x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კალმახი კარტოფილით და პომიდვრით

image
ინგრედიენტები:



- 2 ცალი კალმახი.
- ახალი კარტოფილი 500გრ
- 1 საშუალო თავი ხახვი.
- 2 ცალი პომიდორი.
- 1 შეკვრა კამა.
- 1 ცალი ლიმონი.
- ზეთი.
-მარილი.


მომზადება:

პირველ რიგში გადმოვიტანთ ცოტა ღრმა ჯამში კალმახს რომელიც უნდა დავამარილოთ და ჩავდოთ ლიმნის წვენში და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გამოცხვება ღუმელში. სანამ ინგრედიენტებს
დავჭრით მანამდე თევზი იყოს მარილში და ლიმნის წვენში, შემდეგ დავჭრათ კარტოფილი მრგვალად ასევე დავჭრათ პომიდორი, მწვრილ ფენებად დავჭრათ ხახვი, შემდეგ ავიღოთ კალმახი მოვათავსოთ ღუმელში შესადგმელ ტაფაზე, შიგ კალმახში ჩავდოთ ცოტაოდენი კამა და აქვე ცოტა ხახვი, ოდნავ მოვასხათ ზეთი, შემოვაწყოთ თევზის გარშემო კარტოფილი მოვაყაროთ მარილი, შემოვაწყოთ პომიდორი,
კარტოფილს და პომიდორს დავამატოთ კამა, შემდეგ დავახუროთ თავსახური და შევდგათ ღუმელში. 40 წთ-ის განმავლობაში კერძი
იქნება მზად.











0
454
7-ს მოსწონს
ავტორი:სნეგურაჩკა
სნეგურაჩკა
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0