x
image
ქეთი გაბინაშვილი
ჩემოდნებზე შემომსხდარი თაობა, ანუ საქართველო ქართველების გარეშე
image ყველას სადღაც ეჩქარება, გარბიან, რაღაცას გაურბიან. ჩემოდნები ჩალაგებულია, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. მიზეზი ათასგვარია: პოლიტიკური რეჟიმი, უმუშევრობა, განათლების მიღების სურვილი. რომელ გრძედსა და განედზე არ შეხვდები ამ პატარა ქვეყნის წარმომადგენელს, თითქოს მძივი გაწყვეტილა და მარგალიტებივით დაპნეულა ქართული სული.

დროებით მიდიან და მერე იწერებიან, რომ ენატრებათ ყველა და ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება. იწერებიან, მაგრამ...

ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისა და ვიზების გამარტივებისათვის აქტიურად მუშაობს. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯისა და ბიუჯეტის შევსებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეკონომიკის განვითარებისათვის სასარგებლოა უცხოელი ინვესტორების მოზიდვაც. მაგრამ საქართველო ქართველების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე რომ დგას, არც ამაზე ღირს თვალის დახუჭვა.

ქართველები უცხოეთში საკმაოდ დაბალი შემოსავლის სანაცვლოდ მუშაობენ და აკეთებენ იმ საქმეს რისი კეთებაც საქართველოში ეუხერხულებათ. არც ისაა სახარბიელო ფაქტი, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ქართველი კრიმინალთან ასოცირდება და სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიებში შეხვდებით ქართულ წარწერას :" ნუ მოიპარავთ!"


რაც შეეხება განათლებას, იყალთოსა და გელათის აკადემიის კულტურის მქონე ქვეყანაში, ევროპული განათლება პრიორიტეტად არ უნდა მიიჩნეოდეს. და თუ კი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები შესაბამის განათლებას ვერ იძლევიან, ესეც კიდევ ერთი პრობლემაა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები ქართველები არიან, ანუ ქართულ გენს შესაბამის რესურს აქვს.

ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ არა ერთხელ ისაუბრა:

"სამშობლო არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ფესვები, აქ ტრიალებს დიდი მადლი. თითოეული ქართველი სამშობლოს ნაწილი უნდა იყოს, საქართველოს გარეშე არ უნდა შეეძლოს არსებობა, რადგან აქ არის დავით აღმაშნებელი და თამარ მეფე, აქ არის ქეთევანი, ვაჟა, ილია, აკაკი. აქ არიან წინაპრები. აქ არის ჩვენი ფესვები. ლუკმა პურისათვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს ვიდრე იძენს. კარგავს ჩვენი წინაპრების მფარველობასა და ლოცვას... ვისაც შრომა უყვარს ის აქაც იშოვის ფულს, სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა."


ლამაზი ქალაქები და ფერადი ფასადები კარგია. არც შადრევნებისა და მინის ხიდების საწინააღმდეგო აქვს ვინმეს, მაგრამ სხვისი თვალის ასახვევად ქვეყნის ლამაზად "შეფუთვას", იქნებ სჯობდეს რეალურად მიენიჭოს პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლი შემცირებას.

და მაინც, საქართველოს ყველა ეტაპზე ჰქონდა გარკვეული პრობლემები. მაგრამ ქვეყანა ქართველების გარეშე არ დარჩენილა. გამართლება არც პოლიტიკური რეჟიმის შეუგუებლობაა, არც ეკონომიკიური სირთულეები. საქართველო კონკრეტული ადამიანების კი არა, თითოეული ჩვენგანისაა. თუ რაღაც არ მოგვწონს, გაქცევა საუკეთესო გამოსავალი არაა. სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანებისგან შორს გავატაროთ.

ქეთი გაბინაშვილი

5
103
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
103
  
2013, 8 ნოემბერი, 11:25
ქეთი, კარგი სტატიაა. გეთანხმები
2013, 27 ოქტომბერი, 22:56
ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები წავიდნენ საქართველოდან და მეც იგივეს ვაპირებ.
2013, 27 ოქტომბერი, 19:02
ბოლო ფრაზისთვის ღირდა მთელი სტატია.
2013, 27 ოქტომბერი, 15:03
ბრაო ქეთი
0 1 5