x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
შემწვარი თევზი ხრაშუნა ქერქით

image


ინგრედიენტები:


ვირთევზას ფილე — 500 გრ.
რძე — 1 ჭიქა
მდოგვი (პასტა) — 2 ჩ. კ.
მარილი — გემოვნებით
პილპილი — გემოვნებით
დაფქული ჯანჯაფილი — გემოვნებით


ინგრედიენტები სოუსისთვის:


ფქვილი — 2 ს. კ.
კვერცხის ცილა — 2 ცალი
სახამებელი — 1 ს. კ.
საფანელი — საჭიროების მიხედვით
მარილი — გემოვნებით
წიწაკა (დაფქული) — გემოვნებით


ზეთი — შესაწვავად


მომზადება:


I. გარეცხეთ და დაჭერით ულუფებად თევზის ფილე > მოათავსეთ თასში და დაასხით რძე > გააჩერეთ 1 სთ.

II. ამის შემდეგ, რძე გადაწურეთ > თევზი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ > შეურიეთ მარილი, პილპილი და ჯანჯაფილი ერთმანეთს > მოაყარეთ თევზის ნაჭრებს ორივე მხარეს, გადაუსვით მდოგვი > მოათავსეთ თასში და გადააკარით სამზარეულოს აპკი > 1 სთ-ით მოათავსეთ მაცივარში.

III. სოუსის მოსამზადებლად, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, საფანელის გარდა.

IV. თუ საჭირო გახდა, ფქვილი დაამატეთ (სოუსი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს).

V. ამოავლეთ თევზი სოუსში > შემდეგ საფანელში > შეწვით ზეთში, საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.

VI. შემდეგ სახურავი დაახურეთ, ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 5-7 წთ. გააჩერეთ ცეცხლზე.


image

სხვა სიახლეები:


* კვერცხი–პაშოტის მომზადების საიდუმლო და სხვა კულინარიული რჩევები

* "მოუსვენარი ტუსაღი" – ტაბუირებული თემა სტალინის შესახებ

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ (IV ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0