x
image
ქეთი გაბინაშვილი
ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა
”ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, სხვა ყველაფერი არსებობაა.” არ ვიცი, რა ახსოვდა 92 წლის ბუმბერაზ მწერალს, მაგრამ საზოგადობას ახსოვს მისი ცხოვრების ყველა დეტალი. ჭაბუა ამირეჯიბმა იცხოვრა, ეს არ იყო მხოლოდ ცხოვრება, ეს მეტი იყო. მხოლოდ ერთი კაცი ვერ დაიტევდა მის სისხლსავსე ცხოვრებას, ამიტომ ასაკში შესულმა საკუთარ თავში მეორე ადამიანი დაბადა, ამჯერად სასულიერო პირი, ერზე მცლოცველი ბერი.

image

ჭაბუა (მზეჭაბუკ ) ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 46-ე საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლობდა ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე. მოგვიანებით სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, შემდეგ წელს კი საბუთები ფილოლოგიის სპეციალობაზე გადაიტანა.

1943 წელს საბჭოთა წყობის დასამხობად აჯანყების მზადებისათვის ორგანიზაცია ”თეთრი გიორგის” წევრები დააპატიმრეს, მათ შორის იყო მომავალი მწერალიც. მას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურისათვის აღნიშნული სასჯელი მცირე აღმოჩნდა, გასაჩივრების შემდეგ ახალგაზრდა ჭაბუას დახვრეტა მიუსაჯეს. საბოლოოდ მას ამინც პატიმრობა მოუწია, 16 წლის განმავლობაში სამჯერ სცადა გაქცევა, მონაწილობდა პოლიტპატიმართა აჯანყებებში.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი იყო კინოსტუდია ”მემატიანეს” დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო საბჭოსა და პარლამენტის წევრი. მეთაურობდა საქართველოს თავდაცვის ფონდს.


image

მისი სამწერლობო მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. წერდა ლექსებს და მცირე მოთხრობებს, პატიმრობის პერიოდში არაფერი დაუწერია, ავტორია მრავალი რომანის, მაგრამ მისი სახელი ”დათა თუთაშხიას” უკავშირდება. თუთაშხია ქართველი ერისთვის ზნეობრივი იდეალის მაგალითად დარჩება.

მიღებული აქვს მრავალი ორდენი.

2010 წელს ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და დავითი ეწოდა. მას სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.



3
57
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
57
  
2013, 25 დეკემბერი, 20:03
ქართველების საყოველთაო სენია, ნიჭიერი ადამიანების დაფასება არ შეგვიძლია. ჭაბუა თანამედორებოის ყველაზე დიდი მწერალია და სირცხვილია, მასზე ამ ტონით საუბარი. თუ კი თქვენი მოსაზრების არგუმენტად თავად ნაწარმოების დასაწყისი მიგაჩნიათ, სადაც წერს, რომ დღიური იპოვა, მასე რუსთაველიც წერს : ”ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები...” და სერვანტესიც ამბობდა, რომ ”დონ კიხოტი” პატარა ბავშვისგან იყიდა ბაზარში, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა მწერლებმა იქურდეს?
2013, 24 დეკემბერი, 12:17
იმედია სიკვდილის წინ მაინც აღიარა თუ ვის მოჰპარა დათა თუთაშხია,გადასახლებაში ყოფნის დროს,....როგორც ცნობილია ის კაცი მისი თანამესაკნე იყო,და ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ეს იცის მთელმა საქართველომ და მათ შორის მწერალთა კავშირმაც.... ესხლა აიღებენ და პანთეონში დამარხავენ, თუმცა იოსელიანიც იქ არ არი???
2013, 14 დეკემბერი, 0:25
უდიდესი ადამიანი იყო :(
0 1 3