x
image
ქეთი გაბინაშვილი
რას ვერჩით ნიჭიერებას?!
image

კრიტიკა ეს არის მცირე ნაშრომი, რომელიც მხოლოდ გაკრიტიკების და მით უფრო ლანძღვის მნიშვნელობით არ უნდა გამოიყენებოდეს. კრიტიკა უაღრესად საჭიროა, მაგრამ როგორც ყველაფერმა, საქართველოში, კრიტიკაც აბსოლუტურად სხვა დანიშნულება შიეძინა. პროფესიონალი კრიტიკოსები რომ თითქმის არ გვყავს, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ ყველა რომ აძლევს თავს უფლებას ლანძღოს ვინც მოესურვება, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

სად აღარ წააწყდები მსახიობის ლანძღვას, მის უნიჭობაზე, ისე რომ ავტორს, არც ერთი სპექტაკლი არ აქვს ნანახი. ჩვენთან კრიტიკას სხვა კრიტერიუმები აქვ: მთავარია, ნიჭიერი, ლამაზი, ბედნიერი და წარმატებული იყო. ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. არაფერი უშლის ხელს იმის მოფიქრებას, რომ მდიდარი საყვარელი გყავს, ან ორსულად ხარ მეგობრის ქმრისგან, ქურდი ხარ, ან ნარკოტიკზე დამოკიდებული, შეიძლება უკურნებელი სენი გჭირს... მთავარია დაბოღმილი გული, ცოტა ფანტაზია და სინდისის ნაკლებობა. საერთოდ ეს სინდისი ზედმეტი რამეა, ისეთი "კეთილი" საქმის კეთებისთვის, როგორიც კრიტიკაა. სოციალურ ქსელებში წააწყდები, რომ ვიღაც თურმე მახინჯია, ვიღაც "ღვთისმოსავი", ერის "გამხრწნელს" ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას უსურვებს... ეს უკვე ამაზრზენია. არაფერი გვეშველება, სანამ პოეტს-ლექსით, მსახიობს-სპექტაკლით, მუსიკოსს-მუსიკით, მხატვარს-ნახატით და პოლიტიკოსს გაკეთებული საქმეებით არ შევაფასებთ.


მე თუ სიმღერა მომწონს, მიმაჩნია, რომ კარგადაა ნამღერი და სიამოვნებას მანიჭებს მისი მოსმენა, რამეს ცვლის მისი პირადი ცხოვრება? თუ გავიგე, რომ მას საყვარელი ჰყავს აღარ მომეწონება მისი ვოკალური მონაცემები?




კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები გამახსენდა: " ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."


პ.ს. სანამ სხვისი ცხოვრების განხილვას დავიწყებთ, ვიფიქროთ, რომ ”არავის გვაქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე”. შეიძლება, ჩვენც დაგვემუქროს განქორწინება, ჩვენც გვიღალატონ, წონაში მოვიმატოთ, ან სამსახური დავკარგოთ... ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვიფიქროთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ დროს თანადგომა...

0
19
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0