x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლაზანია ორაგულით
imageექვსი ულუფისთვის დაგჭირდებათ:


ლაზანიას მზა ცომი ექვსი ფენა;


500 მლ რძე 6%-იანი;


150 გ. მოცარელა;



3 ს/კ ფქვილი;


2 ღერი ოხრახუში;


სტაფილო ერთი ცალი;


3 ღერი კამა; ორი კბილი ნიორი; მუსკატის კაკალი;


60 გ. გახეხილი პარმეზანი;


50 გ. კარაქი;


600 გ ორაგულის ფილე;


2 ს/კ ზეითუნის ზეთი;


30 მლ თეთრი მშრალი ღვინო;


მარილი, პილპილი გემოვნებით;


მომზადება
-ოხრახუში, სტაფილო და ნიორი გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილად. ტაფაზე დაასხით 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ბოსტნეული 5-6 წთ, დაამატეთ თეთრი ღვინო. მოამზადეთ სანამ ალკოჰოლის სუნი არ გაქრება. გადადგით ცეცხლიდან.


-რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. მშრალ ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ ფქვილი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარაქი. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, აურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, შემდეგ წვრილი ჭავლით დაამატეთ ცხელი რძე, აადუღეთ. როგორც კი სოუსი შესქელდება, გადადგით ცეცხლიდან. შეაზავეთ მუსკატის კაკალით, მარილით და პილპილით.


-კამა დაჭერით, ჩაყარეთ დიდ ჯამში, დაამატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მწიკვი მარილი და პილპილი.

ორაგულის ფილე დაჭერით და ჩააწყვეთ ჯამში, კარგად აურიეთ.


- მოცარელა დაჭერით თხელ ფირფიტებად. ცომის ფენები ამოავლეთ სათითაოდ მდუღარე წყალში 1 წთ. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით სოუსი, დააწყვეთ ცომის ფენა.


-გადაუსვით სოუსი, დააწყვეთ ბოსტნეული, შემდეგ ორაგული, შემდეგ მოცარელა, ისევ მოასხით სოუსი. შემდეგ დააფარეთ ცომის ნაჭერი, მოასხით დარჩენილი სოუსი და მოაყარეთ პარმეზანი.


-დააფარეთ ფოლგა, შედგით წინასწარ გახურებულ აერღუმელში 200 გრადუსზე, მოამზადეთ 20 წთ. მოაშორეთ ფოლგა და კიდევ 10 წთ მოამზადეთ.

რჩევა: სოუსში გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები, ლიმონის კანი ან სხვა მწვანილები.










0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0