x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
არქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის დაწყევლისთვის ეპიტემია დაედო

საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს ფირცხალაიშვილის მიერ imageრამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დადებულ წყევლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ამ ფაქტის გამო არქიმანდრიტ ბართლომეს ეპიტემია დაედო.
“როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია.

ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის და ავედრებს ჩვენს ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა და წმიდათა დასს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს ჩვენს მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამების და ზეციურ ძალთა მოხმობას.
უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება – არც ცილისმწამებელნი და არც ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი.
ასე, რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ როდესაც ესა თუ ის პიროვნება ზოგჯერ წყევლით ცდილობს დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამით იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


0
1465
2-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
1465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0