ნუ განიხილავთ. ხვალ და ზეგ შეიძლება უარესი გავაკეთოთ ჩვენ
2014, 2 იანვარი, 18:42
მართალი ხართ გოგონებო.კარგია ვინც მართლა იპოვნის მის "მეორე ნახევარს"მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვპოულობთ...
2014, 2 იანვარი, 18:39
მოკლეთ, არასოდეს არ უნდა განვსაჯოთ სხვისი პირადი ცხოვრება, რადგან ვის ქვაბში რა დუღს, ეს მხოლოდ "მას" უწყის.
2014, 2 იანვარი, 15:18
რომ იპოვი და მაინც შორსაა და მდინარის მეორე ნაპირას დგას ეგაა უბედურება. ხშირად უდროო დროს ვპოულობთ ადამიანები ჩვენ იდეალებს, როდესაც უკვე გვიანაა მაგრამ ვფიქრობ ისიც ბედნიერებაა რომ იპოვი და იცი ის არსებობს. თუნდაც სხვასთან.. .და ბედნიერია
0 1 5