x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
თევზი ზეთისხილით ბერძნულად
imageშემადგენლობა:

ვირთევზას ან რაიმე სხვა თევზის ფილე-2 ცალი, თითოეული 170გ.

125გ ბრინჯი;

1 ჭიქა ზეთისხილი; ორი საშუალო პომიდორი;


1 ბულგარული წიწაკა;

საშუალო ზომის ხახვი;

ორი კბილი ნიორი;

ხუთი ღერი ოხრახუში;

ორი ს/კ ფქვილი; ზეითუნის ზეთი; ახლადდაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.


მომზადება:


ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ბრინჯი, მოხრაკეთ, აურიეთ 3 წთ. დაამატეთ 250 გ. მდუღარე წყალი, მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ თავსახური და მოხარშეთ 15 წთ. გადადგით ცეცხლიდან და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წთ.


თევზი გაამშრალეთ ხელსახოცით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ამოავლეთ ფქვილში, ტაფაზე დაასხით ზეთი და თევზი კარგად დაბრაწეთ.


ზეთისხილს გამოაცალეთ კურკები. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და დაჭერით სიგრძეზე. ოხრახუში წვრილად დაჭერით, პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. ხახვი გაფრცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით.


ტაფაზე დაასხით ზეთი და მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ წიწაკა, პომიდორი და მოთუშეთ 5 წთ.
დაამატეთ თევზი და კიდევ 5 წთ. მოამზადეთ.

თევზი სუფრასთან მიიტანეთ ბრინჯთან ერთად.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0