x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული საპატარძლო კაბები
როგორ უნდა გამოიყურებოდეს პატარძალი ქორწილში? პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება: ფატა, ბეჭედი, თაიგული... და რა თქმა უნდა თეთრი კაბა! მაგრამ არა, ჩაცმულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს პატარძალი და რომელ კულტურას ეკუთვნის.


ქვემოთ წარმოგიდგენთ საპატარძლო კაბებს ქვეყნების მიხედვით.



image1. ჩინეთში ბევრი პატარძალი საქორწილო კაბის ფერად წითელს ირჩევს, რადგან ეს ფერი იმედთან და წარმატებასთან ასოცირდება. ასევე პოპულარულია ოქროსფერი, რადგან ჩინეთში ამ ფერსაც ბევრი დადებითი კონოტაცია აქვს.


image









2. ვიეტნამელი პატარძლებიც წითელ კაბას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ეს მათი ტრადიციის ნაწილია. image









image3. იაპონიაში პატარძალი, ტრადიციულად, თეთრ კიმონოშია ჩაცმული. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იაპონელი პატარძალი ქორწილის დღეს სამ სხვადასხვა სამოსს იცვლის. მათგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ვერცლისა და ოქროს ნაქარგებით. ამ ნაქარგებს შორის კი აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს წეროს გამოსახულება. მესამე სამოსი კი ნებაყოფლობითია და უფრო ხშირად ჩვენთვის კარგად ცნობილ თეთრ საპატარძლო კაბას წარმოადგენს. მთავარია, კაბა არ იყო იისფერი, რადგან იაპონიაში ეს განქორწინების ფერია.



image


4. ინდონეზიელი პატარძლების ტრადიციული სამოსია ე.წ. კებაია, გრძელსახელოიანი ტუნიკი.




5. ფილიპინელი პატარძლები ხელით კერავენ საქორწილო კაბას, მისი ყიდვა დაუშვებელია.


6. ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში საპატარძლო კაბა შეიძლება იყოს წითელი ან მწვანე. პირველი სიკეთის სიმბოლოა, მეორე კი - სიუხვის. დასაშვებია ასევე ყვითელი ფერიც.


image



image





სამხრეთ ინდოეთში კი ტრადიციული საქორწილო სამოსია თეთრი, აბრეშუმის სარი და ვუალი.




7. მაროკოში საქორწილო კაბისთვის ირჩევენ ყვითელ ან მწვანე ფერს. პირველი "ცუდი თვალისგან" იცავს, მეორეს კი წარმატებები მოაქვს.


image


8. სკანდინავიის ქვეყნებში პატარძალი ტრადიციულად შავ კაბას იცმევს.



9. ესპანეთშიც საპატარძლო კაბის ფერი ტრადიციულად შავია, რაც მეუღლისადმი სიკვდილამდე ერთგულების სიმბოლოა. სამაგიეროდ აქსესუარები შეიძლება იყოს ნარინჯისფერი ან წითელი.


image10. სლავურ ქვეყნებში ტრადიციულ საპატარძლო სამოსს წარმოადგენდა თეთრი, მოქარგული პერანგი, რომელსაც შემორტყმული ქონდა ასევე მოქარგული, ბამბის ქამარი, და პონევა - ქვედაბოლო, რომელზეც ასევე მოქარგული იყო სხვადასხვა ორნამენტები, უფრო ხშირად რომბები, რაც მზის სიმბოლო იყო. მკერდს უმშვენებდათ ე.წ. გაიტანა - ბისერებით გაკეთებული სამკაული.


image



დღეს ტრადიციული საპატარძლო სამოსის ადგილს სულ უფრო მეტად იკავებს ევროპული თეთრი კაბა. ეს უკანასკნელი კი ევროპაში საქორწილო ატრიბუტად მხოლოდ მე-19 საუკუნიდან შემოვიდა, როდესაც ინგლისის პრინცესა ვიქტორია საკუთარ ჯვრისწერაზე თეთრი კაბით გამოჩნდა.




0
290
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0